x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"როგორ აკადრა ამ ბო**აო, კარგი ქალი რომ ყოფილიყო, მშობლები კი არ გამოაგდებდნენ სახლიდანო"-მაია ცირამუა

imageფსიქოლოგი მაია ცირამუა თბილისში მომხდარ ფემიციდის ფაქტებს სოციალურ ქსელით ეხმაურება და სავარაუდო სცენარს წარმოგვიდგენს, თუ რას ლაპარაკობდა საზოგადოება მანამდე მსხვერპლ ქალზე.


„როგორ აკადრა ეს ამ ბოზმაო. სხვის ნაბუშარს აზრდევინებდა და ციხეში როგორ ჩაასმევინაო; ციხიდან გამოსულს რაღას ერჩოდა, რატომ შეჰკივლა შიშით მის დანახვაზე და ბავშვიც დაზაფრა, გამზრდელი მამა როგორ შეაძულაო; კარგი ქალი რომ ყოფილიყო, მშობლები კი არ გამოაგდებდნენ სახლიდანო; წესიერ ქალს ქმარი როგორ სცემდაო, ალბათ თავის კაი-ქალობას არ იშლიდაო, ეტყობა ჭკუიდან გადაიყვანა ეს უენო კაციო; ღირსი იყო და მოკლაო.... ღირსი იყო და მოკლაო.... ღირსი იყო და მოკლაო.... რას აღარ ლაპარაკობდნენ ქალაქში. სინამდვილეში ხალხი ხოცავს ამ ქალებს. ქმარი კი დაქირავებული მკვლელიაო – ფიქრობდა ლორა. p.s. ეს, არცერთ კონკრეტულ, ფემიციდის მსხვერპლ ქალზე არ დამიწერია. უბრალოდ, ასე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი“, - წერს ცირამუა.

image

მაია ცირამუამ დაიწუნა განათლების სამინისტროს ინიციატივა, პირველ კლასელებში სავალდებულო ჭადრაკის სწავლის შესახებ. თუ რატომ, მან სოციალურ ქსელში განმარტა:


"ჭადრაკი კი არა, ბავშვს, სწავლის საწყის საფეხურზე, სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება - ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა - მთლად საოცრებაა ! კარგია მუსიკალურ საკრავებთან შეხებაც. რაც უფრო მეტი რამე “გამოსდის ხელიდან”, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი, იზრდება თვითეფექტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა, იძერწება ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი, ვითარდება ფანტაზია, ბავშვი სწავლობს ყოფნას - პროცესზე ორიენტირებას … ჩემი შვილი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს! უნდა სხვებს აჯობოს! წარმატება, წარმატება, წარმატება და ა. შ - ამ მიდგომით ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც ამდენი ტვირთისგან დაღლილები, დემოტივირებულები, სულ შედეგზე ფიქრით მუდმივად მშფოთვარენი, მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როცა ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ."
0
393
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0