პიტბულმა მოდელს სახე ისე დაუსახიჩრა, რომ პლასტიკურმა ოპერაციამაც კი ვერ უშველა
2020, 3 იანვარი, 19:04
24 წლის ბრიტანელი სუზელ მაკინტოშის ცხოვრება ერთმა საბედისწერო შემთხვევამ ორ ნაწილად გაყო.
გოგონა მეგობრებთან ერთად ბანაკში ისვენებდა, როდესაც მოულოდნელად ერთ- ერთი დამსვენებელის გააფთრებული პიტბულის მსხვერპლი გახდა, რომელმაც სახე წარმოუდგენლად დაუსახიჩრა.
დაზარალებულს დაუყოვნებლივი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სახის ნერვის დაზიანების გამო ექიმებმა სუზელისთვის გარეგნობის სრულად აღდგენა სამწუხაროდ ვერ შეძლეს.
გოგონა იძულებული იყო ბავშვობის ოცნებაზე უარი ეთქვა - მას მოდელობა სურდა და საყვარელ პროფესიაში პირველ ნაბიჯებსაც დგამდა, მაგრამ თავს დამტყდარმა უბედურამ ის დეპრესიაში ჩააგდო.
თუმცა, ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერა გოგონას არა მხოლოდ რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარა, არამედ იმის გაანალიზებაშიც, რომ ამქყვეყნად შეუძლებელი არაფერია.
სუზელმა სპეციფიკური გარეგნობის მიუხედავად მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საკუთარ ოცნებაზე უარი არ ეთქვა, დღესდღეობით დამწყებ ბრიტანელ მოდელს სამოდელო სააგენტოებიდან არაერთი საინტერესო შეთავაზება აქვს.