ფსიქოლოგია ტანგო ირჩევს ქალურობას _ ცეკვა, რომელიც ქალურ ენერგიას და საკუთარ თავს აღმოგაჩენინებთ 2019, 26 დეკემბერი, 15:18 ტანგო პოპულარული რომანტიკული და სოციალური ცეკვაა, რომელსაც წყვილები ასრულებენ. ის 1880-იანი წლებში, არგენტინისა და ურუგვაის საზღვარზე, დაიბადა. 2009 წლიდან, ის იუნესკოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლთა ნუსხაშია შესული. ეს მოკლე ექსკურსი ამ შთამბეჭდავი ცეკვის ისტორიიდან. დღეს კი ვსაუბრობთ ტანგოზე, როგორც ქალური ენერგიის წყაროზე, რომელიც ნებისმიერ გოგონას თუ ქალბატონს დააინტერესებს. როგორც პაულო კოელიომ თქვა: „როცა ცეკვავ, გაქვს ფუფუნება, იყო ის, ვინც ხარ“.
რამდენიმე ათწლეულია, რაც ქალმა ჩაიცვა შარვალი, თმა მოკლედ შეიჭრა და თქვა, რომ მამაკაცის თანასწორია. ეს კი არაერთხელ დაამტკიცა. რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობრივი საკითხია. უდავოდ კარგია, რომ ჩვენ ახლა სერიოზულად აღგვიქვამენ პატრიარქალურ საზოგადოებაში, მაგრამ ისიც მართალია, რომ ქალებმა დაიჯერეს, რომ წარმატების მისაღწევად, საჭიროა ქალური ენერგიის მიჩქმალვა და მამაკაცურის გამოღვიძება. იმდენად, რამდენადაც ჩვენში ორივე ენერგიაა, ინის შესახებ დავივიწყეთ და იანი წამოვწიეთ წინ. დაგვავიწყდა რომ, დიახ, უფლებები უნდა იყოს თანასწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირი თანდაყოლილი თვისებები, ანუ, შინაგანი ბუნება უნდა გვქონდეს. მამაკაცური თვისებებია: მისწრაფება, კონცენტრაცია, თავდაჯერებულობა. ისინი მუდამ მომავალზე არიან ორიენტირებული და მიზნისკენ ჯიქურ მიდიან, რათა თავიანთი მისია შეასრულონ. მეორეს მხრივ კი, ქალური ენერგია უფრო მეტად ორიენტირებულია კავშირზე, ზრუნვასა და ემპათიაზე. ქალი წმინდა ენერგიაა და ის მდინარის ნაკადივით ცვალებადია. ქალები ემოციური არსებები არიან. ისინი დაიბადნენ, რომ მიიღონ. ამიტომ, მათ სიყვარულის უდიდესი წყურვილი აქვთ, და მხოლოდ მაშინ გრძობენ თავს შემდგარ არსებებად, როცა ისინი უყვართ. მარიანა ფერნანდეზი არგენტინელი მოცეკვავე, მსახიობი, სამსახიობო ქოუჩი, არგენტინული ტანგოს ქორეოგრაფი და, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ის არგენტინელი ქალია, რომელსაც ქალურობა ნამდვილად არ აკლია. მარიანა ტანგოს ასწავლის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ცოტა ხნის წინ, ნინო ლოთიშვილთან, თავის მოსწავლესთან ერთად, გადაწყვიტა, ტანგო ქალური ენერგიის სამსახურში ჩააყენოს. ის პროექტის „ტანგო ირჩევს ქალურობას“ თანაავტორია. „მე ვმუშაობ ტანგოს ქალთა ტექნიკაზე, თუმცა, წყვილებსაც ვასწავლი. ქალთა ტექნიკაზე უკვე 5 წელია, ვმუშაობ, “ გვიმხელს მარიანა. „ნინომაც და ბევრმა სხვა მოსწავლემაც მითხრა, რომ მათ თავიანთი თავი აღმოაჩინეს და რომ მე მათ ამაში ძალიან დავეხმარე. გოგონები მეუბნებოდნენ, რომ მათ თავიანთი ღირსება და ენერგია იგრძნეს. ეს პირველადაა, როცა სხვადასხვა ტექნიკებს გამოვიყენებთ. გარდა ტანგოსი და თერაპიული საუბრისა, იქნება სუნთქვისა და კონცენტრაციის ტექნიკები. ეს იქნება ასევე სხეულის წრთვნა იმისათვის, რომ თითოეულმა ქალმა თავისი ქალურობა აღმოაჩინოს. ამოსავალი წერტილი კი ის არის, რომ ჩვენ ამ მიღებულ ცოდნას ერთმანეთს ვუზიარებთ, რადგან მარტოობაში საკუთარი თავის აღმოჩენა რთულია.“ wall14.hdgiphy.tech ნინო ლოთიშვილსაც გავესაუბრეთ: „გარდა იმისა, რომ ტანგოს საბაზისო მოძრაობებს ისწავლიან, ამ ვორქშოპის მონაწილეები ქალურ ენერგიასთან კავშირზე გავლენ. თანამედროვე, განუწყვეტელი ფიქრებით დატვირთულ სამყაროში, ქალმა თითქოს დაკარგა მგრძნობიარობა. ის ბუნებით მზრუნველი, ემპათიური და უპირობოდ მოსიყვარულე არსებაა. კაცს მასში სწორედ ეს საპირისპირო თვისება იზიდავს. უფრო მეტიც, მამაკაცი ქალისგან სწავლობს სიყვარულს და ნდობას, რაც ქალს თანდაყოლილი აქვს. დღეს კი სამწუხაროდ, ქალებიც უფრო მეტად გონისმიერები გავხდით და მამაკაცებივით ბევრს ვფიქრობთ. შედეგად, რთულია, დავინახოთ პლუსის და მინუსის მიზიდულობა, ერთგვარი რისკიც შესაძლოა შეინიშნებოდეს, რადგანაც ორი პლუსი განიზიდება ერთმანეთისგან.“ კითხვაზე, საკმარისია თუ არა ვორქშოპზე ერთხელ დასწრება, ნინომ მოგვიგო: „ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი პიროვნული ზრდის ნაწილია და ამიტომ, ერთჯერადი არ უნდა იყოს. ეს პროცესია და ამიტომ, აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავს ვორქშოპებს ქალებისთვის. ამ ყველაფრის მიზანია, ბავშვურ ოცნებებთან, ანუ ნამდვილ მესთან დაგვაბრუნოს. მაგალითად, მე ბავშვობაში უამრავი კრეატიული გატაცება მქონდა, ვცეკვავდი, ვხატავდი და ვწერდი. მერე იყო დიდი ხნის წყვეტა და უფრო გონებრივი აქტივობები. სხვადასხვა ტექნიკებთან ერთად, ტანგოს პრაქტიკამ ისე გამხსნა, რომ აღდგა კავშირი ჩემ შემოქმედებით უნარებთან. „ Amazon.co.uk ტანგო, როგორც მოგეხსენებათ, წყვილების ცეკვაა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ქალები ცეკვავენ. ტანგოში, რა თქმა უნდა, მამაკაცია წამყვანი, და ქალები მათ მივყვებით, მაგრამ, მარიანას თქმით, ამ ვორქშოპზე დავეუფლებით ცოდნას, თუ როგორ არ ვიყოთ მარიონეტები. „მართალია, მამაკაცს მიჰყავს ცეკვა, მაგრამ ჩვენ ცეკვის სილამაზეს ვქმნით. მამაკაცის როლია, მოგვცეს თავისუფლება და სივრცე. ვფიქრობ, ტანგო დაეხმარება წყვილებს პირად ურთიერთობებშიც, რადგან ცეკვებში, და განსაკუთრებით, ტანგოში, ჩვენ ვმუშაობთ არავერბალურ კომუნიკაციაზე. რა თქმა უნდა, ერთ ჯერზე არ იქნება საკმარისი, მაგრამ მთავარია, ქალებმა დაიწყონ. ეს პროცესი კი საკუთარი თავის ირგვლივ დასმული კითხვებით, ახალი შესაძლებლობების და პოტენციალის აღმოჩენით იწყება.“ ჩანს, შეხვედრა მრავალფეროვანი და დინამიური იქნება, რადგან ერთმანეთს ჩაანაცვლებს საუბარი, ცეკვა და რეფლექსია. არ აქვს მნიშვნელობა, ოდესმე გიცეკვიათ თუ არა. ნებისმიერი ასაკის ქალს გელოდებათ ეს ღონისძიება, რათა მეტად გაიხსნათ სამყაროსადმი. „როცა ბავშვები ვიყავით, ბევრს არ ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა და რა - არა. ახლაც ვეცდებით, რომ ისევ ისეთი ანცები, ლაღები და ხალისიანები გაგხადოთ და ასე ვიცეკვოთ ერთად ტანგო, “ აღნიშნავს არგენტინული ტანგოს სპეციალისტი. 56 შეფასება არ არის
|