x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
გია კვაშილავას შესანიშნავი მოხსენება და 2020 წლის დიდი გეგმები
გია კვაშილავას შესანიშნავი მოხსენება და 2020 წლის დიდი გეგმები


წარმოგიდგენთ ევროპის ლინგვისტური საზოგადოების წევრის, საერთაშორისო ლინგვისტური ასოციაციის წევრის, მათემატიკოს გია კვაშილავას მოხსენებას სახელწოდებით - "პროტოქართველური A კლასის ხაზოვანი და მიკენური ბერძნული B კლასის ხაზოვანი წარწერების შესახებ (მოკლე მიმოხილვა შედეგები)".

ამ თემასთან დაკავშირებით 2020 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.

ამ შესანიშნავი მოხსენების დასრულების შემდგომ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გააკეთა შემდეგი განცხადება: "ქართველებს ერთი რამ გვჭირს - ამ ბოლო დროს ჩვენს წარმატებულ წარსულს რატომღაც ვივიწყებთ და არ გვინდა გავახმიანოთ ის, რაც არის მოცემულობა: ჩვენ უძველესი ცივილიზაციის ერი ვართ. დიახ, ჩვენ შევქმენით ძველი ცივილიზაცია, ცივილიზაციის შემქმნელი ერი ვართ. ეს ფესტოს დისკოც, რომელიც კამათს იწვევს, იმის დასტურია, რომ ჩვენ უძველესი ერი ვართ. დიდი მნიშვნელობა აქვს ამას."


2020 წელს გია კვაშილავას მონაწილეობის მიღება იგეგმება მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომლებიც გაიმართება შემდეგ ქალაქებსა და ქვეყნებში:


1) ბარსელონა, ესპანეთი - 12-15 თებერვალი.

2) ბუდაპეშტი, უნგრეთი - 6-8 მარტი.

3) ბერლინი, გერმანია - 20-22 მარტი.

4) ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი - 27-29 მარტი.

5) ტოკიო, იაპონია - 29 მარტი - 1 აპრილი.

6) ლისაბონი, პორტუგალია - 11-13 აპრილი.

7) ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები - 16-18 აპრილი.

8) ბოსტონი, ამერიკის შეერთებული შტატები - 23-30 აპრილი.

9) ამსტერდამი, ნიდერლანდების სამეფო - 24-26 აპრილი.

10) ვალეტა, მალტა - 30 აპრილი - 2 მაისი.

11) პრაღა, ჩეხეთი - 15-17 მაისი.

12) ბიბრალტარი - 27-30 მაისი.

13) ლონდონი, დიდი ბრიტანეთი - 30 მაისი - 5 ივნისი.

14) მადრიდი, ესპანეთი - 5-7 ივნისი.

15) ვაშინგტონი, აშშ. - 9-11 ივნისი.

16) სეული, სამხრეთ კორეა - 17-19 ივნისი.

17) ვენა, ავსტრია - 19-22 ივნისი.

18) მეხიკო, მექსიკა - 24-26 ივნისი.

19) რომი, იტალია - 2-3 ივლისი.

20) პარიზი, საფრანგეთი - 21-23 ივლისი.

21) მონრეალი, კანადა - 4-5 აგვისტო.

22) გრონინგენი, ნიდერლანდები - 9-14 აგვისტო.

23) მილანი, იტალია - 24-28 აგვისტო.

24) ათენი, საბერძნეთი - 2-5 სექტემბერი.


ეს წელი ბატონი გია კვაშილავასთვის უკვე ძალიან დიდი წარმატებებით დაიწყო. იგი ევროპის ლინგვისტური საზოგადოების წევრი ოფიციალურად გახდა 2020 წლის 16 იანვარს. ამ უმაღლესი აკადემიური ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი, 1966 წელს გახდა ცნობილი ფრანგი ლინგვისტი ანდრე მარტინე, ხოლო 1986 წელს ევროპის ლინგვისტური საზოგადოების 21-ე პრეზიდენტად არჩეულ იქნა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, რომელმაც გია კვაშილავას ნაშრომების გაცნობის შემდგომ ასეთი რამ განაცხადა: "დღეს უნიკალური შანსი გვეძლევა ქართული კულტურის მსოფლიოში გაცხადებისა და დემონსტრირების და ეს შესაძლებლობა ღირსეულად უნდა გამოვიყენოთ". სწორედ თამაზ გამყრელიძის 90 წლის იუბილეს მიუძღვნა აღნიშნული მოხსენება ბატონმა გია კვაშილავამ:





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
185
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
185
  
2020, 26 იანვარი, 21:19
"მსოფლიო ლინგვისტთა კონგრესზე დასაშვებად მოხსენება 9 საფეხურს გადის, ტექსტი დანომრილია, არავინ იცის, ვინ ვის მოხსენებას კითხულობს და ამოწმებს,იქ მოხსენების დაშვება უკვე ნიშნავს აქტიური ჰიპოტეზიდან დასადასტურებელი თეორიის ფაზაზე გადასვლას. გარდა ამისა--ბატონი გია არ არის პიონერი ამ საქმეში--ეს საქმე გერმანელებმა დაიწყეს ქართველური ენების შესწავლით(ეს ტერმინი მათი შემოღებულია) და მათ თავიდანვე გამოთქვეს ვარაუდი მინოური სამყაროს იბერიულთან ნათესაობის შესახებ(ის, რომ ფესტოს დისკო არ ეკუთვნოდა არც ინდოევროპულ, არც სემიტურ, არც ქამიტურ, არც ურალურ-ალთაურ ენათა სისტემებს, ამაზე თავიდანვე ერთხმად თანხმდებოდა ყველა დიდი ინგვისტი და, ზოგადად, ლინგვისტთა სკოლა).გამყრელიძე-მაჭავარიანის ფუძემდებლური ნაშრომი(რომელიც აკადემიურ, ფუძემდებლურ ნაშრომად არის მიჩნეული მსოფლიო მასშტაბით ლინგვისტიკაში) , სადაც შესწავლილია და გამოვლენილია ქართველური ენების სტრუქტურა და ძირითადი მახასიათებელები, ქართველური ენების მიმართება სხვა ენათა სისტემებთან--ასევე საფუძვლად დაედო გია კვაშილავას ნაშრომს, რომელმაც თავისი გენიალური აღმოჩენით დაასრულა ეს პროცესი. ის, რომ ბილინგვის გარეშე არ შეიძლება ენის გაშიფვრა, ეს დიდი შეცდომაა. ბილინგვის მეშვეობით მხოლოდ ეგვიპტური იეროგლიფები ამოხსნეს. ზოგადად, ენათა სისტემები , ფაქტიურად, მათემატიკური სისტემებია. ეს აადვილებს ერთი მეცნიერის მიერ მიგნებული ალგორითმის მეცნიერთა სხვა წრეებისთვის ხელმისაწვდომობასა და გაგებას. საქმეს აადვილებს ისიც, რომ მსოფლიო ლინგვისტთა საზოგადოება შეთანხმებულია კვლევის ერთიან მეთოდზე--ეს განპირობებულია სწორედ ენათა სისტემების მათემატიკური ბუნებით და ზოგადი კანონზომიერებების არსებობით." სოფიკო სოხაძე
0 1 1