x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მგელი ხროვას გამოეყო და ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა - კაცობრიობა ანადგურებს დედამიწას

ადამიანები დღითიდღე ანადგურებენ დედამიწას, ამას მოწმობს გარემოს გლობალური დაბინძურება. განსაკუთრებით გამოირჩევა პლასტმასები, რომელსაც 450 წელიწადი სჭირდება, რომ თავისით განადგურდეს. პლასტმასებით დედამიწა ყოველდღე უფრო ბინძურდება და თუ ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის დედამიწაზე ცხოველებზე, ფრინველებზე და თევზებზე მეტი პლასტმასების გროვა იქნება. გარემოს დაცვის უამრავმა ორგანიზაციამ მიიღო შესაბამისი ზომები, მაგრამ ჯერ-ჯერობით ნაკლებად შესამჩნევია სასიკეთო ცვლილებები. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ საინტერესო რეალურ ისტორიაზე, რომელიც ინდოეთში განვითარდა. მგელი ხროვასთან ერთად მოგზაურობდა, როდესაც ადამიანები შენიშნა, გამოეყო ხროვას და მივიდა მათთან...


image







ინდოეთის ქალაქ ნაგპურში რამოდენიმე ფოტოგრაფი გარემოს დაბინძურების ანგარიშს ამზადებდა, რა დროსაც მათ შენიშნეს მგლის ხროვა, რომელიც 7 მგლისგან შედგებოდა. დაკვირვების შედეგადად, ერთ-ერთი მგელი ხროვას გამოეყო და ნელი ნაბიჯებით ფოტოგრაფებისკენ წავიდა. მტაცებლის მოახლოებამდე ფოტოგრაფებმა ვერაფერი შენიშნეს, თუმცა მათთან მისვლითანავე კამერები ძირს დაყარეს და მგელისთვის დახმარების გაწევა გადაწყვიტეს.


მათივე დასკვნით, მგელს, რომელიც საჭმელს ეძებდა, პლასტიკურ ყუთში გაეჭედა თავი. საკმაოდ დიდი ხანი ასეთ მდგომარეობაში ყოფნის გამო მგელი შიმშილისგან უკვე სიკვდილის პირას იყო. როგორც ფოტოგრაფები ამტკიცებენ, ეს ცხოველი ფეხზე ძლივს იდგა. ამ ხნის განმავლობაში მან სიცოცხლე პლასტიკურ ყუთში არსებული პატარა ნაჩვრეტების საშუალებით შეინარჩუნა, რაც სუნთქვის და წყლის დალევის საშუალებას აძლევდა, თუმცა საკვების მიღება ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ფოტოგრაფებმა მგელი ამ გასაჭირისგან გაანთავისუფლეს, მაგრამ საფიქრალი ისაა, რომ კიდევ რამდენი ცხოველია მსგავს სიტუაციაში? კიდევ რამდენი ცხოველი კვდება ადამიანების მიერ დაბინძურებულ გარემოში...


image




გარემოს დაცვის ორგანიზაციების ოფიციალური განცხადებით, გარემოს დაბინძურების გამო ყოველწლიურად დედამიწაზე მილიონზე მეტი ფრინველი, 200 000 მდე ძუძუმწოვარი და 100 000 -ზე მეტი ბავშვი კვდება. კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ დღევანდელი დაბინძურებული გარემოს 50% ბოლო 35 წელიწადში განხორციელდა.


image




























სტატიის ავტორი : ალექსი აბდიევი



<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



ჩვენი ბავშვობის მულტფილმების დასასრულები, რომელიც ტელეარხებმა არ გააშუქეს

image



7 გამოგონება, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს!


image



ახლად აღმოჩენილი 5 ყველაზე უნიკალური ბავშვი მსოფლიოში - საოცარია!

image



სოფელი, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ - " მამაკაცების გარეშე ცხოვრება მშვენიერია"

image



მამაკაცმა ბებია-პაპისგან მემკვიდრეობით ფერმის სახლი მიიღო... რა აღმოაჩინა მან ხალიჩის ქვეშ?

image



7 ქანდაკების ისტორია, რომელიც ყველა ადამიანის გრძნობებზე ძლიერად მოქმედებს

image



ახალი ანგარიშის თანახმად, კოალებს გადაშენების საფრთხე ემუქრება - ავსტრალია კვლავ იწვის

image



ბერძნული მითოლოგიის 6 ყველაზე საშინელი არსება!

image



2
861
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
861
  
2020, 1 თებერვალი, 23:12
მგელი მაგარი ჭკვიანი ცხოველია
0 1 2