რუსეთის შსს-ს მინისტრის თანაშემწე ქალმა ეს ოფიცერი გოგო შურის გამო სამსახურიდან მოახსნევინა
ეს ულამაზესი რუსი გოგო, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსკოვის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი ოპერატიული პოლკის ყოფილი ოფიცერი ტატიანა ზიმაა.
პოლიციის აკადემიის დამთავრების შემდეგ გოგომ სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა და მალევე გაითქვა სახელი, როგორც პროფესიონალური თვისებების მატარებელმა ოფიცერმა.
სწორედ ამ თვისებების და მებრძოლი ხასიათის გამო გადაიყვანეს შედარებით დაბალი რანგის სამსახურიდან მოსკოვის პოლიციის მთავარი სამმართველოს
ოპერატიულ პოლკში.
თუმცა გოგონამ პროფესიულ წარმატებებზე მეტად სახელი გაითქვა, როგორც ულამაზესმა ოფიცერმა და უბრალოდ ძალიან ლამაზმა გოგონამ. გოგონა რამდენიმე ზე ცნობილ რუსულ შოუში მიიწვიეს, რამაც ფურორი მოახდინა, ეს კი მხედველობიდან არ გამორჩენია რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ ქალს, პოლკოვნიკ ირინა ვოლკს, რომელმაც ტატიანაში კონკურენტი დაინახა და იმდენი მოახერხა ტატიანა ჯერ კადრების განკარგულებაში გადააყვანინა, შემდეგ კი საერთოდ დაითხოვეს სისტემიდან მისივე ბრძანებით და მოთხოვნით.
გასაკვირი ისაა, რომ ტატიანას მთელი მისი სამსახურეობრივი კარიერის მანძილზე ერთი საყვედური და გაფრთხილება არა აქვს მიღებული.
ეს ულამაზესი გოგონა უბრალოდ ქალურმა შურმა დაღუპა, არავინ იცის მომავალში რა მოხდება, მაგრამ ეს ულამაზესი გოგონა ამ ეტაპზე უმუშევარია.
ეს პოლკოვნიკი ქალი კი რუსეთის შსს-ს მინისტრის თანაშემწე, მწერალი და ჟურნალისტი ირინა ვოლკია, რომელმაც მოახსნევინა ტატიანა სამსახურიდან.
ეს ულამაზესი გოგონა კი ტატიანა ზიმაა