კინო კინოთეატრ "რუსთაველის" წინ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება 2020, 7 იანვარი, 7:28 ![]() ამავე დღეს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება არიადნა შენგელაიას შემოქმედებითი საღამო. არიადნა შენგელაია(ნამდვილი გვარია შპრინკი)დაიბადა ტაშკენტში(უზბეკეთი, 1937 წელს), 1960 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბელოკუროვის სახელოსნო). სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, რეჟისორი ელდარ შენგელაია.თუმცა ფილმებში უკვე 1957 წლიდან იღებდნენ. ![]() არისტოკრატიული სილამაზის ქალი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობ ქალად აღიარეს. ![]() შენგელაია დაშორდნენ. არიადნა რუსეთში დაბრუნდა და მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიაში დაიწყო მსახიობად მუშაობა. ![]() ![]() ![]() შემდგომ არიადნა შენგელაია კვლავ საქართველოში ბრუნდება, იგი წლებია თბილისში ცხოვრობს, თუმცა უარს ამბობს საჯარო ცხოვრებაზე და 2007 წლიდან მოყოლებული მაყურელის წინაშე არ გამოჩენილა. 13-წლიანი პაუზის შემდეგ კი პირველად მსახიობი საკუთარი ვარსკვლავის გახსნას დაესწრება. ![]() 260 4-ს მოსწონს
|