ფსიქოლოგია 4 მიზეზი, თუ რატომ ეშინიათ მამაკაცებს ლამაზ ქალებთან ურთიერთობის დაწყება 2023, 6 ივნისი, 16:57
თუ ფიქრობთ, რომ ასეთი სტერეოტიპი დიდი ხნის წინ იყო, მაშინ ცდებით. გარშემო ჯერ კიდევ ბევრი ძალიან ლამაზი და მარტოსული ქალია, თუმცა მამაკაცების უმეტესობას უჭირს ლამაზ ქალებთან დაახლოება.
ერთი შეხედვით, რაც უფრო ლამაზია ქალი, მით მეტი თაყვანისმცემელი და მდევნელი უნდა ჰყავდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, სიტუაცია ხშირად საპირისპიროა. მაშინ, როცა ყველაზე ჩვეულებრივი საშუალო გარეგნობის გოგოები ქორწინდებიან ან უბრალოდ ბედნიერები არიან ურთიერთობაში, ლამაზმანები განიცდიან მარტოობას. თუ კონკრეტულად რა უბიძგებს მამაკაცებს მოერიდონ ასეთ ქალებს, მოგვითხრობს ფსიქოლოგი. 1.კონკურენცია ქვეცნობიერად ჩნდება მამაკაცებში სხვა კავალერებთან მწვავე კონკურენციის შეგრძნება. მიმზიდველი ქალები ხშირად იწვევენ ბიჭებში გარდაუვალი ბრძოლის ძლიერ გრძნობას, ისევე როგორც პირველყოფილ დროში. "ძალიან ლამაზი ქალის დანახვაზე, ადეკვატური თვითშეფასების მქონე მამაკაცს შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ რადგან ძალზე ლამაზია, მას უკვე ბევრი ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის სექსშიც. ის დარწმუნებულია. რომ მის უკან უკვე დგას თაყვანისმცემელთა რიგი, რომლებიც ჩუქნიან საჩუქრებს, დაყავთ რესტორნებში და აქვთ იმის საშუალებაც, წაიყვანონ დასასვენებლად. ამიტომ, თუ კაცს არ აქვს ძალიან სქელი საფულე, ის ფიქრობს, რომ მასთან ურთიერთობის დაწების მცდელობას აზრი არა აქვს“, - განმარტავს ექსპერტი. 2. შიში იმისა, რომ ვერ იქნება ღირსეული წინა შიშს ავტომატურად მოყვება კიდევ ერთი შიში. თუ გოგონა ლამაზია, შესაბამისად, მამაკაცი უნდა შეესაბამებოდეს მას. ეს ეხება როგორც გარეგნობას, ასევე ფინანსურ მდგომარეობას. ამის გამო ჯენტლმენების უმეტესობა გაურბის ლამაზ ქალბატონებს, მიაჩნიათ, რომ „ჩვეულებრივ“ ქალთან უფრო ადვილი იქნება ურთიერთობის აწყობა. ანუ დიდი მოთხოვნების გარეშე. 3. მამაკაცის დაბალი თვითშეფასება ასევე, მიმზიდველი ქალების მარტოობის საერთო მიზეზი თავად მამაკაცების საკუთარი თავის მიმართ არასრულფასოვნების შეგრძნებაა. ყოველივე ამის შემდეგ, იმისთვის, რომ გაბედო ლამაზ გოგოსთან მიახლოება, უნდა იყო ძალიან დარწმუნებული საკუთარ თავში და მინიმუმ რაიმეთი უნდა გამოირჩეოდე. რატომ არ გააჩნია თუნდაც 30 წლამდე მამაკაცს მაღალი თვითშეფასება? მათ არ უკავიათ მაღალი თანამდებობა, არ მართავენ ძვირადღირებულ მანქანებს და არ აქვთ საკუთარი ბინა. მათ თავში ყოველთვის ტრიალებს აზრი, რომ ლამაზმანის გვერდით არის ზრდასრული და მდიდარი ბოიფრენდი, რომელსაც აქვს ყველაფერი და შეუძლია ძვირადღირებული ქალის "ყიდვა." 4. უკუგდების შიში და, რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილებს რომ თავი დავანებოთ, არსებობს ყველაზე ბანალური მიზეზი - უკუგდების შიში. „მამაკაცმა შეიძლება უბრალოდ ვერ გაბედოს ლამაზ ქალთან მიახლოება, რადგან წინასწარ ექნება იმის შიში, რომ ის უარით გაისტუმრებს“. და აქვე ექსპერტი აღნიშნავს, რომ არ არის იმის შესაძლებლობა განსაკუთრებული სტატუსით ან თუნდაც კარგი ხელფასით მოეწონოთ გოგონას. „ძალიან ლამაზ და გამორჩეულ, ელვარე გოგოებს ძირითადად დაქორწინებული და ზრდასრული მამაკაცები იზიდავთ, რადგან მათ უკვე აქვთ სოციალური სტატუსი და ფინანსები. თუმცა ფსიქოლოგის თქმით ლამაზი ქალის მარტოობის მიზეზი მარტო ეს არ არის, რაღაცეები საკუთარ თავშიდაც უნდა შეცვალოს. ხდება ისეც, რომ ქალი არასწორ წრეში „ტრიალებს“. თუ ქალბატონი დიდი ხანია ეძებს პრინცს, მაგრამ ვერანაირად ვერ პოულობს, ფსიქოლოგი გვირჩევს გააფართოვოს ნაცნობების სოციალური წრე და მუდმივად იყოს კომუნიკაციაში. მაშინ გაიზრდება ძვირფასი პრინცის პოვნის ალბათობა, რადგან საერთო საქმეები ყოველთვის აერთიანებს ადამიანებს. 433 3-ს მოსწონს
|