x
image
intermedia.ge
Mediator image
ბიბლუსის ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერული წიგნი - არ გამოგრჩეს შენი თაობის რჩეული ლიტერატურა
image


1 . ორი ნაბიჯი შენამდე - რეიჩელ ლიპინკოტი


image


GoodReads Choice Awards 2019-ის გამარჯვებულის გარეშე წიგნის მოყვარულებმა ეს წელიწადი არ უნდა დაასრულოთ.


ნაწარმოები სტელა გრანტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ყველაფრის კონტროლის დაუოკებელი სურვილითაა შეპყრობილი. ამჟამად სტელას ყველაზე მეტად იმის კონტროლი სჭირდება, რომ არ მიუახლოვდეს არაფერს, რამაც, შეიძლება, მისთვის ფილტვების გადანერგვის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას. ერთადერთი რამ, რაც უილ ნიუმენს უნდა, საავადმყოფოდან გაღწევაა. სულაც არ აღელვებს მკურნალობის კურსი და ახალი, საოცარი წამლის გამოცდა. მალე 18 წლის გახდება, მოიხსნის ყველა აპარატს და საავადმყოფოების მიღმა, რეალურად დაათვალიერებს მსოფლიოს...


  • ყვავების ექვსეული - ლი ბარდუგო

  • image


    კეტერდამში რასაც გინდა იყიდი, თუ კარგი გადამხდელი ხარ! ყველაზე უკეთ ეს კაზ ბრეკერმა იცის და მას ეძლევა შანსი წარმოუდგენლად გამდიდრდეს, თუკი ქურდობას ჩაიდენს და სიკვდილს გადაურჩება. თუმცა ყვავების ექვსეულის გარეშე, ის ვერაფერს შეძლებს.


  • „წიგნის ქურდი“ - მარკუს ზუზაკი

  • image


    ამ წიგნის ეკრანიზაცია ბევრისთვის ცნობილია, მაგრამ წიგნს სულ სხვა ხიბლი აქვს და სხვა ემოციების მატარებელია. ასე, რომ წელიწადი ამ წიგნის წაუკითხავად არ უნდა დაასრულოთ.


  • ეკლებისა და ვარდების სამეფო - სარა . მაასი

  • image

    ოდესღაც დიდებული ოჯახი, გაღატაკების შემდეგ, ციხე-დარბაზიდან პატარა კოტეჯში გადასახლდება. სამი დიდან ყველაზე უმცროსი, ცხრამეტი წლის ფერა იძულებულია, შიმშილით რომ არ დაიხოცონ, ძალიან საშიშ ტყეში ინადიროს ხოლმე. ერთ დღეს, ფერა ტყეში მგელს მოკლავს. იმავე საღამოს, მას შინ მხეცისმაგვარი არსება შურისაძიებლად მიადგება. მომაკვდინებელი მაგიით მოცულ მხარეს ფერა მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდებიდან იცნობს და მალე აღმოაჩენს, რომ მისი დამატყვევებელი ცხოველი კი არა, ტემლინია - საშიში, უკვდავი ფეა.


    დაძაბული, რომანტიკული, დამაინტრიგებელი და მძაფრი. ამ წიგნის გამოტოვება არ შეიძლება!



    5. „ფინალი“ - ბეკა ფიცპატრიკი


    image

    „სიჩუმის“ საგის დასასრული:

    „შემდეგ კი ფიქრებით ერთი წლით უკან გადავინაცვლე. მაშინ მეორე კურსზე სწავლას ვიწყებდი, ბიჭისთვის არც მეკოცნა და, შესაბამისად, წარმოდგენა არ მქონდა, წინ რა მელოდა. პაჩი ჩემთვის იმდენად ბევრს ნიშნავდა, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა მიჭირდა.

    მისი სიყვარული და რწმენა ცხოვრებაში ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარებოდა. საზოგადოდ, ბევრ რამეში არ ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ იმაში ბოლომდე შემეძლო დარწმუნება, რომ პაჩი სწორი არჩევანი იყო. მას არცერთ შემთხვევაში, არ დავთმობდი. არასოდეს“

    0
    100
    1-ს მოსწონს
    ავტორი:intermedia.ge
    intermedia.ge
    Mediator image
    100
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0