x
image
ტორნადო07
როგორ დავპატიჟოთ გოგონა პაემანზე?
imageელემენტარული ტექნიკა, რომელიც მუხლობრივად აღწერს იმას თუ როგორ დავპატიჟოთ გოგონა პაემანზე ისე რომ ის დათანხმდეს. რჩევები, როგორ მოვიფიქროთ, სად დავპატიჟოთ... წაიკითხეთ სტატია.

თანაკურსელი, ნაცნობის და, დის დაქალი, უბრალოდ ნაცნობი... ერთი შეხედვით რატომაც არა, მაგრამ რაღაც გაჩერებთ. უარი რომ მითხრას? მერე თვალებში როგორ შევხედო? ბოლოს და ბოლოს სად დავპატიჟო? არა ჯობია ხვალ დავურეკავ...

თუ თქვენ წვეულებაზე, ქუჩაში ან კლუბში შეგხვდათ გოგონა, რომელსაც ესაუბრეთ და ეფლირტავებოდით, ის აუცილებლად უნდა დაპატიჟოთ პაემანზე. ნუ მოძებნით მას სოციალური ქსელში, ნუ დაიწყებთ შემთხვევითი შეხვედრების ძებნას, ნუ გადასცემთ შეტყობინებას მეგობრების საშუალებით, უბრალოდ აიღეთ ტელეფონი, აკრიფეთ მისი ნომერი და...

ჯერ "STOP", იქამდე სანამ დაურეკავთ უნდა მოემზადოთ. არ არსებობს იმაზე უარესი როცა ძლივს გამოსცრით ყურმილში: "მოდი სადმე წავიდეთ... შენ სად გინდა?... შენ როდის გაწყობს?". თამაშის წესები თავიდანვე თქვენ უნდა დასახოთ.


პირველი ნაბიჯი: ეს არის მომზადება. მოიფიქრე მინიმუმ ორი ადგილი სადაც გინდა წახვიდე ამ გოგონასთან ერთად. ეს შეიძლება იყოს კაფე, გამოფენა, გასეირნება პარკში, ან რაიმე "ივენთი". თუ რაიმე საინტერესო იქნება და არა ბანალური კაფე უკეთესია, თუმცა თუ სხვა ვერაფერი მოიფიქრე ესეც წავა. გახსოვდეს ადგილს ადამიანები ალამაზებენ.

ნაბიჯი მეორე: მოიფიქრე შეხვედრის ადგილი და დრო. წინასწარ მოიფიქრე ორიენტირების აღწერა, თუ როგორ აუხსნი გოგონას შეხვედრის ადგილს.image

ნაბიჯი მესამე: მოამზადე ფრაზა. მოიფიქრე რას ეტყვი გოგონას და გაიმეორე ის 30-ჯერ. მალე შენ ამ ფრაზას შენს რჩეულს ეტყვი და ის იდეალური უნდა იყოს.

ეხლა გადადე შიში და დაურეკე მას. რაც უფრო მალე დაურეკავ, მით უფრო მაღალია იმის შანსი რომ გოგონა დათანხმდება. ელაპარაკე დაახლოებით წუთი, გაიგე როგორ აქვს საქმეები, მერე შესთავაზე შეხვედრა (ვარიანტი 1, დრო 1). თუ გოგონას არ აწყობს ან არ აინტერესებს შენ მომზადებული გაქვს სხვა ვარიანტი, თუ ამ შემთხვევაშიც უარი მიიღე დაემშვიდობე და ერთი კვირის მერე დაურეკე.

სულ ეს იყო. მცირე ინსტრუქცია იმის შესახებ თუ როგორ დავპატიჟოთ გოგონა პაემანზე. იმედი მაქვს დაგეხმარება. წარმატებები!!!image

3
699
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
699
  
2012, 6 აგვისტო, 22:37
რატომაც არა? არასოდეს გინერვიულია პაემნის წინ?
2012, 6 აგვისტო, 22:35
ჯერ ეგ ყველაფერი უნდა გამზადო, დალაგო და რეპეტიცია სარკის წინ უნდა გაიაროთ თუ არ ჩაიჭრები მაშინ შეგიძლიათ თავისუფლად შეუდგეთ საქმეს :D
0 1 3