x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ამ სასწაულმოქმედი ნაყენის 50 მლ ასუფთავებს არტერიებს და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს ამცირებს

image


დროთა განმავლობაში, სისხლძარღვები მოქნილობასა და ელასტიურობას კარგავენ, მათ კედლებზე კი ათეროსკლეროზული დაფები წარმოიქმნება. ხშირი თავის ტკივილი, მაღალი წნევა, მიოკარდიუმის ინფარქტი და თვით ინსულტიც კი, შეიძლება სწორედ ასეთი დაბინძურებული სისხლძარღვების შედეგად იყოს წარმოქმნილი.


image


სისხლძარღვების გაწმენდის უამრავი ხალხური რეცეპტი არსებობს, თუმცა, ეს მეთოდი - ალბათ, ყველაზე ეფექტურია. კარგია, რომ ბუნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველა საჭირო და აუცილებელი ჯანსაღი პროდუქტით გვანებივრებს!





სისხლძარღვების გაწმენდა ნივრითა და ლიმნით



image

ნივრის ერთ ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ეს ჯადოსნურ პროდუქტარა მხოლოდ ათეროსკლეროზის განვითარებაუშლის ხელს, არამედ მიოკარდიუმის ინფარქტიდა ინსულტიგანვითარების რისკსაც მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც ცნობილია, ნიორი სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს და მიღწეული შედეგის დიდი ხნი შენარჩუნებას უწყობს ხელს.




image


ლიმონი როგორც მინერალებს, ასევე ეთერზეთებს, პექტინებს, ორგანულ მჟავებსა და ფლავონოიდებს შეიცავს, რომლებიც სისხლძარღვების მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს.




სასწაულმოქმედი ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა:




1. 6 ლიმონი


2. 30 კბილი ნიორი



3. 1 ლიტრი წყალი





მომზადების წესი:




image


1. გარეცხეთ ლიმონი, გაასუფთავეთ ნიორი და მომზადებული პროდუქტები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.


2. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში, დაამატეთ წყალი და შედგით ცეცხლზე.


3. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ! გააციეთ, გადაიტანეთ მიღებული მასა მოსახერხებელ კონტეინერში და შედგით მაცივარში.



image



4. 3 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად მიიღეთ ამ ნაყენის 50 მლ, შემდეგ ერთი კვირა დაისვენეთ, შემდეგ კვლავ გაიმეორეთ 3 - კვირიანი კურსი. გაითვალისწინეთ, რომ პროფილაქტიკის მიზნით, ასეთი მკურნალობის ჩატარება წელიწადში 2 - ჯერ არის სასურველი.


image

ნაყენი აუმჯობესებს როგორც სისხლის მიმოქცევას, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასტიმულირებს თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობას და ხელს უშლის სიმსივნეების წარმოქმნას. სასმელი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, მაგრამ როგორც ყველა ძლიერმოქმედ საშუალებას, ასევე მასაც გააჩნია მთელი რიგი უკუჩვენებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ეპილეფსია, რომელიმე კომპონენტის მიმართ გამოხატული ალერგიული რეაქცია.



0
608
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
608