ფსიქოლოგია რა არის "მერილინ მონროს სინდრომი"? - ზოგიერთმა ქალმა შეიძლება საკუთარი თავი ამოიცნოს 2024, 17 დეკემბერი, 13:59 როგორ გაჩნდა მისი სახელობის - მერილინ მონროს სინდრომი? რატომ დაარქვეს სინდრომს ცნობილი ქერა ლამაზმანის სახელი? იმიტომ, რომ მისი საჯარო ცხოვრება შორს იყო ნიღბების მიღმა დამალული ცხოვრებისგან. საკუთარ თავში დაუჯერებულობა, არასოციალურობა, დეპრესია და შიშებისკენ მიდრეკილება - ეს ყველაფერი აწუხებდა მერილინს მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში. სანამ ის იღიმებოდა და კეკლუცობდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ გოგონამ გადაიტანა ალკოჰოლიზმი და მშობლების ღალატი, სხვადასხვა ადამიანების მიერ შვილად აყვანა და ძალადობა მამინაცვლის მხრიდან. მონროს უბრალოდ არ ესმოდა, როგორ უნდა იყო ბედნიერი, ამიტომ მის თავში ჩამოყალიბდა ფორმულირება : „მე სიყვარულის ღირსი არ ვარ“. მსახიობი ცდილობდა დაემსახურებინა სიყვარული, როგორც შეეძლო, მაგრამ სამყაროში ნებისმიერ „სიკეთეს“ ტანჯვა და ტკივილები ანაცვლებდა. ![]() ამიტომ მერილინ მონროს სინდრომი არის სულიერი მდგომარეობა, რა დროსაც ქალი უარყოფს, არ უყვარს და არ აფასებს საკუთარ თავს. ამ სინდრომის მქონე ადამიანები დარწმუნებულნი არიან საკუთარ უღირსობაში და წარუმატებლობაში. ისინი განიცდიან დაბალი თვითშეფასებას და არ შეუძლიათ პირადი საზღვრების დაცვა. მერილინ მონროს სინდრომი არ არის წერტილოვანი პრობლემა. ეს გავლენას ახდენს ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროზე, მაგრამ ყველაზე მეტად მოქმედებს პირად ცხოვრებაზე. შეუფერებელი პარტნიორები, თანადამოკიდებულება, საკუთარი თავისადმი იმედგაცრუება და თვითგანადგურება - ეს არის ის, რაც დადევს ქალს სასიყვარულო ურთიერთობაში და მნიშვნელობა არა აქვს, საყოველთაოდ ცნობილი ვარსკვლავია(როგორც მერილინ მონრო) თუ რიგითი დიასახლისი. 174 1-ს მოსწონს
|