სხვა 5 რამ, რაც კობი ბრაიანტის შესახებ უნდა გვახსოვდეს 2020, 30 იანვარი, 16:35 მთელი მსოფლიო შეძრა კობი ბრაიანტის გარდაცვალების ამბავმა. შვეულმფრენის კატასტროფამ კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მისი შვილის - ჯიანას ჩათვლით. სტატიაში გაგაცნობთ, როგორ მოახერხა კობიმ, რომ სამყარო უკეთესი ადგილი გაეხადა ყველასთვის თავის გარშემო. წარმოგიდგენთ 5 მთავარ ნიშანს, რის გამოც ის მთელ მსოფლიოს ემახსოვრება. ასევე, სტატიის ბოლოს ბონუსს შემოგთავაზებთ.
1. ის სპორტის ლეგენდა იყო.კობი ბრაიანტი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კალათბურთელად მიიჩნევა. მას არაერთი ჯილდო მიუღია, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის ჯილდო და ოლიმპიური ოქროს მედლები.2. მას ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი.სიტყვები საჭირო არ არის, უბრალოდ, ეს ფოტოები ნახეთ:3. ის სხვებს ეხმარებოდა.ამ ტრაგიკულმა ამბავმა რაიან უილიამსს გაახსენა შემთხვევა, როცა ავტოავარიაში მოყვა. კობი თავისი მანქანიდან მის დასახმარებლად გადავიდა. რაიანი იხსენებს, რომ კალათბურთელი ძალიან კეთილად ექცეოდა ყველას.4. ის სხვებისთვის მაგალითს წარმოადგენდა."არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ბურთის თამაში მას შემდეგ დავიწყე, რაც 2010 წელს კობი ვნახე ტელევიზორში. მინდოდა, მისნაირი გავმხდარიყავი".მაიკლ ჯორდანი: "კობის და ჯიანას გარდაცვალების გამო შოკში ვარ. სიტყვები ვერ აღწერს იმ ტკივილს, რასაც ვგრძნობ. მიყვარდა კობი, უმცროსი ძმასავით იყო ჩემთვის. ხშირად ვსაუბრობდით და ძალიან მომენატრება ეს. ის ძლიერი კონკურენტი და არაჩვეულებრივი მამა იყო, ვისაც თავისი ოჯახი ძალიან უყვარდა და ამაყობდა თავისი ქალიშვილის კალათბურთის მიმართ გაჩენილი ინტერესის გამო". "მახსოვს, როგორ მოიყვანა კობიმ თავისი ქალიშვილები WRINKLE IN TIME-ის პრემიერაზე და როგორ ესაუბრებოდა მათ მის მნიშვნელობაზე. ძალიან უყვარდა თავისი გოგონები. მთელი მსოფლიო დამწუხრებულია ამ ამბის გამო". 5. ის თავისი საუბრით სხვებს მოტივაციას აძლევდა.შემოგთავაზებთ მის რამდენიმე ფრაზას: ✹ "ზეწოლა, გამოწვევები და ყველაფერი ნეგატიური ჩემთვის პიროვნულად გაზრდის შესაძლებლობაა". ✹ "როგორც წესი, ვირჩევთ, წარმოვადგენდეთ საშუალო ადამიანს და ვაკეთოთ ნორმალური რაღაცები. მე ნორმალურზე მეტის გაკეთება მინდა". ✹ "მე არაფერი მაქვს საერთო იმ ზარმაც ადამიანებთან, რომლებიც თავიანთ წარუმატებლობაში სხვებს ადანაშაულებენ. ყველაფერი კარგი შეუპოვრობით და შრომისმოყვარეობით მიიღწევა". ✹ "იმ მომენტში, როცა ნებდებით, ვიღაც სხვას აძლევთ გამარჯვების უფლებას". ✹ "როცა ვამბობთ, რომ რაღაცის მიღწევა არ შეიძლება, საკუთარ თავს შეურაცხყოფას ვაყენებთ. ჩემი ტვინი ვერ აიტანს დამარცხებას. ეს ჩემთვის სიკვდილზე უარესია".ბონუსიკობისთვის პატივის მისაგებად არაერთმა ადამიანმა ხელოვნების ნიმუში შექმნა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.კობიმ ერთხელ თქვა: "ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ფარხმალი დაყარო. ნებისმიერ სიტუაციაში წინსვლა უნდა განაგრძო. ერთი ფეხი მეორეს მიაყოლე, გაიღიმე და მალე ამას შეეჩვევი". მოდი, ჩვენც ასე მოვიქცეთ! ასევე დაგაინტერესებთ:1. 15 უცნაური და საინტერესო ფაქტი ცნობილი ადამიანების შესახებ 2. ცნობილი მშობლები და შვილები, რომელთა მსგავსება კოსმოსიდანაც აშკარაა 3. ცნობილები, რომლებიც ფულს იახტებსა და ბრილიანტებზე კი არა, მსოფლიოს გადარჩენაზე ხარჯავენ 286 2-ს მოსწონს
|