x
image
intermedia.ge
Mediator image
"ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უდი­დე­სი სტრე­სია"- ანა ქურთუბაძე, "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომლის ოჯახშიც ყველა მღერის
image

"მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" კონ­კურ­სან­ტებს მე­ო­რე ლა­ივ­კონ­ცერ­ტზე რთუ­ლი ამო­ცა­ნა ჰქონ­დათ - ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სი­ე­ბი, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი - "მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი" (ძვე­ლი "გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა") ას­რუ­ლებს, სა­კუ­თა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბით უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­უძ­ლეს გა­მოც­დას, იყო ღელ­ვა, ემო­ცი­ე­ბი...


აუთ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვდნენ მა­რი­ამ მა­ხა­თა­ძე და ანა ქურ­თუ­ბა­ძე, თუმ­ცა პრო­ექ­ტის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­დი­უ­სერ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ ორი­ვე გა­და­არ­ჩი­ნა. მან ვე­ტოს უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა.


ანა ქურ­თუ­ბა­ძეს პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია, მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. იგი ბავ­შვო­ბი­დან მღერის, რად­გა­ნაც მუ­სი­კა­ლურ ოჯახ­შია და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი. მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დი ყო­ფი­ლა. იყო ასე­თიც, რო­დე­საც 2008 წელს „ჯე­ოს­ტა­რის“ კონ­კურ­სზე ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯა, თუმ­ცა მა­შინ მალე და­ტო­ვა კონ­კურ­სი, თან ამ­ბობს, რომ „თე­ატ­რა­ლუ­რის“ პირ­ველ­კურ­სე­ლი იყო და ბევ­რი რამ კი­დევ სას­წავ­ლი ჰქონ­და.



"რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა გვქონ­და, ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი ჩვე­ნე­უ­ლად უნდა შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა. არა­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი შექ­მნი­ლი და მორ­გე­ბუ­ლია ერთ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზე - ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვილ­ზე, მისი ხმის დი­ა­პა­ზონ­ზე. კონ­კურ­სზე კი მას ირ­გებ­და შოუს 9 მო­ნა­წი­ლე, სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი.


ნამ­დვი­ლად გაგ­ვი­ჭირ­და. ჩემი სიმ­ღე­რაც ძა­ლი­ან „დაბ­ლა“ იწყე­ბო­და, კა­ცის ტო­ნა­ლო­ბა­ში, მერე ისევ მაღ­ლა უნდა „ავმხტა­რი­ყა­ვი“. ამ ყვე­ლა­ფერს ღელ­ვაც ახ­ლდა. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არ მე­გო­ნა, თუ აუთრსა­ი­დე­რებ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, რად­გა­ნაც მი­მაჩ­ნია, რომ ცუ­დად არ მიმ­ღე­რია...


მოკ­ლედ, რთუ­ლი დღე იყო, ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი ემო­ცია მი­ვი­ღე, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ტური შედ­გა და ყვე­ლამ ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით ეს მო­ვა­ხერ­ხეთ. პირ­ვე­ლი უც­ნა­უ­რო­ბა, რო­გორც ვთქვი, ის იყო, რომ ჯერ აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოვ­ხვდი, მერე გა­ვი­გე, რომ სა­ერ­თოდ გავ­ვარ­დი, პრო­ექ­ტი დავ­ტო­ვე და შემ­დეგ კი ნიკა გვა­რა­მი­ამ კონ­კურ­სში დამ­ტო­ვა.



რა­ტომ მო­ვე­დი "მხო­ლოდ ქარ­თულ­ში"?


თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მიყ­ვარს და მინ­დო­და, რა­ღაც ახა­ლი მომ­ხდა­რი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ამას­თან, მე­გობ­რე­ბიც სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: მიდი, გადი „მხო­ლოდ ქარ­თულ­ზეო“. მა­თაც და­ვუ­ჯე­რე, მაგ­რამ რა­საც ვე­ლო­დი, იმა­ზე ბევ­რად რთუ­ლი რამ აღ­მოჩ­ნდა. ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უდი­დე­სი სტრე­სია.


image


ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კვი­რა­ში ერთხელ ახალ-ახა­ლი სპექ­ტაკ­ლი მაქვს - პრე­მი­ე­რას ვთა­მა­შობ და მას პრე­მი­ე­რას ვა­და­რებ. ოღონდ, ლა­ივ­ზე მე­ტად ვნერ­ვი­უ­ლობ, რად­გან ის ჩემი პრო­ფე­სი­აა და ბევ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. თან, აქ ჟი­უ­რი, მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ფა­სებს, მაგ­რამ ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­როც არის.


არა­ერთ გუნდთან მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ უნდა ვთქვა, რომ „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გუნ­დია. იმ­დე­ნად ერ­თად და შეკ­რუ­ლად მუ­შა­ო­ბენ, რომ გა­ოც­დე­ბი, თან, ამის უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, რაც ლა­ი­ვებ­ზეც აი­სა­ხე­ბა. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მა­გარ ადა­მი­ა­ნებ­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა.


მთა­ვა­რი საქ­მე - თე­ატ­რი


ჩემი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თე­ატ­რში დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია. უბე­დუ­რია მსა­ხი­ო­ბი, რო­დე­საც სცე­ნის გა­რე­შე ცხოვ­რობს და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი არ არის.


მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატრს დიდი ად­გი­ლი უკა­ვია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ალ­ბათ ბა­ნა­ლუ­რი ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ მას სახ­ლს ვა­და­რებ. იმი­ტომ, რომ იქ დიდ დროს ვა­ტა­რებ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის დად­გმა იწყე­ბა. ჩვე­ნი რე­ჟი­სო­რი, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა - "აბა, და­ტო­ვეთ სახ­ლში თქვე­ნი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, რომ ხან­და­ხან შეგ­ხე­დონ“, რად­გა­ნაც მარ­თლა თე­ატ­რში ვა­ტა­რებთ დროს.


image


სე­რი­ა­ლე­ბი, სე­რი­ა­ლე­ბი...


ალ­ბათ 6-7 სე­რი­ა­ლია, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და ახ­ლაც გა­დის ერთ-ერთი. ეს საქ­მე იმა­ში მეხ­მა­რე­ბა, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი ვიყო და რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, უფრო მო­თხოვ­ნა­დი.


მა­ყუ­რებ­ლის­გან ვი­ღა­ცას ცხა­დია, უყ­ვარ­ხარ, ვი­ღა­ცას - არა, მაგ­რამ თვი­თონ ამ საქ­მი­დან და­დე­ბით ემო­ცი­ას ვი­ღებ. ეს ჩემი პრო­ფე­სი­ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია და ესეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თუმ­ცა გა­მოვ­ყოფ­დი სე­რი­ალს „შუა ქა­ლაქ­ში“, სხვა­ნა­ი­რი ფორ­მა­ტია, „სიტ­კო­მია“ (სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დია). ამ ჟანრ­ში ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ იქაც თე­ატ­რის „სუნი“ ტრი­ა­ლებს, რად­გა­ნაც იქაც მა­ყუ­რე­ბე­ლი ეს­წრე­ბა და თან, პა­ვი­ლი­ონ­ში გა­და­ღე­ბაც მი­დის.


ბა­ბუა - ცნო­ბი­ლი ლოტ­ბა­რი


ბა­ბუ­ას, ტრის­ტან სი­ხა­რუ­ლი­ძეს ზოგი "ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის ბულ­ბულს" ეძა­ხის. უმე­ტე­სად გუ­რულ სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლებს. ძა­ლი­ან ხში­რად, წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ამე­რი­კე­ლე­ბი, ფრან­გე­ბი და არა­ერ­თი ქვეყ­ნი­დან სტუმ­რე­ბი ჩა­დი­ან მას­თან და ბა­ბუა გუ­რულ სიმ­ღე­რებს ას­წავ­ლის. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო პრო­ცე­სია, რო­დე­საც ისი­ნი ქარ­თულ ტექ­სტებს იწე­რენ... უსა­ზღვროდ მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან...


image


ბაბუ 82 წლი­საა და გუ­შინ პრა­ღა­ში გაფ­რინ­და. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, ოზურ­გეთ­ში ფოლკ­ლო­რუ­ლი სკო­ლა აქვს და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლია.


მა­მა­ჩე­მიც მღე­რო­და, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ცო­ცხა­ლი აღარ არის, მა­მის მშობ­ლე­ბიც კარ­გად მღე­როდ­ნენ... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რძლე­ბიც კი, ვინც ჩვენს ოჯახ­შია, ყვე­ლა მღე­რის, რა­ზეც ბაბუ ამ­ბობს ხოლ­მე - "ჩვენს ოჯახ­ში ქა­თა­მიც მღე­რის".


სა­ნა­თე­საო სიმ­ღე­რით და ღი­ღინ-ღი­ღი­ნით და­დის, მაგ­რამ ახლა რა საქ­მე­საც შე­ვე­ჭი­დე, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რა­მაა. კონ­კურ­სის­თვის ნამ­ღე­რი, მარ­თლა სხვა რა­ღაც ყო­ფი­ლა. სა­კონ­კუ­რო სიმ­ღე­რებს თვი­თონ არ ვირ­ჩევთ. ყო­ველ ტურ­ზე მა­რი­ნა ბე­რი­ძე ცდი­ლობს, თავი სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში გა­მოვ­ცა­დოთ. ეს ძა­ლი­ან მომ­წონს. ასე დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებთ და ბო­ლოს სა­კუ­თარ ნი­შა­საც იპო­ვი.


გვი­ხა­რია, რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძე ჩვენ­თან არის, სულს და გულს დებს საქ­მე­ში - მთე­ლი ღამე არ მძი­ნავს და ვფიქ­რობ თქვენს რე­პერ­ტუ­არ­ზე, ვის რა მო­უხ­დე­ბა, რო­მე­ლი სიმ­ღე­რა აჯო­ბებ­სო. მე და მა­რი­ამ მა­ხა­თა­ძე აუტ­სა­ი­დე­რებ­ში რომ მოვ­ხვდით, "ვა­ი­მეო" - უცებ შეს­ძა­ხა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვინც უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩვენს ად­გი­ლას, იმა­ვეს იტყო­და. ასე რომ, დიდი მად­ლო­ბა მას და სა­ერ­თოდ პრო­ექტს!

0
118
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0