x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
ყველა სახის სიმსივნის განკურნების პრინციპი აღმოჩენილია და უკვე იტესტება
ყველა სახის სიმსივნის განკურნების პრინციპი აღმოჩენილია და უკვე იტესტება


ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რევოლუციურ აღმოჩენაზე ალაპარაკდნენ. 2020 წლის იანვარში ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კიბოს უნივერსალური მკურნალობის მეთოდი ნაპოვნია. ახალი იმუნური უჯრედი შესაძლოა მრავალი ტიპის სიმსივნის განკურნების მთავარ იარაღად იქცეს. ეს არის სენსაციური კვლევა, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.


საქართველოში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნეების ხუთეული ასეთია: ფილტვის, ძუძუს, საშვილოსნოს, კუჭის და პროსტატის კიბო. ე.წ. "სოლიდური სიმსივნეების" გამოვლენა ყოელდღიურად ხდება, ბევრი მათგანი კი ფატალური შედეგით სრულდება. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაახალგაზრდავებულია დაავადების ტენდენციაც. უახლოეს ათ წელიწადში კი ეს დიაგნოზი პაციენტებისთვის განაჩენი აღარ იქნება.


ბოლო და ყველაზე სენსაციური აღმოჩენის ავტორები ქარდიფის უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან. მათ აღმოჩენას ბევრ ქალაქში უკვე უწოდეს ამაღელვებელი მოვლენა, ვინაიდან ბრიტანელმა მეცნიერებმა სისხლის ბანკიდან მიღებული ნიმუშების კვლევისას ადამიანის იმუნურ სისტემაში იპოვეს გზა, რომელსაც ყველა სახის კიბოს დამარცხება შეუძლია.



"ვიპოვეთ სისხლის ახალი თეთრი უჯრედები, რომელთაც შეუძლიათ მოკლან კიბოს უჯრედები. ეს საშუალებას მოგვცემს შევქმნათ კიბოსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი. ამ მეთოდს აქვს შანსი, ყველა პაციენტი განკურნოს. ამ დრომდე არავის მიაჩნდა, რომ ეს შესაძლებელი გახდებოდა." ჰარი დოლთონი, ქარდიფის უნივერსიტეტის თანამშრომელი.


ბრიტანელი მეცნიერების აღმოჩენას უკვე გაეცნენ თბილისშიც. გაიგეს, რომ ლაბორატორიაში უჯრედმა რეცეპტორების დახმარებით წარმატებით გაანადგურა კანის, ფილტვის, სწორი ნაწლავის, ძვლის, პროსტატისა და თირკმლის კიბოს უჯრედები. ქართველი ონკოლოგები, ქარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარებზე დაყრდნობით ხსნიან, თუ როგორ იმუშავებენ პრაქტიკაში ე.წ. "იმუნური მეომრები" ანუ როგორ იპოვიან T ლიმფოციტები დაავადებულ ქსოვილში კიბოს უჯრედებს. ყველაფერი კი სხეულიდან სისხლის ამოღებით დაიწყება.


"ხდება სისხლიდან გამოყოფილი T ლიმფოციტების დამუშავება და მოდიფიკაცია. პაციენტის ორგანიზმიდან ვიღებთ სისხლს, რის მერეც ლაბორატორიაში ხდება მისი დამუშავება გენური ინჟინერიით, შემდეგ კვლავ ხდება მისი ტრასფერი, გადატანა უკან ორგანიზმში. რაც მთავარია, ეს არის ცოცხალი თერაპია. ეს მოდიფიცირებული ლიმფოციტები, რომელიც ბრუნდება ორგანიზმში, სხეულში არათუ დიდხანს რჩება, არამედ იწყებს გამრავლებას და თავისნაირი მოდიფიცირებული ლიმფოციტების უკვე ბუნებრივად წარმოქმნას, რაც წლების განმავლობაში უზრუნველყოფს იმუნიტეტს კიბოსადმი. ეს არის თვითგანახლებადი იმუნიტეტი, რომელიც სულ ებრძვის კიბოს უჯრედებს სხეულში." - აცხადებს გიორგი ძაგნიძე, მედიცინის დოქტორი, ონკოლოგიური კვლევის ჯგუფის პრეზიდენტი.


ყველა სახის სიმსივნის განკურნების პრინციპი აღმოჩენილია და უკვე იტესტება


"ჩვენ გვაქვს შორს წასული სიმსივნეების საკმაოდ მაღალი პროცენტულობა. შესაბამისად, ამ პაციენტებში მხოლოდ ქირურგიული ჩარევა ან დასხივება არ არის საკმარისი იმიტომ, რომ სიმსივნე ზოგ შემთხვევაში არის არა მხოლოდ ერთ ადგილას ლოკალიზებული, არამედ სხვა ბევრ ადგილას მეტასტაზირებული. ასეთ შემთხვევებში იმუნოთერაპიის ნამდვილიდი იმედი გვაქვს. ახალი ტიპის, გენეტიკურად მოდიფიცირებული A და T ლიმფოციტების მეშვეობით მოხდება მეტასტაზური სიმსივნური უჯრედების გამოვლენა და განადგურება. ზოგადად, იმუნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება და მედიკოსები ამ დარგზე დიდ იმედებს ვამყარებთ" - აცხადებს გურამ კარაზანაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი.


ახალი ტიპის T ლიმფოციტებს გააჩნია რეცეპტორები, რომელიც მხოლოდ დაავადებულ უჯრედს ცნობს, ეჭიდება და ანადგურებს. თუმცა ზუსტად როგორ არჩევს ეს ლიმფოციტები კიბოს უჯრედებს ჯანსაღისგან, ეს ჯერ უცნობია. ბრიტანელი მეცნიერების აღმოჩენაში მთავარი სწორედ ისაა, რომ მოდიფიცირებული სისხლის თეთრი უჯრედები არ დააზიანებენ ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს და მხოლოდ დაავადებულებს, სიმსივნურებს გაანადგურებენ. იმუნოლოგიის მიმართულებით მედიცინა იმდენად შორის მიდის, რომ უახლოეს წლებში შესაძლებელი გახდება სისხლის ანალიზის მეშვეობით დადგინდეს, არის თუ არა ადამიანი სიმსივნით დაავადებული. მოხდება იმუნური უჯრედების ბანკების შექმნაც კი, რომელთა საშუალებითაც მოქალაქეები ერთმანეთს დაეხმარებიან.


გურამ კარაზანაშვილი


ვიდრე ეს სენსაციური მეთოდი პანციენტებამდე მივა და სხვადასხვა ქვეყანის მრავალ კლინიკაში დაინერგება, საკმაოდ გრძელი გზა უნდა განვლოს - თითქმის 4-ეტაპიანი შემოწმება. წინასწარი გათვლებით, ბრიტანელი მეცნიერები ამ ახალ აღმოჩენას მოხალისე ადამიანებზე 2020 წლის ბოლოს გამოცდიან, ხოლო მანამდე ცდებს ცხოველებზე ჩაატარებენ.


"საერთოდ, პრეპარატს დაახლოებით 3-დან 10 წლამდე მაინც სჭირდება, რომ მისი ეფექტურობა სრულად დადგინდეს. რაც მთავარია, უნდა დადგინდეს ნებისმიერი ახალი პრეპარატის უსაფრთხოება, იმიტომ რომ მხოლოდ ეფექტურობა არაა მთავარი, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნებისმიერმა ახალმა პრეპარატმა ან მკურნალობის მეთოდმა დაამტკიცოს, რომ მისი სასარგებლო, სამკურნალო თვისებები აჭარბებს გვერდით მოვლენებს. დღეს უკვე იქმნება ისეთი მიმართულებები და მეთოდიკები, რომ გვერდითი მოვლენები რაც შეიძლება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ხოლო ანტისიმსივნური ეფექტი - საკმაოდ მაღალი." - ამბობს გიორგი ძაგნიძე.


T უჯრედებს ონკოლოგები კიბოს საწინააღმდეგოდ დღესაც იყენებენ. გენური ინჟინერიის სახმარებით კი მას "ასწავლიან", როგორ გაანადგუროს დაავადება, მაგრამ დღესდღეობით ის სიმსივნის ძალიან მცირე ტიპებს მკურნალობს. სინთეტიკური დანამატებით აღჭურვილი T ლიმფოციტები უკვე ძალიან ეფექტურია სისხლის სიმსივნეების მკურნალობისთვის. არის უკვე ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ეფექტურია მელანომის წინააღმდეგაც. მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკემიას უკვე დღეს ძალიან წარმატებით მკურნალობენ ამ მეთოდიკით. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ამ ლიმფოციტებს ახასიათებს ე.წ. "დაღლის სიმპტომი" - თავიდან ისინი ეფექტურად ეკვეთებიან სიმსივნურ უჯრედებს, ხოლო შემდგომ პერიოდებში თითქოს თანდათან "იღლებიან", ნაკლებ ეფექტურები ხდებიან კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში. მეორე მომენტი ისაა, რომ ზოგადად, სიმსივნურ უჯრედებსაც გააჩნიათ გარკვეული "ჭკვიანური ქცევები", იმ კუთხით, რომ ისინი ნიღბავენ თავის თავს და ჩვენ მიერ შემოღებული მეთოდების საწინააღმდეგო გაკვეულ მექანიზმებს რთავენ.


ყველა სახის სიმსივნის განკურნების პრინციპი აღმოჩენილია და უკვე იტესტება


რა იწვევს სიმსივნეს? ამაზე ჯერჯერობით არ არსებობს ჩამოყალიბებული და ზუსტი პასუხი, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ორგანიზმისთვის ნომერ პირველი დარტყმა სტრესია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ გენეტიკა. კვლევებით დასტურდება, რომ კიბოს განვითარება ორგანიზმში, 20%-ით სწორედ გენეტიკაზეა დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიასაც. თუ გვსურს შევამციროთ სიმსივნის რისკი, მაშინ აუცილებელია ყურადღება დაეთმოს ჯანსაღ კვებას და ცხოვრების წესს. რაც მთავარია, ყურადღება უნდა მივაქციოთ სკრინინგს, ვინაიდან დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, სიმსივნური დაავადებებისგან გამოჯანმრთელების შანსი 80%-ს აღწევს.


წყარო: იმედის კვირა - 26 იანვარი, 2020 წელი.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
3962
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
3962
  
2020, 3 თებერვალი, 2:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1