x
image
Yoona
Mediator image
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
ეს ჰოროსკოპი არ ეხებათ ახალგაზრდებს, რომლებიც რომანტიული ურთიერთობის გზას ახლა დაადგნენ. აქ, საქმე ეხება სერიოზულ თემებს, როგორიცაა ოჯახური ცხოვრება და მამობა. ასტროლოგიური დახასიათება ადამიანზე ბევრ რამეს გვეუბნება. ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გელოდებათ მასთან?

image

ვერძი

კარგი თანამეგზური, მოსიყვარულე ქმარი და მამა. თუ ვერძი ქორწინებაში ბედნიერია, ის ოჯახის მფარველი, მოსიყვარულე და ერთგული ქმარი, ბავშვებისთვის ნამდვილი მეგობარი გახდება. სტაბილურობა დიდწილად ქალზეა დამოკიდებული, რომელსაც ქმრისთვის თითქმის ყველა საქმეში „მმართველობის“ ნებართვის მიცემა მოუწევს. ფეთქებადი, გაუზრდელი და მუდმივად მოწინააღმდეგე ცოლი ვერძს წყობილებიდან გამოიყვანს. ამ შემთხვევაში კონფლიქტების თავიდან არიდებას ვერ შეძლებთ.


ვერძი შესანიშნავი მამაა. ასეთ მამასთან ბავშვი არასდროს მოიწყენს. ის აუცილებლად აქტიურ ღონისძიებებს დაგეგმავს. როცა ბავშვები წამოიზრდებიან, დანამდვილებით იტყვიან: „მე შესანიშნავი ბავშვობა მქონდა“.

image

კურო

კურო შესანიშნავი მეოჯახე და ერთგული ქმარია. ყვირილი და ჩხუბი არ უყვარს. მომთმენი და დამყოლია. კომფორტული და გემრიელად ჭამა უყვარს. ყველა საშინაო საქმის ცოლისთვის გადაბარება მის წესებში არაა. კურო გამორჩეულად მესაკუთრეა. ტყუილს, ცოლის გვერდზე რომანებს და მცირე ფლირტსაც კი ვერ აიტანს. ცოლ-ქმრული ღალატი მათ ქორწინებას უბრალოდ გაანადგურებს.

კურო ნაზი მშობელია. საკუთარ შვილებზე თბილად ზრუნავს, არ ბრაზდება, არ ყვირის, არ ეჩხუბება და ანცობისთვის არ სჯის. განქორწინების შემთხვევაში ბავშვები ყოველთვის ახსოვს და მათ ცხოვრებაში მონაწილეობას აქტიურად ღებულობს. ბუნებით შრომისმოყვარეა და ადრეული წლებიდან ბავშვებს შრომითი განათლების და ჯანსაღი კარიერული ამბიციის უნარებს ასწავლის.

image

ტყუპები

განწყობის და ცხოვრების მიმართ ზედაპირული დამოკიდებულების მქონე ადამიანია. ეს ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებას და მის პირად ცხოვრებასაც ეხება. ადრეული წლებიდან არათანმიმდევრულია, ზრდასრულ ასაკში ხშირად განქორწინებით ამთავრებენ. ტყუპებთან რომ იცხოვროთ, ყოველდღე სხვადასხვანაირი უნდა იყოთ. ბევრ ქალს ეს გამოსდის.

მამად გახდომის შემდეგ პასუხისმგებლობას გრძნობს. ცდილობს ბავშვს სწორი აღზრდა მისცეს: ჯანსაღი კერძები, ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება, კულტურული განათლება. ეს მამა ბავშვის ცნობისმოყვარეობას ხელს უწყობს და მისი გამჭრიახობით ბედნიერია. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვების მიმართ სულ უფრო მომთხოვნი ხდება.

image

კირჩხიბი

ეს მიმზიდველი და ძალიან იდუმალებით მოცული ადამიანია, რომლის ქცევა გარემოებებზე არის დამოკიდებული. უფრო ახლოს გაცნობის შემთხვევაში დაინახავთ, რომ მას რჩეულის მიმართ ბევრი მოთხოვნები აქვს. ის გაუგებს ქალებს, რომელთაც ხმაურიანი წვეულებები არ უყვარს და დაქალებთან ხშირად არ დარბის. ბუნებით სახლში ყოფნის მოყვარულია. კირჩხიბი გაბრაზდება, როცა მეუღლე მასთან დარჩენას საზოგადოებაში ყოფნას არჩევს.

როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, კირჩხიბს დედის ფუნქციების შეთვისების არ რცხვენია. ის ჩვილს ადვილად უმკლავდება. შეიძლება აღზრდის პროცესით საკმაოდ გატაცებული იყოს. უფრო წამოზრდილ ბავშვთან ამ ნიადაგით კონფლიქტია მოსალოდნელი, რადგან მკაცრ ჩარჩოებში თავისუფლების შეზღუდვა არავის მოსწონს.

image

ლომი

ეს მამაკაცი ეცდება რჩეული დაიცვას და ყველა საჭირო პირობით უზრუნველყოს. ძალაუფლება, ამბიცია და სიამაყე, რომელსაც შეყვარებულების პერიოდში მალავს, საკუთარ თავს ნელ-ნელა ავლენს. ოჯახურ ცხოვრებაში ლომი მშვიდი და კეთილია. სინაზით, მოფერებით და სიკეთით მის მართვას შეძლებთ.

ვერ ვიტყვით, რომ ლომი იდეალური მამაა, მაგრამ გარკვეული დადებითი მხარეები მასაც აქვს. ლომი ცდილობს ბავშვებს ყველაფერი საუკეთესო მისცეს, მათ შორის განათლება. პატარებს ანებივრებს, მოზარდებს აკონტროლებს. საფრთხე მასწავლებლურ კონტროლში იმალება. თუ ლომი ხედავს, რომ მამის ფუნქციებს 100 %-ით ვერ ასრულებს, ხოლო ბავშვები მუდმივად უსიამოვნო სიურპრიზებს უწყობენ, შეიძლება ძლიერად იმედგაცრუებული დარჩეს. ამ შემთხვევაში ლომი ბავშვების აღზრდის პროცესს ცოლს გადააბარებს.

image

ქალწული

ქალწული ქორწინდება დევიზით: „საიმედოობა, პრაქტიკულობა, სტაბილურობა“. ასეთი კაცისგან რომანტიული ვნებას და იმპროვიზაციას არ ელოდოთ. შეიძლება პირველ წლებში. სამაგიეროდ ცოლი მთელ სახლში გაფანტული წინდების და გატეხილი ტექნიკის პრობლემას არ გადააწყდება. ქალწულს ყველაფერი გაკონტროლებული აქვს: სახლში, შვებულება, ბავშვების დაგეგმვა.

მამობის პასუხისმგებლობა სრულად გააზრებული აქვს, ცდილობს ბავშვებს ყველაფერი ასწავლოს, თავისი გამოცდილება გადასცეს და გაამრავლოს. ზრდასრულ ასაკში ბავშვები მამის მითითებებს არაერთხელ გაიხსენებენ.

image

სასწორი

მშვიდი და დამყოლი სასწორი სახლში ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის. ამ მამაკაცს სტაბილურობა სჭირდება და განქორწინებით იშვიათად ასრულებს. ოჯახის უზრუნველყოფა მისთვის ღირსების საკითხია. ფინანსურ საკითხებში წარმატებას იშვიათად აღწევენ, მაგრამ კომფორტული ცხოვრებისთვის ყოფნით.

ბავშვებს კარგად ეწყობა, ზოგჯერ მათთან ერთად სახალისო, უფრო ინტელექტუალურ თამაშებს თამაშობს. ღამით კეთილ ზღაპრებს უყვება, ცდილობს ბავშვებს თავდაჯერებულობა შემატოს, რომ სიკეთე ყოველთვის ბოროტებას ამარცხებს.

image

მორიელი

ამ ნიშნისთვის სახლი ციხესიმაგრეა. მორიელი ზოდიაქოს ნიშნებს შორის საუკეთესო საყვარელია. უბედურება ისაა, რომ გვერდზე სხვებთან სექსზე უარს არ ამბობს, თუმცა ყველა მორიელის ერთ ქვაბში მოხარშვა ნამდვილად არ ღირს. ბუნებით ეგოისტები არიან. მათგან საკუთარი ბუნების შეცვლის მოთხოვნა სისულელეა. თუმცა მათი დამორჩილების ათასობით მეთოდი არსებობს.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთული მამაა. საკუთარ ავტორიტეტს ტოტალური კონტროლით და მუდმივად მორალის წაკითხვით მხარს უჭერს. საკუთარ ბავშვებს ერთ რამეს ნამდვილად ასწავლის - საკუთარი თავის დაცვას, რაც ჩვენს დროში ძალიან მნიშვნელოვანია.

image

მშვილდოსანი

მშვილდოსანი სიყვარულში თავგადასავლების მოყვარულია. ქორწინებაშიც კი არ მშვიდდება. მასთან არასდროს მოიწყენთ. ქორწინდება, როცა ხვდება რომ: „რომ ასეთი ქალის ხელიდან გაშვება არ შეიძლება“. მშვილდოსანი ქორწინებაში დამცველი და ფულის შემომტანი იქნება.

პატარა ბავშვებთან საერთოდ ენას ცუდად ნახულობს, მაგრამ თუ მეუღლე მოთმინებას მოიკრებს და მათთან თამაშის იდეას მიაწოდებს, ყველაფერი შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს. მოზარდობაში პრობლემები არ იქნება. მამა მათთვის ნამდვილი მეგობარი გახდება.

image

თხის რქა

ამ მამაკაცს სერიოზული ნაკლი არ აქვს. დიახ, ის ჯიუტია, ცუდი ხასიათი აქვს, მაგრამ მეგობრული ოჯახური იდილიის შესაქმნელად დაბრკოლებას არ წარმოადგენს. როცა თხის რქა მამა ხდება, ის კიდევ უფრო მეტად იხსნება.

თხის რქა ბუნებით მასწავლებელია. ბავშვებისთვის ფსიქოლოგი, მეგობარი და დამხმარე ხდება. ემოციების გამოხატვაში ძუნწია, ბავშვებს არ ანებივრებს, ყველა სურვილს არ უსრულებს, მაგრამ შვილებისთვის ნამდვილი დამცველი ხდება, რომელიც ნებისმიერ ქარიშხალს გაუძლებს.

image

მერწყული

თავისუფლების სიყვარულის მიუხედავად, მერწყული კარგი მეუღლე ხდება. რჩეულის ნათესავებთან საერთო ენას ადვილად ნახულობს. კარგად გამოიმუშავებს. ცოლს ბოლომდე ენდობა, არ აკონტროლებს მას, ჩვევების შეცვლას არ სთხოვს. კამათში კი კომპრომისის პოვნას ცდილობს. თუ ოჯახი დაიშალა, ცდილობს კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს. თუ განქორწინების დიდი ალბათობა არსებობს.

მერწყული მამის მისაბაძი მაგალითი იშვიათად ხდება, მაგრამ ასეთი შემთხვევები არსებობს. უგუნური არაპროგნოზირებადობა ბავშვებთან გატარებისთვის დროს არ უტოვებს.

image

თევზები

მგრძნობიარე და ერთგული პარტნიორი. ცხოვრებაში სიყვარული მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მას უყვარს პოეზიით, მოლბერტით და ფუნჯებით ხელში - გამოუსწორებელი რომანტიკოსია. მთელი საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულება ცოლს მოუწევს. ქმრისგან რაიმეს მოლოდინი უსარგებლოა.

რაც შეეხება მამობას, აქ როგორც გაგიმართლებს. ერთადერთი ნიშანია, რომლისგან რას უნდა ელოდოთ წარმოუდგენელია. ზოგიერთი ბავშვის აღზრდას თავის ნებაზე უშვებს, ზოგი ბავშვის ნიჭის დანახვის შემთხვევაში ამ ნიჭის განვითარებას ცდილობს. არსებობენ თევზები, რომლებიც დანარჩენი მშობლების მისაბაძი მაგალითები ხდებიან, რადგან მამობის როლს კარგად ასრულებენ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2. მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა

3. 10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა

4. ლოგიკური ამოცანა: რომელ სურათზეა ყველაზე ბედნიერი ოჯახი?

5. რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცოლის ცხოვრებაზე

6. “მამაკაცი, რომელზეც გათხოვება არ ღირს” – 1930 წლის ფასდაუდებელი რჩევები

7. 14 რამ ურთიერთობაში, რაც მამაკაცმა 30 წლამდე უნდა გაიგოს

8. ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი საუკეთესო და და ძმა არის. გაგიმართლათ თუ ამ ნიშნის დედმამიშვილი გყავთ

9. 6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ყველაზე ძლიერი ინტუიცია აქვთ და ადამიანებს წიგნივით კითხულობენ

10. 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ

11. რომელ ასაკში იპოვით ნამდვილ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

12. 3 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცებს შორის, რომლებიც სერიოზული ურთიერთობისთვის პრაქტიკულად არ გამოგადგებათ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
1117
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1117
  
2019, 17 თებერვალი, 23:30
ვერძი 25.03
0 1 1