x
image
თორ ნიკე
Mediator image
როსტომ ჭაბუკი - ქართული ფოლკლორი
როსტომ ჭაბუკი - ქართული ფოლკლორი


როსტომ ჭაბუკი არის ქართული ფოლკლორის გმირი, სვანეთში აღწერილია, როგორც ტყვედ გაყიდული, შემდეგ ტყვეობიდან გამოქცეული, აშკვირის მთაზე ამოსული და თავისუფალი სვანეთის ხილვით გახარებული პოეტური სახე, რომელიც ფერხულში შემოდის საკუთარი სიმღერით: "ყველგან წვიმს, ყველგან თოვს, თეთრ ეცერს მზე ანათებს". როსტომი, რუსთამი არის სპარსული ეპოსის გმირი, შესულია ფირდოუსის შაჰნამეში, გავრცელებული იყო მთელ აღმოსავლეთში. ეს რაინდი ისე მომხიბლავად არის დახატული, რომ თარგმანის წყალობით, ანუ ლიტერატურული გზით ან შესაძლოა ზეპირმეტყველებითაც - თუ გავითვალისწინებთ სპარსეთთან კულტურულ ურთიერთობასაც, იქცა ქართული ფოლკლორის საყვარელ გმირად. არსებობს მთელი ციკლი ქართული ხალხური "როსტომიანისა", რომლის ტექსტების ჩანაწერთა რაოდენობა 100-ს აღემატება და ცნობილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ის გამოხატავს მატრიარქატის ეპოქიდან პატრიარქატის ეპოქაზე გადასვლის პერიოდში შიდასაზოგადოებრივ სოციალურ ურთიერთობებში მომხდარ ცვლილებებს და ძვრებს. მამათა და შვილთა ბრძოლას, აქ უებრო გმირი, როსტომი ისჯება ბედისწერისგან და მისთვის უცნობ, საკუთარ ვაჟს კლავს ორთაბრძოლაში და ამის გამო იტანჯება.


როსტომ ჭაბუკი


სახელი როსტომი კი არის შემოსული სპარსეთიდან, მაგრამ ის ამბები, რაც აღწერილია ქართულ ხალხურ როსტომიანში გვაროვნული საზოგადოების ადრეულ ხანაში უნდა ჩამოყალიბებულიყო, მასში მოიპოვება ეროვნული ეპოსის დამახასიათებელი ნიშნები, რაც სხვა ხალხთა ფოლკლორში არ გვხვდება. მრავალი საუკუნის განმავლობაში ხალხურმა მოტივებმა საკმაო ცვლილებაც განიცადა, მაგალითად სვანური სიმღერა "როსტომ ჭაბუკი" (სვ. "როსტომ ჭაბიგვ") ასე ახასიათებს როსტომს - "სამეგრელოდან გამოქცეული, სვანეთში დაჭერილი, აფხაზეთში გაყიდული, შემდეგ კვლავ აფხაზეთიდან გამოქცეული სამეგრელოში მოვიდა, სამეგრელოდან ისევ გამოქცეული მთებზე ამოდის, თეთრ ჯორზე იჯდა, ასვლა მოუხდა ატკვერის მთამდე და ვაკე ეცერში უმშვენიერეს სურათს წააწყდა, ყველაგან თოვდა, ყველგან წვიმდა, ვაკე ეცერს კი ამ დროს მზე ანათებდა.



წყარო 1: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.

წყარო 2: ვ. მაცაბერიძე. ქართული ხალხური როსტომიანი "ლიტერატურული ძიებანი". 1958, ტ. 11.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0