პროფილაქტიკა ინდოეთში ამ რეცეპტს უკვდავების ელექსირს უწოდებენ! ნახეთ, რა უნიკალური თვისებებით გამოირჩევა ეს ჯადოსნური წამალი 2020, 29 დეკემბერი, 20:04 უხსოვარი დროიდან მოყოლებული უკვდავების ელექსირის აღმოჩენას სახალხო მკურნალები, ექიმები და ალქიმიკოსები ცდილობდნენ. ისინი საოცნებო წამლის მისაღებად რა სახის ბალახსა თუ ინგრედიენტს არ ურევდნენ, ერთმანეთს რას არ აღარ უმატებდნენ (ჩამოთვლაც კი საშიშია!)თუმცა სასურველი ნაერთის აღმოჩენა მაინც ვერ მოახერხეს...თუმცა, ზოგიერთ საკითხში წარმატების მიღწევა მათ მაინც შეძლეს - ვინაიდან ჩვენამდე მოაღწია რეცეპტმა, რომელიც ორგანიზმს არა მხოლოდ კურნავს, არამედ აძლიერებს კიდეც, 200 წლამდეც რომ ვერ ვიცოცხლოთ, ამ სასწაულმოქმედი სასმელის მეშვეობით სიბერეს ენერგიულები და ლაღები ნამდვილად შევხვდებით.უძველესი რეცეპტების თვალიერებისას, ისტორიკოსებმა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ორი პროდუქტის -რძისა და ნივრის ნარევი გამოავლინეს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან მოგეხსენებათ ჯერ კიდევ ავიცენა მიიჩნევდა ნიორს მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალებად, რაც მოგვიანებით თანამედროვე მეცნიერებამაც დაამტკიცა.ნიორი რძით - მარადიული ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტი:ჩაასხით 1 ჭიქა რძე პატარა ქვაბში და დადგით ცეცხლზე, სანამ რძე წამოდუღდება, 2 კბილი ნიორი დაჭყლიტეთ, როგორც კი რძე ადუღდება, დაუმატეთ ნიორი, გადმოდგით ცეცხლიდან და დააფარეთ თავსახური. 10 წუთში ჩვენი ახალგაზრდობის ელექსირი მზად არის.ნივრიანი რძე რეკომენდებულია მიიღოთ 1 ჭიქა კვირაში ერთხელ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას!582 შეფასება არ არის |