x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ ატარებდნენ ექიმები ფრინველის ნიღბებს შავი ჭირის დროს?

image


მე-17 საუკუნის ევროპაში სამედიცინო მუშაკები შეშინებულნი და დაბნეულნი იყვნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ასეთ კოსტიუმებს დაავადებასთან გამკლავება შეეძლოთ. შავი ჭირი ოდესღაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ დაავადებას წარმოადგენდა, რომელმაც ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მე-17 საუკუნის ევროპაში ექიმები ატარებდნენ სპეციალურ კოსტიუმებს, რომლებიც დღეს უკვე პოპ -კულტურის ნაწილია და დღემდე უსიამოვნო გრძნობებს ბადებს: ეს უჩვეულო ფორმის კოსტიუმი წარმოადგენდა თავიდან ფეხებამდე დაფარულ შესამოსელს, რომელსაც ჰქონდა გრძელი, ფრინველის ნისკარტისებრი ნიღაბი და ქუდი, რომელიც მის იმიჯს საბოლოოდ აგვირგვინებდა.


image


ასეთი ნიღბების გაჩენის მიზეზი იყო მცდარი წარმოდგენა ამ საშიში დაავადების ბუნების შესახებ. ბუბონური შავი ჭირის გავრცელების დროს, რომელიც ევროპაში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში განმეორდა, ამ დაავადებით დაზარალებული ქალაქები ქირაობდნენ სპეციალურ შავი ჭირის მკურნალ ექიმებს, რომლებიც ამ საშინელი დაავადების სამკურნალოდ "ანტიდოტებს" და "დამცავ ნახარშებს" იყენებდნენ. ისინი ესწრებოდნენ როგორც ანდერძის შექმნის პროცესს, ასევე გაკვეთის პროცედურებსაც. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნისკარტიანი ნიღბებით მუშაობდნენ.


image


ამ კოსტიუმს ხშირად მიაწერენ შარლ დე ლორმეს, რომელიც მე-17 საუკუნეში ევროპის მრავალი სამეფო ოჯახის ექიმი გახლდათ. მან აღწერა სამოსი, რომელიც მოიცავდა სურნელოვანი ცვილით დაფარულ ქურთუკს, პერანგს, ქუდს, ჩექმებსა და თხის ტყავისგან დამზადებულ ხელთათმანებს.


image


შარლ დე ლორმემ დეტალურად აღწერა "ნახევარი ფეხის სიგრძის, ნისკარტისებრი ნიღაბი, რომლის მხოლოდ ნესტოებთან არსებული ორი ნახვრეტი იყო სუნამოთი გაჟღენთილი". ამ კოსტიუმებს ექიმები მთელს ევროპაში ატარებდნენ, მაგრამ იტალიაში ეს იმიჯი მართლაც რომ საკულტოდ იქცა და "შავი ჭირის მკურნალი ექიმი" გახდა იტალიური კომედია დელ'არტისა და საკარნავალო ზეიმების ძირითადი ელემენტი, და დღემდე საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.


image


კოსტიუმი გამიზნული იყო ექიმების მიაზმებისგან დასაცავად. იმ დროს, რომელიც წინ უძღოდა დაავადების მიკრობულ თეორიას, მედიკოსები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჭირი ვრცელდებოდა მოწამლული ჰაერით, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის სხეულში არსებული სითხის დისბალანსი. ითვლებოდა, რომ მკვეთრ და ტკბილ სუნამოებს ჭირით დაავადებული ადგილების დაცვა შეეძლოთ: იმ პერიოდში პარფიუმერიის, ყვავილების თაიგულისა და საკმეველის სურნელი საკმაოდ გავრცელებულ დამცავ საშუალებად ითვლებოდა.


image


ექიმები ნიღბებს თერაყით ავსებდნენ, რაც 55-ზე მეტი ბალახის (დარიჩინის ფხვნილის, თაფლის, მურის, გველგესლას და არა მხოლოდ) ნაირსახეობას წარმოადგენდა, დე ლორმე დარწმუნებული იყო, რომ ნისკარტისებრი ნიღაბი ჰაერს საკმარის დროს აძლევდა რომ დამცავი ბალახებით გაჯერებულიყო, სანამ ის შავი ჭირის მკურნალი ექიმების ნესტოებსა და ფილტვებში მოხვდებოდა.


image


თუმცა სამოსსა და მეთოდებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა. "სამწუხაროდ, ადრეული თანამედროვე შავი ჭირის მკურნალი ექიმების თერაპიულმა სტრატეგიებმა ცოტა რამ გააკეთა ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ტანჯვის შესამსუბუქებლად ან განკურნებისთვის", - წერს ისტორიკოსი ფრენკ მ. სნოუდენი.






0
230
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
230