შოუბიზნესი 7 ვარსკვლავი, რომლებიც ფოტოშოპის მოხმარებაში გამოიჭირეს 2019, 26 დეკემბერი, 17:04 ამ ცნობილმა ვარსკვლავებმა ფოტოებზე იდეალური პარამეტრების მისაღწევად იმდენი ქნეს რომ თავიანთი სხეულის გარშემო ყველა და ყველაფერი ერთნაირად "გაამრუდეს". ალბათ, ჰოლივუდელი ქალბატონების იდეალურ გარეგნობაზე ეჭვიც კი არავის გაუჩნდებოდა, რომ არა მათ "ინსტაგრამ" გვერდზე ატვირთულ სურათებზე ეს აშკარა ფოტოშოპის ნაკვალევი. დანარჩენი თავად ნახეთ.კიმ კარდაშიანი და ბლეკ ჩინაკიმ კარდაშიანს ასე მრუდედ სახლის იატაკის ფილები ან არაპროფესიონალმა ხელოსნებმა დაუგეს, გაბლარულ კარებზე საერთოდ რომ აღარაფერი ვთქვთ, ან თავად სკანდალურმა ტელევარსკვლავმა სცადა საკუთარი სხეულის ფოტოშოპის საშუალებით კორექტირება.ბიონსემილიონობით გამომწერის "გაცურება" ასევე ბიონსემაც სცადა და ფოტოზე თავისი მადისაღმძვრელი ფორმები მოცულობაში საგრძნობლად დაიპატარავა. თუმცა, ანარეკლის შესახებ სულ დაავიწყდა, რომლის მოტყუებაც, ადამიანებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. დააკვირდით ამერიკელი პოპ - ვარსკვლავის ქვემოთ მოცემულ ორ ფოტოსაც, სადაც ფოტოშოპის კვალს ასევე მარტივად იპოვით.მირანდა კერიცნობილმა ავსტრალიელმა სუპერმოდელმა, "Victoria's Secret" - ის ყოფილმა ანგელოზმა და ყველაზე მაგარი ელფის ორლანდო ბლუმის ექს მეუღლემ - მირანდა კერიმ ფოტოშოპთან მუშაობა ასევე არ იცის, მარტო ამ სიყალბეს დააკვირდით.ლედი გაგაეპატაჟის დედოფალმა ლედი გაგამ ცნობიერება იოგათი იმდენად გაიმყარა, რომ ახლა უკვე აზროვნების ძალით, იატაკის ფილების მიმართულებით არა მხოლოდ ტალღებს ავრცელებს, არამედ შორი მანძილიდან სარკეებსაც კი ავიწროებს.კენდალ ჯენერიამერიკელმა მოდელმა და სკანდალური რეალითი შოუს - "კარდაშიანების ოჯახის" ერთ - ერთმა მონაწილემ, ისედაც იდეალური პარამეტრების მქონე კენდალ ჯენერმა რატომ ჩათვალა საჭიროდ ფოტოშოპში საკუთარი ფოტოების დამუშავება უცნობია.ლინდსი ლოჰანიმსახიობსა და მომღერალს ლინდსი ლოჰანს ტანვარჯიშისთვის ოდნავ არათანაბარი ხალიჩა შეხვდა, თუმცა რას იზამ, ვის არ მოსვლია.რაც შეეხება ამ ფოტოს, აქ არც იატაკია თანაბარი და არც კიბე... როგორც ჩანს, საკუთარი კოლეგების მსგავსად, არც ამ ჟღალთმიანი ლამაზმანის ძლიერი მხარეა ფოტოშოპში მუშაობა.ბრიტნი სპირსიმთელი მსოფლიოსთვის თავისი "შესანიშნავი" სხეულის დემონსტრირებისას პოპ- ვარსკვლავმა ვერ გაითვალისწინა, რომ მისი გამომწერები მისგან განსხვავებით ფოტოშოპში ბრწყინვალედ ერკვევიან.13348 2-ს მოსწონს |