x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ათასწლეულის ყველაზე ბრძნული გამონათქვამი მეფე სოლომონისგან

მეფე სოლომონის სახელი, მისი მოღვაწეობის პერიოდიდან მოყოლებული, ყოველთვის სიბრძნესთან ასოცირდებოდა და დღესაც ასეა. მან უამრავი აზრი და ციტატა დაგვიტოვა. თუმცა, როგორც ამბობენ, კარ მთქმელს, კარგი გამგებიც უნდაო და ზოგიერთი ციტატის სწორედ აღსაქმნელად და გასაცნობიერებლად, კონტექსტის წაკითხვაც არ იქნებოდა ურიგო.

აქ მეფე სოლომონის ყველაზე ცნობილ და ბრძნულ გამონათქვამს გთავაზობთ, რომელიც, ალბათ, ყველას გაუგია, მაგრამ მისი კონტექსტი, შეიძლება, ბევრს წაკითხული არ ჰქონდეს.


image


«ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ ქვეყანაზე:

არის დრო დაბადების და დრო გარდაცვალების;

დრო ნგრევის და დრო შენების;

დრო ქვების სროლის და დრო ქვების შეგროვების;

დრო დუმილის და დრო საუბრის».


ადამიანი ხშირად ფიქრობს, რომ თავად განსაზღვრავს გარკვეული მოვლენის თარიღს. მაგრამ, ეს ასე არ არის. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გარდა, უამრავი რამ არსებობს: მაგ., გარეომოება, ამინდი, ადამიანების განწყობა, ფინანსები და ა. შ. მიუხედავად იმისა, ადამიანს ეჩქარება, თუ აჭიანურებს, – ყველა მოვლენას თავისი დრო აქვს და ადრე, თუ გვიან, მაინც მოხდება.

ვიღაცას სამუშაოს შეცვლა ეჩქარება, ვიღაცას ოჯახის შექმნა უნდა სასწრაფოდ, ვითაცა ბიზნესის დაწყებას ჩქარობს... მაგრამ, როგორც ამბობენ, მოჩქარეს – მოუგვიანდაო... სიჩქარე საჭირო არ არის. იმ რიტმით უნდა ვიმოძრაოთ, რაც ცხოვრებამ დაგვიწესა და თუ ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ ისე უნდ გაგრძელდეს, როგორც არის. ხოლო, თუ პრობლემა გაჩნდა, მაშინ სიჩქარის შენელებაა საჭირო.

რაც შეეხება ციტატის ბოლო ნაწილს – «არის დრო დუმილის» და «არის დრო საუბრის», – მარტივი არ არის იმის განსაზღვრა, თუ როდის არის დუმილის და როდის საუბრის დრო, რადგან «ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების»... ეს გამოთქმა, განსაკუთრებულ აქტუალობას ჩვენს შემთხვევაში იძენს, როდესაც სოციალური ქსელების არსებობის პირობებში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრი დააფიქსიროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არაფერს ეკითხებიან.

და მაინც, როგორ უნდა განვსაზღვროთ საუბრის დრო?

იგივე მეფე სოლომონი, ამბობდა, რომ მდუმარე ადამიანი ბრძენის შთაბეჭდილებას ტოვებსო... და კიდევ, «ვინც დუმს — ის საკუთარ სულს იცავს, ხოლო ვინც ბევრს საუბრობს — უბედურება მოაქვს საკუთარი თავისთვის» – ესეც ციტატაც მას ეკუთვნის.

ისე, თუ დავფიქრდებით, რაც უფრო ნაკლებს საუბრობს ადამიანი, მით უფრო მეტი დრო აქვს მას ფიქრისთვის. ამასთან, რაც უფრო იშვიათად საუბრობს ის, ყურს უფრო ხშირად უგდებენ და მისი სიტყვაც უფრო მეტად ფასობს.

imageimageimageimageimageimageimage






0
1033
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1033
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0