საქართველო "არ მჯერა რომ ბიძინა რუსეთის კაცია და ქვეყნის დაქცევა უნდა” – ზურა ჯაფარიძე 2020, 11 იანვარი, 12:15 პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით, ერთადერთი რაც ივანიშვილს ადარდებს მხოლოდ - პირადი უსაფრთხოებაა. ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არც რუსეთის კაცი არ არის და არც კრემლიდან გაცემული ინსტრუქციების შემსრულებელია: "მე არ მჯერა რომ ბიძინა რუსეთის კაციაარ მჯერა რომ კრემლიდან იღებს ინსტრუქციებსარც ის მჯერა რომ ქვეყნის დაქცევა უნდაჩემი აზრით ერთადერთი რაც ამ ადამიანს ადარდებს - პირადი უსაფრთხოებაასხვა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქვს, თავისთვისაც და თუ ვინმე ჰყავს გარშემო, ვისდამიც რაიმე გრძნობა გააჩნია, ცოლი იქნება, შვილი თუ საყვარელი დეიდაშვილი - ყველასთვისმაგრამ მისი ეს პირადი უსაფრთხოება ამ ქვეყანაში დგას ორ რამეზეერთი - ფინანსური რესურსის იმ მასშტაბის პირობებში რაც მას გააჩნია, ქვეყნის შიგნით მას რეალური საფრთხე შეიძლება დაემუქროს მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან. ვერცერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი მისთვის რეალური საფრთხე ვერ იქნება. აი სახელმწიფო, როგორც ძალადობაზე მონოპოლიის მქონე ცენტრალიზებული ინსტიტუტი - კიამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია რომ ამ სახელმწიფოზე, განსაკუთრებით მის ე.წ. ძალოვან და მართლმსაჯულების ნაწილზე, ეფექტური კონტროლი შეინარჩუნოსამიტომ არ უნდა ძალაუფლების ხელიდან გაშვებადა მეორე რაზეც დგას მისი პირადი უსაფრთხოება - ესაა ბალანსირება საგარეო ურთიერთობებშიარავინ, არც ერთი გლობალური თუ რეგიონალური მოთამაშე არ უნდა გააღიზიანოს ისე რომ მან გადაწყვიტოს მისი ხელისუფლებიდან გაშვებაარც რუსეთი, არც ამერიკა, არც თურქეთი და, პრინციპში, არც აზერბაიჯანიმაგრამ რეალურ სამყაროში ეს ასე მარტივად არ ხდებაამ მოთამაშეთა ინტერესები ხშირ შემთხვევაში კონფლიქტშიადა, შესაბამისად ერთის არ გაღიზიანება, ნიშნავს მეორეს გაღიზიანებასამიტომ, უნდა არ უნდა, უწევს არჩევანის გაკეთებამთავარი 2 კითხვა რომლებზე პასუხიც მნიშვნელოვანია:1. ვისი უფრო ეშინია? ვისი არ გაღიზიანება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია ძალაუფლების შენარჩუნების და პირადი უსაფრთხოების უზრუნველჰყოფის თვალსაზრისით?2. რა მასშტაბისაა ეს შიში? რა დათმობაზეა წამსვლელი ამ შიშის გამო?ის რაც კაკულიამ თქვა გუშინ ანაკლიის პროექტზე, გასაგებ პასუხებს იძლევა ამ კითხვებზე1. რუსეთის უფრო ეშინია2. და ისე ეშინია, რომ მზადაა ქვეყნისთვის ერთერთი ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ზვარაკად შესწიროს ამ შიშსრას ნიშნავს ეს?ეს ნიშნავს იმას რომ ის არ გააკეთებს არაფერს რაც რუსეთს ოდნავ მაინც გააღიზიანებსეს ნიშნავს იმას რომ, მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო:ის არ მოაწერდა ხელს საქართველოს დამოუკიდებლობაზეის არ მოაწერდა ხელს ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის გატარებაზეის არ მოაწერდა ხელს რუსული ბაზების გაყვანაზეის არ მოაწერდა ხელს ეს ენ გე-დან გამოსვლაზეის არასოდეს წამოიწყებდა ნატოსთან ინტეგრაციასეს ნიშნავს იმას, რომ ახლა, როცა მისი გადასაწყვეტია, ის არ მოაწერს ხელს არც ერთ ასეთი მასშტაბის ამბავზეარაფერზე, რაც რუსეთს გააღიზიანებსდა რუსეთს აღიზიანებს ყველაფერი პოზიტიური რაც შეიძლება მოხდეს ჩვენს თავსყველაფერი, literallyეს ნიშნავს რომ კარგ შემთხვევაში ვრჩებით ჭაობი, ცუდ შემთხვევაში - ვქრებით როგორც ქვეყანათუ ტვინი არ გავანძრიეთ, ეს მოცემულობა არ გავიაზრეთ, და ძალიან არ მოვინდომეთ მისი შეცვლაეს თქვა გუშინ კაკულიამოღონდ ისე თქვა, თითქოს არაფერი" - დაწერა "გირჩის" ლიდერმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.356 1-ს მოსწონს |