x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ოქროს საწმისი
ოქროს საწმისი


ოქროს ვერძი იყო მითიური ცხვარი, რომელიც ქვეყანას მოევლინა ზღვათა და ოკეანეთა ღმერთის, პოსეიდონისა და ცხვრის შეჯვარების შედეგად. ღრუბელთა ქალღმერთმა ნეფელემ, გმირ ათამანტის პირველმა ცოლმა, ფრიქსესა და ჰელეს დედამ სწორედ ეს ცხვარი გამოუგზავნა თავის შვილებს დიდი ხიფათისგან დასაცავად, როცა მათმა ბოროტმა დედინაცვალმა ინომ ნეფელეს შვილების დაღუპვა მოინდომა და გვალვისგან ქვეყნის დასახსნელად მათი დაკვლა გადაწყვიტა, ღრუბლის სახით მოვლენილმა დედამ შვილები გადაარჩინა.


ოქროს ვერძი


პოსეიდონის დიდებული შვილის - ოქროს ვერძის ზურგზე შესვა და კოლხეთს გაამგზავრა. კოლხეთისკენ მოგზაურობისას შავი ზღვის გადაკვეთის დროს ჰელე გადავარდა და დაიხრჩო სრუტეში, რომელსაც მისი სახელი ეწოდა, ფრიქსე კი ჩავიდა აიეტთან, მისი გადამრჩენელი ოქროს ვერძი ფიქსიოსს - ლტოლვილთა მფარველ ზევსს შესწირა და მისი წმინდა ტყავი - ოქროს საწმისი დაჰკიდეს კოლხეთში მდებარე არესის ჭალაში. სწორედ ეს ტყავი იქცა შემდგომში არგონავტების ლაშქრობის მიზეზად და მიზნად.



ოქროს საწმისი


მცველად ამ განძს აიეტმა დიდებული კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი მიუჩინა, რომელიც შემდგომში მედეამ შელოცვით (ან ორფევსმა ქნარით) ჩააძინა. მითში უდავოდ აისახა ისტორიული სინამდვილე. კოლხეთი ცნობილი იყო ოქროს ქვიშით, რომლის მოპოვების საიდუმლოსაც ბერძნები დაეძებდნენ. შესაძლოა საწმისი ან ბეწვი იყო, მიმნერმეს "დიდი საწმისი" ("მეგა კოასი", ფრაგ. 11), რითაც ოქროს გამორჩევა ხდებოდა, ან - წიგნი, რაშიაც ოქროს მოპოვების წესი იყო აღწერილი.


ოქროს საწმისი


ოქროს საწმისი, როგორც პოეტური ტერმინი, სიმდიდრის სინონიმი, საოცნებო განძეულის სიმბოლო, ისევე როგორც მდიდარი, ძლიერი და განათლებული ქვეყნის, კოლხეთის ძვ. საქართველოს სახელი, მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ იცოდა ათასწლედების განმავლობაში და თუ ვინმე ამას უგულებელყოფს, ეს ან უმეცრების შედეგია, ან სულიერი უმწეობით ფაქტის უგულებელყოფისა (მაგალითად, მატე მაიორის "არქიტექტურის ისტორიის", I ტომის გერმანულ თარგმანს 1977 წ. დაერთო რუკა, რომელზედაც არ არის დატანილი ოქროს საწმისი ქვეყანა - კოლხეთი - ის, რაც 100 წლის წინანდელ, გერმანიაში გამოცემულ ატლასებსა და ყველა სხვა ანალოგიურ ისტორიულ რუკაზე აღნიშნულია. პინდ. პით. 4, 70); სვანეთში შემორჩა ოქროს მოპოვების წესი ცხვრის წყავით. ვანის და დასავლეთ საქართველოს სხვა სამარხებში ასობით ოქროს კოლხური ნივთია ნაპოვნი. არქეოლოგებმა მითი რეალობად აქციეს.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


ოქროს საწმისი


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


12
852
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
852
  
2021, 23 მაისი, 19:16
ეს იცოდით?
ზოდიაქოს ნიშანი "ვერძი" მოდის კოლხური ოქროს საწმისიდან. მისი სახელობის ზოდიაქოს ნიშანია. ძველ დროში მიიჩნეოდა რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიელები (ღირსეულები, დაწინაურებულები) იყვნენ. ამ ნიშანს პლანეტა მარსი განაგებს...
"Aries is the first astrological sign in the Zodiac, named for the constellation of Aries, called "The Ram" in the Greek tradition, after the golden ram that rescued Phrixos, taking him to the land of Colchis. Individuals born when the Sun was in this sign are considered "Aries individuals" or "Arians". In Western astrology, Aries is considered a "masculine", positive (extrovert) sign. It is also considered a fire sign, and is one of four cardinal signs. Aries is ruled by the planet Mars.
2020, 9 დეკემბერი, 2:28
Order of the Golden Fleece

There were 1800 semi-independent states in the Holy Roman empire (800–1806 AD.). It was a great Central European Germanic Reich. The states that composed the Empire, while enjoying a unique form of territorial authority (called Landeshoheit) that granted them many attributes of sovereignty, were never fully sovereign states as the term is understood today. In the 18th century, the Holy Roman Empire consisted of approximately 1800 such territories - states, the majority being tiny estates owned by the families of Imperial Knights. Empire was destroyed by Napoleon.
Duchy of Burgundy (918–1482) was totally independent state, but sometimes it was the part of the Holy Roman empire and semi-independent.
Philip the Good (French: Philippe le Bon; Dutch: Filips de Goede; 31 July 1396 – 15 June 1467) was Duke of Burgundy from 1419 until his death. **He became the 1st Grand Master and Knight of the Order of the Golden Fleece and the founder of this great order, as he announced himself as a descendant of the Colchian Medea and Greek Jason.
2020, 9 დეკემბერი, 2:28
He was a member of a cadet line of the Valois dynasty, to which all the 15th-century kings of France belonged. During his reign, the Burgundian State reached the apex of its prosperity and prestige and became a leading center of the arts. Philip is known in history for his administrative reforms, his patronage of Flemish artists such as Jan van Eyck and Franco-Flemish composers such as Gilles Binchois, and the capture of Joan of Arc. In political affairs, he alternated between alliances with the English and the French in an attempt to improve his dynasty's position. As ruler of Flanders, Brabant, Limburg, Artois, Hainaut, Holland, Luxembourg, Zeeland, Friesland and Namur, he played an important role in the history of the Low Countries also known as the Low Lands (Belgium, the Netherlands, and Luxembourg).
The Distinguished Order of the Golden Fleece (Spanish: Insigne Orden del Toisón de Oro, German: Orden vom Goldenen Vlies) is a Catholic order of chivalry founded in Bruges by Philip the Good, Duke of Burgundy, in 1430, to celebrate his marriage to Isabella of Portugal. Today, two branches of the order exist, namely the Spanish and the Austrian Fleece; the current grand masters are Felipe VI, King of Spain and Karl von Habsburg, head of the House of Habsburg-Lorraine, respectively. The Grand Chaplain of the Austrian branch is Cardinal Christoph Schönborn, Archbishop of Vienna.
2020, 9 დეკემბერი, 2:28
The separation of the two existing branches took place as a result of the Spanish War of Succession. The grand master of the order, Charles II of Spain (a Habsburg) had died childless in 1700, and so the succession to the throne of Spain and the Golden Fleece initiated a global conflict. On one hand, Charles VI, Holy Roman Emperor, claimed the throne as an agnatic member of the House of Habsburg, which had held the throne for almost two centuries. However, the late king had named Philip of Bourbon, his sister's grandchild, as his successor in his will. After the defeat of the Habsburgs in 1714, Philip was recognized as king of Spain and the fate of the order was never clearly decided. The two monarchies, namely the kings of Spain and emperors of Austria, have ever since continued granting the Golden Fleece in relative peace.
The Golden Fleece, and particularly the Spanish branch of the order, has been referred to as the most prestigious and historic order of chivalry in the world. De Bourgoing wrote in 1789 that "the number of knights of the Golden Fleece is very limited in Spain, and this is the order, which of all those in Europe, has best preserved its ancient splendour". Each collar is fully coated in gold, and is estimated to be worth around €50,000 as of 2018, making it the most expensive chivalrous order. Current knights of the order include Queen Elizabeth II, Emperor Akihito of Japan, former Tsar Simeon of Bulgaria, and Queen Beatrix of the Netherlands, amongst 13 others. Knights of the Austrian branch include 33 noblemen and princes of small territories in Central Europe, most of them of German or Austrian origin.
2019, 26 დეკემბერი, 4:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 25 დეკემბერი, 10:14
ზურა, ჩემო დიდო კოლხო ;-) როგორც დიდებული სიდჰარტა გაუტამა ბუდჰა ბრძანებდა - "სამი რამ ვერ დაიმალება სამუდამოდ: მზე, მთვარე და სიმართლე". მე უკვე ჩამოვწერე დედამიწაზე უძველესი დროიდან რაც კი ყოფილა ყველა კულტურა თავისი მდებარეობით, მოსახლეობის გენეტიკური და ანთროპოლოგიური მონაცემებით. 600-ზ მეტი ქრისტემდელი კულტურაა ჩამოწერილი. არცერთი არ გამომრჩენია და 40 თაბახის გვერდი აქვს შევსებული ქრისტემდე რაც იყო მარტო იმ კულტურებს და სახელმწიფოებს. თან ინგლისურად ვწერ და არაფერს დავტოვებ ნათელმოუფენს ისტორიაში. რაც მეტს ვსწავლობ გაოგნებული ვარ იმხელა ადგილი აქვს კაცობრიობის ისტორიაში ჩვენს მოდგმას.
2019, 25 დეკემბერი, 10:06
,,ბევრი რამ არის, ჩემო ჰორაციო, ამ დედამიწაზე, რაიც ჩვენს ფილოსოფოსთ არც დასიზმრებიათო,, - შექსპირი წერდა, ჰოდა, ერთი სიცოცხლე ცოტაა ამდენი ინფორმაციის მოსაპოვებლად და გადასახარშად))
2019, 25 დეკემბერი, 10:04
რამდენი რამე არ გვცოდნია კოლხეთის შესახებ.ჩვენთან საერთოდ არ ახსენებენ ისტორიის სახელმძღვანელოებში კოლხეთს.არადა,ჯეკ ლონდონი წერს,რომ ჩვენო,აშშ-ს სკოლებშიო კოლხეთის და ოქროს საწმისის შესახებ ლექსებს და ლეგენდებს გვასწავლიდნენო და ლექსის ნაწყვეტიც მოჰყავს თუ არ ვსცდები ,,მარტინ იდენში".საქართველოში კი ჩამი-ჩუმი არ ისმის.
2019, 25 დეკემბერი, 9:59
მით უმეტეს ფაქტია, რომ უამრავი საზღვაო ქალაქი დააარსეს ბერძნებმა კოლხეთში და ასევე მე-19 საუკუნემდე უამრავი ბერძენი ცხოვრობდა ლაზეთში ლაზების (კოლხების) გვერდით უხსოვარი დროიდან, სანამ თურქებმა არ მოახდინეს მათი გენოციდი და ეთნოწმედა და გადარჩენილები არ გადაასახლეს ისევ საბერძნეთში. კუნძულ კრეტაზე კი არაინდოევროპული ცივილიზაცია, კოლხებთან უახლოესი მონათესავე ცივილიზაცია ყვაოდა ძვ.წ. 3000 წლიდან ძვ.წ. 1450 წლამდე, სანამ კუნძულ სან-ტორინზე მომხდარმა მიწისძვრამ არ დაასუსტა ეს ცივილიზაცია. მაგრამ უდიდესი როლი შეასრულეს ბერძნების როგორც ერის და ასევე მათი კულტურის ფორმირებაში. ზევსიც კი მაგალითად კრეტაზე დაიბადა.
2019, 25 დეკემბერი, 9:55
მართალი ხარ, თორნიკე, ამ საწმისისა არ იყოს, დიდი ხანი დასჭირდა ჩემს ტვინს, რომ ცხვრის ტყავით ჭურჭელი შემეცვალა))) ხშირად მიფიქრია მითებისა და ლეგენდების წარმომოშობაზე, ბერძნულ-რომაული მითოლოგია იმდენად რთულსიუჟეტიანი და სახელებით მდიდარია, რომ ძალიან ბრძენი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ქმნიდა მას)არც ბერძნებთან ნათესაური კავშირი გამიკვირდება... გახსოვს, ხევსურულ ზღაპარში ,,გოჯილა,, შემხვდა და იაპონურადაც ასე ჟღერდა, ასევე კარატეც და ბერძნებთან რომ კავშირი არ გვქონდეს, სწორედ ეგ იქნებოდა გასაკვირი)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10