"ბოლო-ბოლო, ან კანდიდატურა დააყენე, ან ტ...ი! მით უფრო, კვლავ შენი წელი დადგა... ამოვიდა ყელში შენი "კრისობა"! p.s.მე კანდიდატურას ვაყენებ!" - წერს თამაზ მეჭიაური.
ცნობილია, რომ მეჭიაურისა და ქუცნაშვილის დაპირისპირებამ პიკს ბოლო წლებში მიაღწია. ისინი ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან და არც მწვავე საჯარო განცხადებებს ერიდებიან.
.
ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ყვებოდა, რომ მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი (2012-2016) თამაზ მეჭიაური პარტიაში იმიტომ მოხვდა, რომ ქუცნაშვილთან ნათესაური კავშირი აქვს.
ქუცნაშვილისვე თქმით, იმ დროისთვის მეჭიაური "სახლში იჯდა გალოთებული" და "კანდიდატობის ამბიცია ჰქონდა".
"ქართული ოცნების ოფისში და რეგიონალურ შტაბში ჩართვის შემდეგ, როცა ჩემი რეკომენდაცია საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მისი თურმე ამბიცია, რომ უმუშევარი, მაპატიეთ და, ბოდიშს ვიხდი თქვენი მაყურებლის წინაშე, გალოთებული, აი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტი არაფერს არ აკეთებდა, ამას დაადასტურებს ათეულობით და ასეულობით მისი ოჯახის წევრი და მეგობარი, მე მინდა, რომ ადამიანებს შანსი მივცე, მით უმეტესს ვალდებული ვარ, ჩემს ახლობლებზე, ნათესავებზე ვიზრუნო, " - ყვება ქუცნაშვილი. ~
დეპუტატი ყვებოდა, რომ მეჭიაურს უთხრეს, რომ "მისი წარსულიდან გამომდინარე მისი კანდიდატად დასახელება გართულდებოდა", თუმცა თავად ქუცნაშვილმა დაასახელა მისი კანდიდატურად. ქუცნაშვილი განმარტავს, რომ "მეჭიაურის კორუმპირებული წარსული ამის საშუალებას არ იძლეოდა", რის შემდეგაც, მისივე თქმით, ამ ფაქტზე მეჭიაური განააწყენდა და პარტიის დაშანტაჟება გადაწყვიტა. ~
,
"დაშანტაჟება გამოიხატებოდა იმაში, რომ დააყენა თავისი კანდიდატურა თიანეთის რაიონში. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ციხის კადრები და, შესაბამისად, თქვა, რომ მე თუ სიაში არ ჩამწერთ, მე ვიმუშავებ იქითკენ, სადაც გამიხარდება. ჩვენ ბატონ ბიძინას შევხვდით. მაშინ პირველად ნახა ის ბატონმა ბიძინამ, მიუხედავად იმისა, რომ ის სპეკულირებდა იმით, რომ ბატონი ბიძინა მისი კურსელი, მეგობარი და ნათესავი იყო. ეს სიმართლე არ არის, ფორმალური კურსელობის გარდა მათ არაფერი აკავშირებდათ. თათბირზე, ბიძინამ ჰკითხა [თამაზს], რა უნდოდა. ამან უთხრა, დეპუტატობა მინდა. შესაბამისად, ამ ვაჭრობით მოხვდა ქართული ოცნების პარტიულ სიაში, "- აცხადებდა დეპუტატი.
.