მიმოხილვა საწყისი ფასი 8 მილიონი დოლარია! 2016, 6 აგვისტო, 13:43 კლასიკური ავტომობილები ყოვეთვის ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილს
წარმოდგენს. ამჯერად კიდევ ერთი ლეგენდა "Mercedes 500K Special Roadster''
გაყიდვაში გამოვიდა, რომლის საწყისი ფასი 8 მილიონ დოლარიდან იწყება!
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, "Mercedes 500K Special Roadster'' ეკუთვნოდა ერთ-ერთ გერმანელ ოფიცერს! ომის დასრულების შემდეგ, ავტომობილის მეპატრონე ოფიცერი დააკავეს, ხოლო მისი სუპერ-ავტომობილი ამერიკელ ჯარისკაცმა ხელთ იგდო. წლების განმავლობაში "Mercedes 500K Special Roadster''-ით ამერიკელი ჯარისკაცი სარგებლობდა, მოგვიანებით მას ავტომობილი ჩამოართვეს და წლების შემდეგ, 2011 წელს ავტო- აუქციონზე ჰოლანდიელ მილიონერს 3 მილიონ დოლარად მიჰყიდეს. 1935 წელს გამოშვებული სუპერ-ავტომობილი კვლავ აუქციონზე იყიდება. საფრანგეთის ქალაქ ჩანტილში მდებარე ბონჰამსის მუზეუმში ავტო-აუქციონი ამა წლის 3 სექტემბერს ჩატარდება. ლეგენდარული ავტომობილის საწყისი ფასი 8 000 000 დოლარი იქნება. უკანასკნელი ინფორმაციით ავტო-აუქციონზე "Mercedes 500K Special Roadster''-ისთვის 500 მილიონერი იბრძოლებს! 3 სექტემბერს გაირკვევა მისი ახალი მეპატრონის ვინაობა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 358 4-ს მოსწონს
|