x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ცირცე
ცირცე


ცირცე (ჩირცე), იგივე კირკე (ბერძ. კირნოს, კირნაო - "ვაზავებ" წამალს; ან კერკის - საქსოვი დაზგა; მაქო; ქსოვილი (კირკე ქსოვის ოსტატიც იყო). სიტყვის ეტიმოლოგია სადავოა. მითი: გლავკოსს მშვენიერი ნიმფა - სკილა (სცილა) შეუყვარდა. სკილამ ის უარჰყო. გლავკოსმა კირკეს სთხოვა, წამალი შემიზავე, რომ შემიყვაროსო. კირკეს კი თვითონ უყვარდა გლავკოსი და ამიტომ შეაზავა ისეთი წამალი, რომელშიც ნიმფამ იბანავა და იქცა ურჩხულად (ალექსანდრიული ვერსია, ოვ. მეტ. 14, 1-74). ნ. სკილა და ქარიბდა. კოლხი წამალთმცოდნე და ჯადოქარი კირკე მეტად პოპულარული სახეა ლიტერატურასა და ხელოვნებაში ანტიკური პერიოდიდან დღემდე. მასზე წერენ დანტე, პეტრარკა, ბოკაჩო ("სახელგანთქმულ ქალებზე"), ლოპე დე ვეგა (პოემა "ცირცეა"), კორნელი (ტრაგედია "ცირცეა"), კალდერონი, რომლის დრამაც სახელწოდებით "უდიდესი ჯადოქრობა, სიყვარული" 1948 წელს ოპერადაც აქცია გერმანელმა ვერნერ ეგკმა. რუსმა მწერალმა კნიაჟნინმა კი შექმნა დრამა "ცირცე და ულისე".


ცირცე - კოლხი ჯადოქარი


ხელოვნებაში ფართოდ აისახა კოლხი კირკესა და ოდისევსის ურთიერთობა (ლარნაკწერა კაბირთა სკიფოსი, ძვ.წ. IV ს., ლონდონი). შუა საუკუნეებში კოლხეთის მეფის ჯადოქარი დის სახისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაცხოველდა, ხატავდნენ ფრანჩესკო პრიმატიჩო, ჯიოვ. გვერჩინო, ანიბალე კარაჩი, დოსი, დომენიკინო, რუბენსი, იორდანსი... XVII - XIX საუკუნეებში ცირცეზე მუსიკალური ნაწარმოებები შექმნეს ძამპონიმ, პოლაროლომ, კაიზერმა, ჩიმაროზამ, ქერუბინიმ, რომბერგმა, ხოლო XX საუკუნეში ვერნერ ეგკმა (ეკმა).



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0