სხვა ძალიან სახალისო არქიტექტურული ,,შედევრები" (ნაწილი 7) 2020, 23 იანვარი, 1:04 ვაგრძელებთ სტატიების სერიას “ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" და გთავაზობთ მორიგ იუმორით სავსე ფოტოებსა და მათზე კომენტარებს. იმედია, ბევრს იხალისებთ, მაშ ასე, დავიწყოთ: ამ ჭაღის პატრონი, როგორც ჩანს, ძალიან შეყვარებულია მამაკაცის სასქესო ორგანოზე. არავის გაუკვირდება, ალბათ, თუ აღმოჩნდება, რომ განსაკუთრებულ სიამოვნებას მას ამ ჭაღის გაწმენდა ანიჭებს.
აი, ამ კიბეების ავტორი კი სიფაფუკის მოყვარულია. გასაკვირი არ იქნება, თუ სტილისტია, რომელიც ყველა მოჭრილ თმის ღერს სახლში მიარბენინებს, რათა ამ კი ეს უფრო მეტი სილამაზე შემატოს. ვიღაც “ძალიან ზრუნავს" ბავშვებზე, ან მართლა ზრუნავს, ოღონდ ძალიან დაბალ ან ძალიან მოხერხებულ ბავშვებზე.
ამ ფოტოზე დიდხანს ვიფიქრე, რეალური იყო თუ ფოტოშოპი, მაგრამ ბოლოს იმას მივხვდი, რომ მალე ასეთ შენობებს ჩვენს დედაქალაქშიც ვიხილავთ, როდესაც სტანდარტული კორპუსების ადგილი აღარ დარჩება და უკვე არსებულ შენობებს შორის დარჩენილ რამდენიმე სანტიმეტრიან ადგილს ასე ამოავსებენ. გზას აცდენილი ონკანი ან ნიჟარა, გააჩნია, რომელი გაკეთდა ბოლო. უცნაური პანდუსი ინვალიდებისათვის. როგორც ჩანს, ამ ადგილის სტუმარმა სპეციალური მომზადება უნდა გაიაროს მასზე ასასვლელად, ან იქნებ მხოლოდ ჩამოსასვლელია?! ფაქტი ერთია, სრულიად ჯანმრთელ და ნავარჯიშევ ადამიანსაც კი გაუჭირდება აქ ასვლაცა და იქიდან ჩამოსვლაც. ეს კი, ვფიქრობ, ყველაზე სახალისო ფოტოა. ინგლისური ენის არმცოდნეთათვის, განვმარტავ, რომ შენობაზე არის წარწერა “დაგეგმვის დეპარტამენტი" . ეტყობათ, რომ თავისი საქმის “ნამდვილი პროფესიონალები " არიან. ამ ფარის დამმონტაჟებელი კი ძალიან დარწმუნებულია საკუთარ მიზანში.
გაგრძელება იქნება, მანამდე კი იხილეთ წინა სტატიები: ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ბევრი კურიოზული ფოტო) ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 2) ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ნაწილი 3) ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 4)
ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედე
803 3-ს მოსწონს
|