x
image
intermedia.ge
"ბევრი ვიწვალე, მაგრამ ჟიურიმ მაინც მე გამიშვა..." - მარტა ბარამიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ
image


"მას­ტერ­შე­ფის" ფი­ნა­ლის­ტთა ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. 22 დე­კემ­ბრის ეპი­ზო­დი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ძა­ბუ­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე აღ­მოჩ­ნდა. შოუ მარ­ტა ბა­რა­მი­ძემ და­ტო­ვა, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა:


"მარ­ტა რო­გორ გა­აგ­დეთ, თქვე არას­წო­რე­ბო?!"; "სხვა გა­საგ­დე­ბი ვე­რა­ვინ ნა­ხეთ?"; "მარ­ტა არ უნდა გა­გეშ­ვათ, ყვე­ლას ჯობ­და"; "მარ­ტა რო­გორ გა­უშ­ვით, მა­სეთ ადა­მი­ა­ნებს უნდა მის­ცეთ შან­სი" - წე­რენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში "მას­ტერ­შე­ფის" ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე.


რას ფიქ­რობს მარ­ტა ბა­რა­მი­ძე პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, უარ­ყოფს თუ არა დი­მუს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­მა­ვალ­ში - ამა­ზე კონ­კურ­სან­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:



image


- რო­გორ ფიქ­რობ, რა­ტომ და­ტო­ვე პრო­ექ­ტი?


- რომ წა­მო­ვე­დი, ძა­ლი­ან და­ვით­რგუ­ნე. ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი მქონ­და: რა მოხ­და, რა­ტომ, რო­გორ? მქონ­და შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ სხვებ­საც ჰქონ­დათ. მე თუ მქონ­და ფხვი­ე­რი ცომი, იმათ ჰქონ­დათ - ტორ­ტის ბის­კვი­ტი. მე ბოლო წა­მებ­ში თა­ვი­დან გა­მო­ვა­ცხვე, ბევ­რი ვიწ­ვა­ლე, მაგ­რამ ჟი­უ­რიმ მა­ინც მე გა­მიშ­ვა... შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამას რო­გორ მი­ი­ღებ - გაბ­რაზ­დე­ბი, თუ პი­რი­ქით, გაკ­ვე­თი­ლად მი­ი­ღებ.


- შენ რო­გორ მი­ი­ღე ეს?


- რო­გორც გაკ­ვე­თი­ლი. ჩემ თავს ვუ­თხა­რი, რომ ახლა დათ­რგუნ­ვის დრო არ არის და წინ უნდა წა­ვი­დე. ეს და­მარ­ცხე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის. გა­მარ­ჯვე­ბა­სა და და­მარ­ცხე­ბა­ზე ცოტა სხვა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თავ­ში გვი­დე­ბენ და გვაჩ­ვე­ვენ ამ აზრს: "შენ უნდა გა­ი­მარ­ჯვო, შენ არ უნდა და­მარ­ცხდე", რაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გვა­ნად­გუ­რებს. ეს რომ გა­ვი­აზ­რე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი ჩემ თავ­ზე და მივ­ხვდი, რომ გა­მარ­ჯვე­ბა-და­მარ­ცხე­ბა არ არ­სე­ბობს - რა­ღაც ან გა­მო­გი­ვი­და ან არ გა­მო­გი­ვი­და. ყვე­ლა ყო­ველ­თვის პირ­ველ ად­გი­ლას ხომ ვერ იქ­ნე­ბა?!


ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უნდა და­ფიქ­რდეს თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე და ისე მო­ი­წყოს სამ­ყა­რო, რო­გორც მას „ეპიტ­ნა­ვე­ბა".


- ძა­ლი­ან ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ შენი და დი­მუს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე...


- მე და დიმუ დიდი ხა­ნია ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ და მას­თან არა­ნა­ი­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს. მას­თან სი­ახ­ლო­ვე იცი, რა იყო? - უცხო ქა­ლაქ­ში რომ მოხ­ვდე­ბი, სა­დაც ერთი ნაც­ნო­ბი შეგ­ხვდე­ბა და გინ­და, მას ეკონ­ტაქ­ტო. ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვართ. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა არც „მას­ტერ­შე­ფამ­დე“ გვქო­ნია და არც მო­მა­ვალ­ში წარ­მო­მიდ­გე­ნია.


image


- შენს რო­მე­ლი­მე კერძს შეც­ვლი­დი?


- რა თქმა უნდა! სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მქონ­დეს, თი­თო­ე­ულ კერძს რა­ღა­ცას შე­ვუც­ვლი­დი და მე­ტიც, მთლი­ა­ნად ამო­ვატ­რი­ა­ლებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს კერ­ძებს ბევ­რჯერ და­უმ­სა­ხუ­რე­ბი­ათ მო­წო­ნე­ბა, არა­სო­დეს მქო­ნია თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცდა - თით­ქოს, რა­ღაც უკვე სრულ­ყო­ფი­ლია და ხე­ლის და­კა­რე­ბა აღარ სჭირ­დე­ბა. მიყ­ვარს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბი. ნე­ბის­მი­ე­რი კერ­ძი გაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მისი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით უამ­რა­ვი ახა­ლი კერ­ძი შექ­მნა.


- რო­მე­ლი იყო ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი?


- "სა­ი­დუმ­ლო ყუ­თის“ და­ვა­ლე­ბა იყო ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სოც, რად­გან ისე­თი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი (შო­კო­ლა­დი, კრემყვე­ლი, ბე­კო­ნი, სტა­ფი­ლო) ამო­ვი­და, რომ თავ­ში ვერ ვა­ლა­გებ­დი, რა რას­თან უნდა შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. თან რამე ახ­ლის, კრე­ა­ტი­უ­ლის, სი­გი­ჟის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და და არა რა­ღაც მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი­სა და ათას­ჯერ გა­კე­თე­ბუ­ლის. ჩემი სიყ­ვა­რუ­ლიც სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­მართ ეგაა - გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით შე­გიძ­ლია შექ­მნა-გარ­დაქ­მნა კერ­ძი და სი­გი­ჟე­ე­ბი აკე­თო.


- რა მოგ­ცა "მას­ტერ­შეფ­მა"?


- პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. იმ­დენ ადა­მი­ანს შე­ვუყ­ვარ­დი, რომ მე თვი­თო­ნაც ვერ ვი­ჯე­რებ ამას. ქუ­ჩა­ში ხალ­ხი რომ მა­ჩე­რებს, მე­ხუ­ტე­ბა, ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს. ამა­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რია.


- რო­გორ და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა მარ­ტა ბა­რა­მი­ძე მა­ყუ­რე­ბელს?


- ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბის­თვის იღწ­ვის.


image


- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?


- ქარ­თუ­ლი "ქუ­ჩის კვე­ბის" იდეა მაქვს გეგ­მა­ში, მაგ­რამ მა­ნამ­დე კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას ვა­პი­რებ. ჩემი თა­ვის პირ­ვე­ლი კრი­ტი­კო­სი ვარ. სა­ნამ მე არ ვიქ­ნე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი კონ­კრე­ტუ­ლი რა­ღა­ცე­ბი კუ­ლი­ნა­რი­ა­ში, მა­ნამ­დე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვერ ვიქ­ნე­ბი.


კუ­ლი­ნა­რია იმა­ზე სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, ვიდ­რე ჩვენ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. სა­ნამ შენ რეს­ტო­რან­ში ვახ­შამს მი­ირ­თმევ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში უკვე ახალ რა­ღა­ცებს იგო­ნე­ბენ, რაც ჯერ არ გი­ჭა­მია. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა მზა­რე­ულ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე კუ­ლი­ნა­რი­ის ტემპს ფეხი აუ­წყოს და სწო­რედ ამას ვა­პი­რებ.


- და ბო­ლოს, ვის გულ­შე­მატ­კივ­რობ „მას­ტერ­შე­ფის“ ფი­ნალ­ში?


- სხვა­თა­შო­რის, ამ სა­კი­თხზე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე. აქამ­დე ვამ­ბობ­დი, რომ დი­მუს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, მაგ­რამ... ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ შო­უ­ში გა­ი­მარ­ჯვოს ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც უსა­ზღვროდ უყ­ვარს კუ­ლი­ნა­რია და შე­უძ­ლია 24 სა­ა­თი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ა­ტა­როს. ასე­თი, ჩემი აზ­რით, ნუ­ცაა - ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი წელი მი­უ­ძღვნა და უძღვნის კუ­ლი­ნა­რი­ას.

1
46
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
46
  
2019, 24 დეკემბერი, 11:13
ყველაზე მაგარი გოგო!
0 1 1