x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ხოგაის მინდი
ხოგაის მინდი


ქართული მითოლოგიის ერთ-ერთი ნათელი სახე არის ხოგაის მინდი, ვაჟა-ფშაველას მინდიას პროტოტიპი "გველის მჭამელი". იდუმალებით მოცულ თქმულებათა გმირი, ნახევრად ღმერთი, რომლის დაბადებასა და "გვიან სიკვდილში" ერევიან ბუნების ძალნი, ცა და მზე: "ხოგაის მინდი კვდებოდა, მზე წითლდებოდა, ცხრებოდა, ცა ჭექდა, მიწა გრგვინავდა, სული გვიანა ჰხდებოდა. ჩამოდიოდა ვარსკვლავი, მთვარე უკუღმა დგებოდა, მაღლის ჭიუხის ნადირი სატირლად ემზადებოდა, ცხენი იმისი, ტიალი, ლურჯა ტოტზედა დგებოდა". მამაკაცთაგან, ხოგაის მინდი რამდენადმე უახლოვდება მედეას და მისებრ მაგიური ძალა გააჩნია, აქვს ჯადოქრობის ნიჭი, ბუნების ენის გაგებისა და განკურნების უნარიც აქვს. ეს მოტივი აამაღლა საკაცობრიო მნიშვნელობამდე ვაჟა-ფშაველამ და გადმოგვცა ღრმა ფილოსოფიური აზრით დატვირთული სახე, რაც თვით იქცა მითოლოგიის საკუთრებად.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


კრებულები:


1. ქართველური ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
398
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0