საზოგადოება ბანანის ქერქი ფულის ნაცვლად და სექსუალური თავისუფლება ქალებს - გაიცანით ტრობრიანდის კუნძულები 2020, 10 იანვარი, 16:39 ტრობრიანდის კუნძულებს კიდევ კირივინას კუნძულებს ეძახიან. კუნძულთა არქიპელაგი მდებარეობს სოლომონის ზღვაში წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის. ბრიტანულმა dailymail.co.uk -მა კუნძული კარგად შეისწავლა და საინტერესო დეტალებიც წარმოგვიდგინა. მოდით ერთად გავიცნოთ ტრობრიანდის კუნძულები... ტრობრიანდის კუნძულების ყველაზე მნიშვნელოვანი "ვალუტა" ბანანის ქერქი და იამის ხილის ნაჭუჭებია. გარდა ამისა, კუნძულის მაცხოვრებლებს უცნაური ცხოვრების სტილი აქვთ. მათ შეუძლიათ ნებისმიერ მამაკაცთან დაიკმაყოფილონ სექსულური მოთხოვნილება, ახალგაზრდებიც ადრეულ ასაკიდან იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას და რათქმაუნდა მამაკაცები ამ ყველაფერზე არ ეჭვიანობენ. ტომის თავკაცი ტოვობუ სოფელ ვაიკიკის მმართველია. ადგილობრივების თქმით, ის კეთილშობილი პიროვნებაა. ტომის წესების მიხედვით, ახალგაზრდა გოგონებს თავზე ყვავილებით მორთული თავსაფარი ან ქუდი უნდა ეფაროთ, ხოლო ქვრივებს თმები გადაპარსული უნდა ჰქონდეთ. ტომის კიდევ ერთი უცნაური წესის თანახმად, დაოჯახებული ქალი ქმართან სექსუალურ კავშირს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახორციელებს, თუ ქმარი მას ძვირფასეულობას ჩუქნის. "მრავლქმრიანობიდან" გამომდინარე კუნძულზე შიდსით დაავადებულთა რაოდენობაც საკმაოდ ბევრია, თუმცა ადგილობრივები წეს-ჩვეულების დარღვევას არ აპირებენ. ტომის ქალები, მამაკაცების მსგავსად სწავლობენ ბრძოლას და ნადირობას. არც ჩაცმაზე არიან შეზღუდულები. ყველა სოფელში აშენებული არის ქოხი, რომელსაც "ბუკლუკუმას" ეძახიან. ამ ქოხში ახალგაზრდებს უფლება აქვთ სექსუალური გამოცდილება მიიღონ. კუნძული 1793 წელს დასავლეთელებმა აღმოაჩინეს. სახელი ფრანგი მეზღვაური დენის დე ტრობრიანდის საპატივცემულოდ დაარქვეს. რამოდენიმე წელში ტომს ქრისტიანული დახმარების ორგანიზაციები ესტუმრა და მათი დახმარებით ტომი მთელ მსოფლიომ გაიცნო. ტომის ხელმძღვანელის სახლი ადგილობრივებისგან განსხვავდება. სახლი უფრო მაღალია და ზღვის ქვებით არის მორთული. კუნძულზე ყველაზე პოპულარული სპორტი კრიკეტია. კოლონიზატორი ქვეყნების მიერ შემოტანილ ამ სპორტის სახეობით ყველა ადგილობრივია დაკავებული. ზოგჯერ პრობლემებს ამ თამაშით აგვარებენ. ამ სახლებს ადგილობრივები "ბუკას" უწოდებენ. ეს მათი საცხოვრებელია. ჩვენი წეს-ჩვეულებების საწინააღმდეგოდ, კუნძულზე შვილი დედის გვარის გამგრძელებელია. კუნძულის მაცხოვრებელებს ძალიან მოსწონთ სამკაულები. რასაც ზღვის ქვებისგან, მცენარეების და ცხოველების ტყავისგან ამზადებენ. გამომდინარე იქიდან, რომ კუნძული მარჯნის კუნძულია, ქვის პოვნა რთულია. ამიტომ რაც ქვისგან არის დამზადებული, საკმაოდ ძვირფასია ამ კუნძულზე. კუნძულის მაცხოვრებელებისთვის ყველა მნიშველოვანი არის კვირაში ერთი დღე, როდესაც პაპუა ახალი გვინეიდან თვითმფრინავი ჩამოდის... საკვები პროდუქტები, ტანსაცმელები და სამკაულები - ეს ყველაფერი მათ საჩუქრად ჩამოსდით. ადგილობრივები თავს ძირითადად თევზაობით ირჩენენ. ისინი იკვებებიან თევზით და ასევე ჩამოსულ თვითმფრინავს ატანენ ჩამოტანილ პროდუქციის სანაცვლოდ. ეს კიდევ ფოტოგრაფის მიერ გადაღებული უმშვენიერესი კადრი. ადგილობრივები ამ დასახლებას დედამიწის სამოთხეს უწოდებენ. თქვენ რას ფიქრობთ? სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევიაუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!
>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<მეცნიერების შოკისმომგვრელი განცხადება : კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ტიტანობოა დააბრუნოს! მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება, მაგრამ ავსტრალიამ უკვე გამოსცადა ჯოჯოხეთი დედამიწაზე ( + 27 კადრი) "თეთრი სახლის" ლიდერის განცხადება: - "აშშ ყველაფრისთვის მზადაა..." 15 ფოტო, რომელიც ღამით არ უნდა ნახოთ! მამაკაცმა ბებია-პაპისგან მემკვიდრეობით ფერმის სახლი მიიღო... რა აღმოაჩინა მან ხალიჩის ქვეშ? როგორი იქნება 2020 წელი კირჩხიბებისთვის? როგორი იქნება 2020 ლომებისთვის?
1150 4-ს მოსწონს
|