სიახლეები მამაკაცმა შეყვარებულს მანქანა ჩუმად გაუყიდა და აღებული ფულით საჩუქრები უყიდა 2020, 23 იანვარი, 12:58 რიაზანის(რუსეთი) პოლიციამ გამოავლინა მანქანის ქურდობა, რომელიც ჩადენილი იყო სიყვარულისა და ალკოჰოლის სახელით.იუწყება გამოცემა RG.RU 32 წლის ახალგაზრდა ქალმა მიიღო შეტყობინება საჯარიმო ავტოსადგომიდან, სადაც ავარიის შემდეგ გადაიყვანეს მისი ავტომობილი ვაზ-2101, რომელიც მას მემკვიდრეობით მშობლებისგან ერგო. ეს ამბავი ქალბატონისთვის ძალზე გასაკვირი იყო, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ავტომანქანა წლებია ავტოფარეხშია ჩაკეტილი. ამ ამბით გაოცებულმა ქალმა სიტუაციის გასარკვევად პოლიციას მიმართა. უბნის ინსპექტორმა შეამოწმა ავტოფარეხი, ავტომობილი იქ არ აღმოჩნდა, ასევე ვერც საკეტის გატეხვის ნიშნები აღმოაჩინა. ამის შემდეგ საქმეში გამომძიებელი ჩაერთო, იპოვნეს ადამიანი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა ვაზ-2101-ით, მან განაცხადა, რომ ავტომობილი ნაცნობისგან შეიძინა. მალე პოლციამ მოძებნა ავტომობილის გამყიდველი, იგი აღმოჩნდა 31 წლის მამაკაცი, ახალგაზრდა ქალის კავალერი, (მანამდე, სხვათა შორის, მიგრაციის სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის იყო დაკავებული) მათ შორის რომანი არც თუ დიდი ხნის წინ დაიწყო, მამაკაცი მუდმივად უფულობას განიცდიდა, ხოლო მისმა საყვარელმა უამბო მისგან მემკვიდრეობით მიღებული მანქანის შესახებ, რომელიც გარაჟში იდგა. "ჯენტლმენმა" არც აცია, არც აცხელა, შეყვარებულს მოპარა გარაჟის გასაღები, გამოიყვანა მანქანა და ნაცნობს მიყიდა, აღებული ფულით კი ქალს საჩუქრები უყიდა, თავისთვის კი ალკოჰოლი. ამის შემდეგ მამაკაცმა გარაჟი ჩაკეტა და გასაღები შეუმჩნევლად ისევ ადგილზე დადო, იმის იმედით, რომ მანქანის დაკარგვას დიდხანს ვერავინ გაიგებდა. იხილეთ ავტორის სხვა სტატიები655 4-ს მოსწონს
|