მიმოხილვა ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული ავტომობილების კრებული 2020, 18 თებერვალი, 17:29 ავტოინდუსტრიამ განვითარების პიკს მიაღწია, თუმცა შეჩერებას არ აპირებს. თითქმის ყოველ კვირას ახალი ავტომობილის გამოფენა მიმდინარეობს, რაც კონკურენციას უფრო აძლიერებს. დღეს კი მსოფლიოს ყველაზე იშვიათ და ამავდროულად ძვირადღირებულ ავტომობილებზე გვექნება საუბარი. თქვენი ფავორიტი რომელია??? ![]() 1. Ferrari 275 GTB/C Speciale by Scaglietti![]() 1964 წელს გამოშვებული ეს ავტომობილი 26.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ასეთი ფერარი მთელ მსოფლიოში მხოლოდ 3 ცალია. Mercedes-Benz W196![]() W196 გამოსვებულ იქნა 1954 წელს. ამ ავტომობილით მრბოლელმა ხუან მანუელ ფანგიომ 5 ჯერ მოიგო ფორმულა 1. გაიყიდა 29.6 მილიონ დოლარად. Rolls Royce Sweptail![]() Rolls Royce Sweptail -ის მოდელმა საავტომობილო ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებული დიზაინის და შიდა ატრიბუტების საშუალებით მილიონერებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 13 მილიონი დოლარია. Aston Martin DBR1![]() 1956-1958 წლებში ამ ბრენდის სულ 5 მოდელი გამოვიდა. პირველი იყო ზუსტად ფოტოზე ნაჩვენები DBR1, რომელიც 2017 წელს ღია აუქციონზე 22.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ავტომობილი ასევე აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ინგლისური მოდელია. McLaren F1 LM![]() McLaren F1 LM -ის სულ 5 მოდელია გამოშვებული. მონტერეის აუქციონზე ავტომობილი 19.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. გამოშვების თარიღი 1994 წელია. Ferrari 275 GTB/4S Nart Spider![]() ვაგრძელებთ ჩამონათვალს იმ ავტომობილებისა, რომლებიც განსაკუთრებული სტატუსი სარგებლობენ. შემდეგი უძვირფასესი მოდელი 1967 წლიანი Ferrari Nart Spider-ია, შეზღუდული რაოდენოებიდან გამომდინარე, დღესდღეობით მხოლოდ 10 პატენტია დარჩენილი. ავტომობილი 2013 წელს, პრესისთვის უცნობი პირის მიერ 27.5 მილიონ დოლარა იქნა შეძენილი. Jaguar D-Type![]() 1956 წელს გამოშვებული D-Type მოდელი აუქციონზე 10 მილიონ დოლარად იყიდება. Ferrari 290 MM![]() 1956 წელს გამოშვებულ იქნა მხოლოდ 4 მოდელი. ამ სპორტულ ავტომობილებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და საბოლოოდ ერთ-ერთი 2015 წელს აუქციონზე 28 მილიონ დოლარად გაიყიდა. Bugatti Divo![]() ჰიპერ ავტომობილი, რომელიც ბუგატიმ 2018 წელს აწარმოა, ჩვენს ძვირადღირებულებში ადგილს იკავებს. ავტომობილი მილანში აუქციონზე იყიდება, საწყისი ფასი 5 მილიონი ევროა. Lamborghini Veneno![]() მოდელი ექსკლუზიურად ლამბორჯინის 50 წლისადმი მიძღვნილი საჩუქარია, თუმცა Veneno ესპანურად შხამს ნიშნავს. ამ მოდელს 100 კილომეტრის გავითარება 2.9 წამში შეუძლია. გამოშვებულ იქნა მხოლოდ 9 ცალი და აუქციონის საწყისი ფასი 8.8 მილიონი დოლარია. Ferrari 250 GTO![]() ეს ის ეპიკური ავტომობილია, რომელიც გამოშვებულ იქნა 1962 წელს და გაყიდულია 45 მილიონ დოლარად. Devel Sixteen![]() ამ ჰიპერავტომობილის ფასი აუქცინზე 2.2 მილიონი დოლარიდან იწყება. გამოშვებულია 3 სერია, რომლებიც ერთმანეთისგან ცხენის ძალებით გამოირჩევიან. ყველაზე ძვირადღირებული მოდელი 2.2 მილიონიდან იწყება და 5000 ცხენი ძალა აქვს. W Motors Lykan Hypersport![]() ავტომობილების სერია 2012 წელს ბეირუთში იქნა გამოშვებული. ეს არაბული კომპანიების მიერ შექმნილი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია. ჰიპერსპორტის ღირებულება 3.4 მილიონი დოლარია. Aston Martin Vulcan AMR Pro![]() ამ მოდელის საშუალებით, ასტონ მარტინი ბაზარზე საკმაოდ თამამად იკავებს საკუთარ პოზიციას. ამ ველური ავტომობილის ღირებულება 2, 3 მილიონიდან 3 მილიონ დოლარამდე იცვლება. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<8 დამაბნეველი გამოცანა ტვინის გასავარჯიშებლად (+ პასუხები) ![]() ქორწილის დღეს მიტოვებული პატარძალი - კამილას და ალეხანდროს დრამატული ისტორია ![]() მგელი ხროვას გამოეყო და ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა - კაცობრიობა ანადგურებს დედამიწას ![]() ჩვენი ბავშვობის მულტფილმების დასასრულები, რომელიც ტელეარხებმა არ გააშუქეს ![]() დასახელდა ყველაზე მიმზიდველი 5 მასწავლებელი - რომელია თქვენი რჩეული? ![]() alex999 - არხის 30 საუკეთესო სტატია, 2019 წელს intermedia.ge -ზე! ![]() სოფელი, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ - " მამაკაცების გარეშე ცხოვრება მშვენიერია" ![]() ბერძნული მითოლოგიის 6 ყველაზე საშინელი არსება! ![]() მეცნიერების შოკისმომგვრელი განცხადება : კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ტიტანობოა დააბრუნოს! ![]() ფეიხოა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! ![]() 483 4-ს მოსწონს
|