x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139070
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
წარმატების ისტორია: კანიეს უესტის გზა 53 მლნ დოლარის ვალიდან 200 მლნ დოლარის სუფთა აქტივამდე
კანიე ომარი უესტი უფრო ცნობილია როგორც რეპერი, თუმცა მოდის სამყაროში შესვლის შემდეგ ქონების აქტიურად დაგროვება დაიწყო. ცოტა ხნის წინ მას 53 მლნ დოლარი ვალი ჰქონდა. რამდენიმე წელში კი მისმა სუფთა კაპიტალმა 240 მლნ დოლარი შეადგინა.

image

ფინანსური მარცხი

2014 წლის თებერვალში უესტმა განაცხადა, რომ მისმა ვალმა 53 მლნ დოლარი შეადგინა.


image

ის ისეთ ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა, რომ სოციალურ ქსელში თავის მიმდევრებს მარკ ცუკერბერგთან დაკავშირება სთხოვა, რომ ფეისბუქის გენერალურ დირექტორისთვის „დასავლეთის იდეაში“ 1 მლრდ დოლარის ინვესტირება მოეთხოვათ.

მაშინ როცა ცუკერბერგს კანიეს იდეაში 1 მლრდ დოლარი არასდროს ჩაუდია, ბატონი უესტი ახლა თავის ფინანსებს საკმაოდ კარგად მართავს. ფორბსის მონაცემებით, 2020 წელს კანიეს სუფთა კაპიტალი 240 მლნ დოლარს შეადგენს.

image

თითქმის მილიარდერი

რა თქმა უნდა, რეპერი უფრო მეტი ღირს. კანიე ამბობს, რომ თითქმის მილიარდერია და ფორბსის სიაში მოხვედრას იმსახურებს.

რაღაც 240 მლნ დოლარის ფლობით იმდენად შეურაცხყოფილი იყო, რომ თავისი სახელის „ქრისტიანელი გენიოსი-მილიარდერი კანიე უსტად“ შეცვლა გადაწყვიტა.

ფორბსმა მის საჩივარს უპასუხა სტატიით სახელწოდებით „რატომ არ მოხვდა კანიე უესტი ფორბსის მილიარდერების სიაში - ჯერჯერობით“

„მთავარი მიზეზი საკმაოდ მარტივია: რეიტინგი წელიწადში ერთხელ, ჩვეულებრივ გაზაფხულზე გამოდის. როცა 2019 წლის დასაწყისში უესტის ქონება შევაფასეთ, მისი სუფთა კაპიტალი 240 მლნ დოლარს შეადგენდა“ - წერია სტატიაში.

image

სტატიის ავტორი ზაკ ო მელი გრინბერგი ამატებს, რომ უესტთან ზაფხულში ინტერვიუს ჩაწერის დროს არ ახსოვს, რომ 890 მლნ დოლარის ჩეკი ენახოს. ამის გარეშე კი საკმარისი საბუთი არაა, რომ მისი მილიარდერის სტატუსი დამტკიცდეს.


რეპერიდან დიზაინერობამდე

როგორ მიაღწია კანიე უესტმა 53 მლნ დოლარის ვალიდან 240 მლნ დოლარის სუფთა კაპიტალამდე? უესტმა, რომელმაც თავისი პოპულარულობა ატლანტის ხმის ჩამწერ სტუდიაში პროდიუსერობით დაიწყო, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გამოშვება დაიწყო. პროდიუსერმა Roc-A-Fella-მ თავისი ბრენდის Yezzy-ს მთელი იმპერია შექმნა.

ბრენდი Yeezy 2019 წელს 1, 5 მლრდ დოლარად შეაფასეს. შედარებისთვის, ბრენდი Jordan ამავე პერიოდში დაახლოებით 3 მლრდ დოლარს გამოიმუშავებს. ფორბსმა აგვისტოში დაითვალა, რომ კანიემ გადასახადების გადახდამდე 150 მლნ დოლარი გამოიმუშავა, რომელთა უმეტესობა ბრენდ Yeezy-ზე მოდის.

image

Yeezy-ის შესახებ

Yeezy-მა Adidas-თან კონტრაქტი 2013 წელს გააფორმა მას შემდეგ, რაც თავიდან Nike-ს ოჯახის წევრი იყო. კანიე როიალტის წარმოუდგენელ ფასსზე (საბითუმო ფასის 15%), ასევე მარკეტინგის გადასახადზე შეთანხმდა. მაიკლ ჯორდანი ბრენდი Jordan-ის გაყიდვებიდან მხოლოდ 5%-ს იღებს მიუხედავად იმისა, რომ ბოტასების წამყვანი ბრენდის სახეს წარმოადგენს.

„შესაძლოა, ყველაზე შთამბეჭდავი ისაა, რომ უესტი ჯერ კიდევ Yeezy-ს 100%-ს ფლობს. სწორედ ამ მიზეზით მილიონერი ბევრად უფრო ადრე გახდა, ვიდრე მაიკლ ჯორდანი“ - ამბობს ფორბსი ჰიპ-ჰოპ არტისტის შესახებ.

image

„არავის, ვინც კანიესთან ერთად მუშაობს, არ აკვირვებს, რომ მხოლოდ 4 წელში რამდენიმე მილიონი დოლარი ვალი მილიარდ ქონებად აქცია. 100%-ით ამას საკუთარი ძალისხმევით მიაღწია, ბიზნესის 100%-იანი წილის ფლობით“ - ამბობს კიმ კარდაშიანი თავის წარმოუდგენლად წარმატებულ მეუღლეზე.

კანიემ ქალებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შექმნა, რომელიც მისი ცოლის და ცოლის ნათესავების მიერ გაიყიდა. მათ ხომ სოციალურ ქსელებში მილიონობით მიმდევრები ჰყავთ.

image

ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპერი

ფორბსმა 2019 წლის სექტემბერში კანიე ყველაზე მაღალანაზღაურებად რეპერად დაასახელა. 150 მლნ დოლარის გამომუშავებით ვალის ოდენობას თითქმის ორჯერ გადააჭარბა და ჯეი-ზის მეტოქე გახდა, რომელმაც 81 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

2019 წლის ოქტომბერში კანიე თავის ბოლო ალბომი Jesus Is King გამოუშვა და Billbroad-ის ჩატში ნომერ პირველი ადგილი დაიკავა. ალბომი G. O. O. D. Music/Def Jam Recordings აშშ-ში ერთ კვირაში (264 000 ერთეული) გაიყიდა.

image

უძრავი ქონება

2014 წელს კანიემ და კიმ კარდაშიანმა კალიფორნიის შტატში, ჰიდენ-ჰილზში15 667 კვადრატული მეტრი ფართობის სასახლე შეიძინეს. ცნობილი წყვილი სახლის მშენებლობის დასრულებას თავისი ვენახით და შადრევნებით 4 წელი ელოდა. 2018 წელს კრის ჯენერმა დაწერა, რომ უძრავი ქონება 60 მლნ დოლარი ღირს.

2018 წლის სექტემბერში 14 მლნ დოლარად ვაიმონგში რანჩო შეიძინა. 1400 ჰექტარის ფართობის რანჩო იელოუსტოუნის ეროვნული პარკიდან 75 მილში მდებარეობს.

image

უესტ-კარდაშიანების ოჯახი 4700 კვადრატული მეტრი ფართობის ოთხოთახიან South Beach კონდომინიუმს ფლობს. უესტმა კიმს 2018 წელს საშობაო საჩუქრის სახით მაიამიში 14 მლნ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება აჩუქა.


ასევე დაგაინტერესებთ:

პეპსის საიდუმლო, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის: რა შეიძლება იყოს სასმელის სიმბოლო

image

ცნობილი საღეჭი რეზინა Love is გასაოცარი სიყვარულის წყალობით შეიქმნა

image

6 წლის ბიჭმა ლონდონის რესტორნისთვის ლოგო შექმნა

image

საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან

image

პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ

image

0
377
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
377