საზოგადოება ჩემმა შვილებმა კომპიუტერული თამაშების თამაში თავად შეწყვიტეს: ახალი მეთოდი დამეხმარა 2020, 18 იანვარი, 11:39 ერთმა იაპონელმა მოქალაქემ „ტვიტერში“ მოქმედების გეგმა გამოაქვეყნა, თუ ბავშვებს კომპიუტერის თამაში როგორ გადავაჩვიოთ. რეკომენდაციები რამდენიმე პუნქტს მოიცავს, მაგრამ ეს სათანადო ეფექტს იძლევა. ამ წესების დაცვა პრაქტიკულად თითოეული ახალგაზრდა გეიმერის ცნობიერებას შეცვლის.
აქტუალური პრობლემა თუ ბავშვები ვიდეოთამაშებს ძალიან ბევრ დროს უთმობენ და მშობლებს ამ საქმიანობიდან მათი მოწყვეტა უჭირთ, ოჯახში სკანდალები და სერიოზული კამათი ხდება. ხშირად დამნაშავეები ძალიან მკაცრად ისჯებიან, რაც ოჯახის შიდა ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. სიტუაცია ნელ-ნელა და უმტკივნეულოდ უნდა გამოსწორდეს. იაპონელი, რომელმაც რეკომენდაციები გამოაქვეყნა, მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვის პოზიცია დაიკავონ და თამაშების სამყარო ისეთივე სერიოზულობით აღიქვან, როგორც სახლის საქმეების შესრულება და სწავლა. მაგალითად, გოგომ ან ბიჭმა მისიებში საუკეთესო შედეგი უნდა აჩვენონ. გადაწყვეტილება კომპიუტერულმა თამაშებმა ბავშვებში გაღიზიანება რომ გამოიწვიოს, მშობლებმა მოქმედების შემდეგი ალგორითმი უნდა შეიმუშაონ: 1. წაახალისეთ, რომ თამაშის მისიები მაქსიმალური ძალისხმევით შეასრულონ. 2. ფიქსირებული მიღწევებისთვის მიზნები განსაზღვრეთ. 3. პროგრესის განსაზღვრაში საკუთარი თავი მთავარ პიროვნებად გამოაცხადეთ. 4. ბავშვებს თამაშში მცირე მიღწევების გამო ეჩხუბეთ და მუდმივად დაუკმაყოფილებელი შედეგების მიზეზების ახსნა მოსთხოვეთ. 5. ბავშვებს აიძულეთ პირობა მოგცეთ, რომ ისინი დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევენ. 6. მათი თამაშის სტილში მუდმივად ჩაერიეთ. რეაქცია ინტერნეტში იაპონელის რეკომენდაციებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მის პოსტს 135 000 მოწონება და 45 000 არ მოწონება ჰქონდა. საზოგადოება ორ ბანაკად გაიყო: ზოგი შემოთავაზებულ რეკომენდაციებს ეთანხმებოდა, ზოგი კი არა. პირველნი დარწმუნებულნი არიან, რომ სერიოზული ეფექტი ექნება, თუ თამაშის დროს მამა შვილის ზურგს უკან იქნება და სუსტი მაჩვენებლების გამო ეჩხუბება ან სიზუსტის სუსტი პროცენტის გამო დასცინებს. მეორე ჯგუფს ეჭვი ეპარება, რომ ასეთი მეთოდი მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას მხოლოდ გააფუჭებს. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ კომპიუტერის კაბელი როზეტიდან გამორთოთ. ასევე დაგაინტერესებთ: ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე? შპარგალკა მშობლებისთვის! აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ზარმაცი მონსტრი არ გაზარდოთ 10 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი 12 წლამდე ბავშვებს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს 3 წლის შემდეგ უკვე გვიანი იქნება - რჩევები ბავშვის აღსაზრდელად იაპონელი მასწავლებლისგან მშობლებმა ბავშვი ბებიასთან თანმხლების გარეშე გაგზავნეს. მატარებელში ჩაჯდომამდე მამამ ჯიბეში წერილი ჩაუდო 7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“ 670 1-ს მოსწონს |