პროფილაქტიკა ჯადოსნური წერტილი იუნ ციუანი: სიბერე იწყება ფეხიდან! 2020, 3 თებერვალი, 20:25 ჩინელებმა ამის შესახებ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცოდნენ. სწორედ ისინი იყვნენ პირველები, რომლებმაც თავიანთ სწავლებაში რამდენიმე, ის ეფქტური მეთოდი აღწერეს, რომლებიც ფეხების გამაგრებას უწყობს ხელს, რაც შესაბამისად, სხეულის დაბერების პროცესს აფერხებს. ჩინელები ადამიანის ფეხებს ხის ფესვებს ადარებენ. ხე ჯანმრთელი არ არის, თუ ფესვები არ აქვს ჯანმრთელი, ასევეა ადამიანის სხეულიც. მათი აზრით, ფეხშიშველა სიარული ჯანმრთელობის საწინდარია, სწორედ ამიტომ ურჩევენ ჩინელი მკურნალები ყველა ადამიანს ასე სიარულს. ქუჩაში რა თქმა უნდა, ფეხშიშველა ვერ ივლით, ამიტომ იარეთ სახლში.თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია იაროთ - ფეხის წვერებით, ქუსლებით, ფეხის შიდა და გარე გვერდებით. ეს ამაგრებს როგორც ფეხის კუნთებს და ძვლებს, ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც შინაგანი ორგანოების მუშაობასთან არის დაკავშირებული. მერწმუნეთ, ამის გაკეთება არც ისე რთულია.ტერფებს მასაჟი ესაჭიროებავინაიდან ფეხის ამ ზონაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მრავალი წერტილია თავმოყრილი. ნუღარ გადადებთ, დაიწყეთ ტერფების მასაჟი უკვე დღეიდან, იპოვეთ ზემოთ მითითებული წერტილი იუნ ციუანი და მსუბუქად შეეხეთ მას. სამუშაო დღის ბოლოს, ტელევიზორის ყურების ნაცვლად სჯობს, დრო საკუთარ თავს დაუთმოთ.
როგორც ჩინელი მედიკოსები ამტკიცებენ, ფეხის ტერფის დიდ და პატარა ბორცვებს შორის არსებული სპეციალური წერტილის - იუნ ციუანის მასაჟი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: ის აუმჯობესებს როგორც სისხლის მიმოქცევას, ასევე ადუნებს ფეხის კუნთებსაც. აღნიშნული პროცედურა დადებითად მოქმედებს ნევროზსა და უძილობაზეც, თუ თქვენ თვალების პრობლემაც გაწუხებთ, კარგი იქნება, თუ ყოველდღიურად, 5 წუთის განმავლობაში მეორე და მესამე ფეხის თითს ინტენსიურად დაიმასაჟებთ, ვინაიდან სწორედ იქ არის განლაგებული რეფლექსური ზონები, რომლებიც პირდაპირ თვალებთან არის დაკავშირებული.მასაჟი მშრალი ხელებით, ყოველგვარი საცხისა და ზეთის გარეშე გაიკეთეთ, გახსოვდეთ აღნიშნულ წერტილს 20 ჯერ, შესვენების გარეშე (ჯერ ერთ ფეხზე, შემდეგ მეორეზე) მსუბუქათ უნდა დააჭიროთ. უკეთესი იქნება თუ პროცედურას საღამო საათებში გაიკეთებთ, მალევე, სხეულში სასიამოვნო სითბოს იგრძნობთ, და რაც მთავარია - შინაგანი, საოცარი სიმშვიდის გრძნობა დაგეუფლებათ.თუმცა, შეგიძლიათ მასაჟის გაკეთების მეორე გზაც სცადოთ: აავსეთ აბაზანა (თასი) წყლით (დაახლოებით ტემპერატურა 38 გრადუსს უნდა აღწევდეს) ჩაყავით შიგნით ფეხები და დაელოდეთ სანამ კანი არ გაწითლდება, მხოლოდ ამის შემდეგ დააჭირეთ დიდი თითის ბალიში იუნ ციუანის წერტილს 20 - ჯერ. კარგი იქნება, თუ ამის შემდეგ კიდევ 3-5 წუთის განმავლობაში ტერფებს მსუბუქად დაიმასაჟებთ.1007 1-ს მოსწონს |