მიმოხილვა დონალდ ტრამპის ავტომობილები! 2017, 9 იანვარი, 13:49 ბოლო დღეებში გავრცელდა შემდეგ სლოგანი: -"დაეტევა თუ არა დონალდ ტრამპის ავტომობილები, თეთრი სახლის ბაღში(ეზოში)". აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ცნობილი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი გახდა, რომელიც უკვე მოუთმენლად ელოდება თეთრ სახლში შესვლას. ტრამპი ოფიციალურად აშშ-ს პრეზიდენტი 20 იანვარს გახდება. ტრამპი საზოგადოების ყურადღებას სხვდასხვა გამოსვლებით მალევე იპყრობს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა მისი ავტომობილების კოლექცია. როგორც გახდა ცნობილი აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ავტომობილების დიდი მოყვარულია. წარმოგიდგენთ დონალდ ტრამპის ავტომობილების კოლექციას...
სიმდიდრის სიმბოლო - ავტომობილების კოლექციაში, დოალდ ტრამპს ორი Rolls-Royce ჰყავს. ეს არის მისთვის სიმდიდრის სიმბოლო. კოლექციის პირველი ავტომობილი Rolls-Royce Silver Cloud-ია. აშშ-ს პრეზიდენტის შეძენილი უკანასკნელი როლს-როისი, 1960 წლიანი Phantom- ია. როგორც ცნობილია, ტრამპი ხშირად ამ უკანასკნელს იყენებს.
თოლიის ფრთებიანი ავტომობილი - ასე ეძახის დონალდ ტრამპი, თავის კოლექციიდან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ავტომობილს - Mercedes-Benz SLR McLaren -ს. 617 ცხენის ძალა და V8 ტიპის ძრავით SLR McLaren-ი ტრამპს ყოველთვის ახალგაზრდული ცხოვრების სტიმულს აძლევს. აშშ-ს პრეზიდენტმა ავტომობილი 2005 წელს 544 000 დოლარად შეიძინა.
Tesla -ს პირველი სერია - როგორც ხედავთ ტრამპის კოლექციაში Tesla Roadster-იც იმყოფება. ეს მოდელი არის ტესლას ერთ-ერთი უპირველეი სერიოული გამოშვება, რომელიც 2008-2012 წლების შუალედში იქნა წარმოებული. ავტომობილს 100 კილომეტრის გავითარებისთვის მხოლოდ 3.9 წამი სჭირდება.
ვანდალისზმის საწინააღმდეგოდ ბრონირებული ავტომობილი - ტრამპის კოლექციის ერთ-ერთ თვალწარმტაცი მოდელი Maybach S600-ია. ამ სუპერ-ლუქს ავტომობილის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ბრონი, ავტომობილი მთლიანად დაბრონილია, მოსალოდნელი თავდასხმების გათვალისწინებით.
ცოტა ხნით... - ტრამპს თავის კოლექციაში 1997 წლიანი Lamborghini Diablo-ც ჰყავს. თუმცა ტრამპმა ავტომობილი მხოლოდ რამოდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყენა. ავტომობილი პრეზიდენტმა 2002 წელს შეიძინა და 2015 წელს გაყიდვაზე გაიყვანა. ჯერ-ჯერობით უცნობია გაიყიდა თუ არა 1997 წლიანი Lamborghini Diablo, რომელიც 300 000 დოლარად იყო შეფასებული.
საგზაო უსაფრთხოების დიდი ინსტრუმენტი - Chevrolet Camaro-ს, რომელიც ასევე ტრამპის კოლექციაშია, საინტერესო ისტორია გააჩნია. ტრამპა გადაწყვიტა შეემოწმებინა, NASCAR ინდიანაპოლისის მეხუთასე შეჯიბრის, მეასე წელზე დაცვის ავტომობილი. თუმცა NASCAR-ის მაყურებლებმა პროტესტი გამოუცხადეს, რის გამოც ტრამპმა ვერ შეძლო ავტომობილი შეძენა, თუმცა კომპანიას ასლი დაამზადებინა.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
578 8-ს მოსწონს
|