x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
როგორი დიზაინის და ტექნოლოგიის ავტომობილები გველის უახლოეს მომავალში?
დიზაინერმა კამერონ ვან დიკმა ქალაქ დეტროიტში, ჩრდილოეთ ამერიკის

ავტო-ჩვენებაზე ავტომოყვარულებს გააცნო ახალი მომავლის ავტომობილი.


ავტომობილი ნამდვილად განსხვავებულია სხვა მოდელებისგან.

ავტომობილის მართვის დიზაინი ველოსიპედისებურია.



image



პატარა და კარგად მოდერნიზებული მანქანა საათში 40 კილომეტრს განავითარებს.

750 ვატიანი ელექტრო-ძრავის მეშვეობით მას შეუძლია სიჩქარის გადაჭარბება, თუ

პედლებსაც სწორედ გამოვიყენებთ.


დიზაინერი ვან დიკის განცხადება:


"ავტომობილის დიზაინის მოფიქრებაში ძალიან ბევრი დრო დამჭირდა, ვფიქრობ

ეს არის ის ავტომობილი რომელიც მოტოციკლეტთან და ველოსიპედთან

გათანაბრებულია. ვერ მიხვდით? მაშინ უკეთ გაგიმარტავთ, მინდოდა ავტომობილის,

მოტოციკლეტის და ველოსიპედის დიზიანების საერთო წერტილი შემექმნა, ჩემი

აზრით ეს მოვახერხე კიდეც, რთული იყო ასეთ დიზაინზე მუშაობა მაგრამ წარმატებით დავასრულე."


image




მომავლის ავტომობილი უკვე მზად არის, მაგრამ მიუხედავათ იმისა, რომ

ველოსიპედისებური ფორმისაა, მაინც სჭირდება ლიცენზია და მართვის მოწმობის

ახალი კატეგორიები, ამიტომ ჯერ-ჯერობით ავტომობილი ოფიციალურად

გაყიდვაში არ არის.


image



ახლა კიდევ გამევცნოთ მხოლოდ ავტომობილებს, მომავლის ავტომობილების

ათეულს:


1) Splinter


ავტომობილი შექმნილია ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში,

ჯო ჰარმონის მიერ.

ჰარმონის ავტომობილი მთლიანად ხისგან არის გაკეთებული.

მანქანა შეიძლება სახიფათო ჩანს, მაგრამ საგზაო შემთხვევის დროს, როგორც სხვა

ავტომობილები იგივე დაზიანებას იღებს.


image



2) Smart Forjeremy


დიზაინერმა ჯერემი სკოტმა შექმნა ფანტასტიური დიზაინის ავტომობილი,

რომელიც მარტივად სამართავი და მიმზიდველი გარეგნობისაა.

ჯერემი სკოტმა თავის დიზაინებურ ავტომობილს უფრო მეტი შთამბეჭდაობა

ფრთების დამატების საშუალებით მიანიჭა.


ჯერემი სკოტის განცხადება:


"ავტომობილის დიზაინი უცებ მომივიდა თავში და გადავწყვიტე ასეთი დიზაინით

გამეკეთებინა. ჩემი აზრით ასეთი დიზაინი მომავალში ყველა ტექნიკოსს დაეხმარება

ავტომობილების ახალი დიზაინების გამოსაგონებლადაც, უკვე დროა, რომ

ავტომობილის დიზაინიც ხშირ-ხშირად და ახალ-ახალით შევცვალოთ, როგორ

მობილური ტელეფონი."


image



3)Airpod


ავტომობილი შექმნილია ფრანგი დიზაინერების, ენდრუდის და თესის მიერ

გარემოს და ბუნების დაცვის მიზნით. მაგრამ სამწუხაროდ ამ ავტომობილმა

ვერ მოახერხა მასზე მინიჭებული როლი, რომლის თანახმადაც მას არ უნდა

გაებინძურებინა გარემო და ბუნება. ავტომობილის განახლება მიმდინარეობს ისევ.

დიზაინერების ვარაუდით ავტომობილი იქნება პირველი, რომელიც ბუნებას

და გარემოს არანაირ ზიანს და დაბინძურებას არ შემატებს.


image



4) BIOME


მერსედესის პრეკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად,

Mercedes-Benz BIOME გამოგონებულ იქნა თავიდან ბოლომოდე ბუნების

ეკოსისტემის დასაცავად ინტეგრირებული.


image



5) sQuba


შვედური ფირმის Rinspeed-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ რეიდერკნექტის

მომავლის ავტომობილის დიზიანი შთამბეჭდავად გამოიყურება.

ავტომობილი როგორც მიწაზე ასევე წყალქვეშაც შეძლებს მოძრაობას.

ავტომობილის დიზიანი გამოგონებულ იქნა ჯეიმს ბონდის 1977 წელს გადაღებული

ფილმის შთაგონებით.


image



6) Batmobil


ეს ავტომობილი კეისი პუტჩის მიერ 5 თვის განმავლობაში შეიქმნა.

ავტომობილის დიზიანისთვის გამოყენებულია პოლიკარბონატის და რაკეტის

მალასები.


imageimage



7) Metromorph


ამ ავტომობილს გააჩნია ფანტასტიური მონაცემები, თავისით აპარკირებს, ბინაში

ასვლას გაგიმარტივებთ, რომელსაც შეუძლია მომენტალურად გახდეს ტქვენი ლიფტი.

მეტრომორფი რომან მისტიკის მიერ არის შექმნილი და დიზაინიც მას ეკუთვნის.

დღეს უკვე მრავლად შემოდის ისეთი ავტომობილები, რომლებიც ავტომატიურად

აპარკირებენ, მაგრამ მეტრომორფი მაინც განსხვავებული იქნება.


image

8)eRinGo EV


ირანელი კომპიუტერის გრაფიკოსის მუჰამედ გეზელის მიერ შექმნილი მომავლის

ავტომობილის დიზაინი ბეჭდის ფორმისაა. ავტომობილს ექნება სტანდარტული

ოთხი საბურავი, მაგრამ ავტომობილის ევოლუციაში ჯერ ასეთი ავტომობილი

არ ნახულა.


image



9) Transition


ტერაფუგიას ტრანზიტიონი ტყვიაგაუმტარი ავტომობილია.

ავტომობილის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც მიწაზე ასევე ჰაერშიც.

ეს მომავლის ავტომობილი მოწინავე იქნება მომავლის მფრინავ ავტომობილებისა.


image



10) P-Eco


Jung-Hoon Kim-ის დიზაინით შექმნილი ელექტრომობილი

კიმის თქმით, ცხოვრებას ყველას გაუადვილებს.


კიმის განცხადება:


"დღეს დღეობით ელექტრომობილები უკვე შემოდის გამოყენებაში, მაგრამ ამ

ავტომობილის მართვის საშუალება ყველას არ აქვს, რადგან ელექტრომობილების

ფასები ისეთ ციფრებში მოძრაობს, რომ ხალხის უმეტესობას ჯერ-ჯერობით მხოლოდ

ოცნება თუ შეუძლია. ამიტომ გამოვიგონე P-Eco, რომელიც არც ძალიან ძვირი იქნება

და არც მიუწვდომელი.

ჩვენი ავტომობილი იქნება მოწინავე ელექტრომობილი, რომელიც პირველივე ეტაპზე

ათასობით შემოვა გაყიდვაში."


image





2
660
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
660
  
2015, 31 მაისი, 11:03
გაიხარე უღრმესი მადლობააა :):)
2015, 31 მაისი, 11:00
ბრავო, ძალიან საინტერესო სტატიაა, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ მანქანებისგან, მეც კი დამაინტერესა:) (გავაზიარე)
0 1 2