x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3 ფილმი, რომლებმაც ისტორიკოსების მოწონება დაიმსახურა
image


ისტორიული ფილმების რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ეკრანებზე გადის, დიდია. ყოველი ასეთი ფილმი – მაყურებლისთვის გარკვეული აზრის და იდეების გადაცემის და იმ ეპოქის ჩვენების მცდელობაა, რომელშიც სიუჟეტი ვითარდებოდა.

ხშირად, ეს მცდელობა წარუმატებელია და ასეთ ფილმებს, მხოლოდ მაყურებელი კი არა, ისტორიკოსებიც აკრიტიკებენ. თუმცა, ისეთი ფილმებიც არის, რომლებიც მაყურებლის მოწონებასაც იმსახურებს და არც ისტორიკოსები ატარებენ მას კრიტიკის ქარ–ცეცხლში.

აქ სწორედ, ასეთი ფილმების საუკეთესო სამეულს წარმოგიდგენთ:


«ჯონსის თავისუფალი შტატი»image


ფილმში მოთხრობილია აშშ–ს სამოქალაქო ომის შესახებ. სიუჟეტის მიხედვით, ღარიბი ფერმერი ნიუტონ ნაითი, მორიგი უაზრო ხოცვა–ჟლეტის შემდეგ, სამხრეთის არმიას ტოვებს, რადგან მონათმფლობელების ინტერესების დაცვით დაიღალა... ეს ომი – მისი ომი არ არის. აღმოჩნდა, რომ ნაითის მსგავსად, სხვებიც ფიქრობდნენ. მან თანამოაზრეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი შექმნა და საკუთარი ომი დაიწყო, თავხედი და ქედმაღალი სამხრეთელი ბატონების წინააღმდეგ.


image


და მიუხედავად იმისა, რომ ფილმთან დაკავშირებით ბევრი პრეტენზიაა, როგორც დეტალებში, ისე მოვლენების თანმიმდევრულობაში – «ჯონსის თავისუფალ შტატს» ბევრი ღირსებაც გააჩნია: საკმარისად ავთენტური დეკორაცია, პეიზაჟები და ყველაზე მნიშვნელოვანი – პოლიტიკური სიტუაციის სწორი აღწერა, რიგითი ამერიკელის თვალსაზრისით. ყოველივე ამან, ისტორიკოსები აიძულა, რომ ფილმი დადებითად შეეფასებინათ.


«მონღოლი»image


ეს ჩინგიზ-ყაენის – წარსულში ყველაზე ძლიერი დამპყრობლის, ჩამოყალიბების ისტორიაა.



image


ფილმი გერმანიის, ყაზახეთის და რუსეთის კინემატოგრაფისტების ერთობლივი ნამუშევარია. ნომინირებული იყო «ოსკარზე», ყაზახეთიდან – «საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის» კატეგორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ზოგიერთი მოვლენა მოგონილია და ეფექტებიც არის დამატებული, ისტორიკოსები მას მაინც აქებენ, ეპოქის და იმ ხალხების ავთენტური ასახვისთვის, რომლებსაც ჩინგიზ-ყაენი, საკუთარი ცხოვრების გზაზე ხვდებოდა.


«ქარწაღებულნი»image


ეს არის ლეგენდად ქცეული ისტორია, სკარლეტ ო’ჰარას შესახებ, რომლის თვალწინ, მისი საოცარი, ლამაზი და მოზომილი სამყარო, ომის შავმა ნისლმა შთანთქა... და სკარლეტი, რომელმაც სამოქალაქო ომის ქარ–ცეცხლში მთელი თავისი წარსული ცხოვრება დაიკარგა, თავის სიცოცხლის მოყვარე და ცქვიტ ბუნებაში, ცხოვრების გაგრძელების და წინსვლის ძალას პოულობს.


image


წარმოუდგენლად ლამაზი ისტორიული ფილმი, მარგარეტ მიტჩელის ლეგენდარული რომანის მიხედვით, ჯერ კიდევ 1939 წელს გადაიღეს. მართალია, ფილმში ისტორიული უზუსტობები და შეცდომებიც კი არის, მიუხედავად ამისა, ეპოქის ნათელი და დეტალური სურათი, გულგრილს არავის ტოვებს, მათ შორის, არც ისტორიკოსებს. შეიძლება ითქვას, რომ «ქარწაღებულნი», საზოგადოების იმ მხარეზეა მოგვითხრობს, რომელიც არ არის ნაჩვენები «ჯონსის თავისუფალ შტატში» და ეს ორი ფილმი ერთმანეთს ავსებს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "ასტერიქსი და ობელიქსი ცეზარის წინააღმდეგ" – ფილმის მსახიობები დღეს

* ჰაკერმა ვატიკანის არქივში "შეაღწია" და კაცობრიობის რეალური ისტორიის შესახებ, ინფორმაცია მოიპოვა

* საიდუმლო ინფორმაცია პენტაგონიდან, რომელმაც სოციალურ ქსელში "გაჟონა" – უცნაური არტეფაქტის ისტორია



1
142
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
142
  
2023, 4 ივნისი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1