x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩეჩნეთში ლგბტ გოგონას სექსუალური ორიენტაციის გამო "ჯინის"გამოშვების რიტუალი ჩაუტარეს
image

22 წლის ჩეჩენმა გოგონამ ამინატ ლორსანოვამ მიმართა რუსეთის საგამძიებლო კომიტეტეს საჩივრით ახლო ნათესავების წინააღმდეგ.გოგონამ ლგბტ საზოგადოების დახმარებით შეძლო საცხოვრებლი ადგილის დატოვება.


როგორც გოგონა ირწმუნება, გროზნოში მას ორჯერ ჩაუტარეს რიტუალი "სხეულში ჩაბუდებული "ჯინის" გამოსაშვებად.კერძოდ მამამისი ყურანს კითხულობდა და თან ჯოხით სცემდა, ამის გარდა ამინატი 2018 წელს 25 დღით მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო.


გოგონამ ლგბტ თემის დახმარებით შეძლო ჩეჩნეთის დატოვება.ამა წლის 21 იანვარს კი სამართალდამცავებს მიმართა საჩივრით ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და მორალური ძალადობის გამო.



მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა ნაციონალური პოლიტიკის, კავშირგაბმულობის, ბეჭვდითი და ინფორმატიკის მინისტრმა ჯამბულატ უვაროვმა, მან 360¤ სთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს არის მედიაში და ინტერნეტში "ძალად შეგდებული"თემა, რომ ლგბტ- საზოგადოებამ "არ მოიწყინოს";მიმართულია ჩეჩნეთის წინააღმდეგ, თითქოსდა აქ სუფევს "შუა საუკუნების ესპანური" ინკვიზიცია და დასძინა, რომ მსგავსი გამოწვევები ჩეჩნეთისთვის სენსაცია აღარაა.

image



1
229
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
229
  
2020, 22 იანვარი, 16:41
ფსიქოპათების გასაგონად ვამბობ - სექსუალური ორიენტაციის "მკურნალობა" ბლეფია, არ გამოვა...
მაგრამ გაიგებენ როო ?! სამწუხაროდ ვერც ფსიქოპათების მორჩენის გზებს მიაკვლია კაცობრიობამ )))
0 1 1