x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
კორიბანტები
 კორიბანტები


კორიბანტი (Korubas, Korybantos) ბერძნულად ნიშნავს შთაგონებას, აღტკინებას. კორიბანტი იყო ფრიგიული (კოლხების მონათესავე ტომის მუშქების) ქალღმერთის, კიბელეს ვაჟი და მისივე ქურუმი. კორიბანტები (მრ. კორიბანტეს, Korybantes, Corybantes - შლეგნი, აგზნებულნი) იყვნენ ჯერ კიბელეს ნახევრად დემონური მსახურნი, შემდეგ საბერძნეთში გადასულ რეა-კიბელეს აღვირახსნილი ქურუმები, მუსიკისა და საკრავების გიჟურ ზრიალში შმაგი როკვით რომ მიაცილებდნენ მთებში ქალღმერთს. ამ ცეკვას მაგიური მნიშვნელობა ჰქონდა. მოგვიანებით ისინი ხმაურიან კურეტებში აურიეს. კურტები აპოლონისა და თალიას შვილებას ითვლებოდნენ. იყო სხვა ვერსიებიც. უძველესი ტაძარი მცირე აზიაში ჰქონდათ, აგრეთვე სამოთრაკიაზე (ეგეოსის ზღვის კუნძული) (ევრ. პლუტ., აპოლოდ. 1, 3, 4). კორიბანტები, ეს აგზნებული დემონები ერთი ვერსიით შვა მუზა კალიოპემ, რომელსაც ზევსი შეეუღლა. კორიბანტები იცავდნენ ახალშობილ, ყრმა ზევსსაც კუნძულ კრეტაზე (სტრაბ. 10, 3, 19).


კორიბანტი


თეოპომპ ქიოსელის, აპოლოდორეს, სვიდას მოწმობით, კორიბანტებმა მოიგონეს კირბები - კოლხური დამწერლობა, რაც სრულდებოდა ქვის, თიხის ფირფიტებზე, ასევე ცხვრის ტყავებზე. იგივე იყო კანონთა საკულტო წესთა ჩანაწერები, რომლებიც აპოლონიოს როდოსელის მოწმობით კოლხებს ჰქონდათ (იგ. წიგნები). მეგრულად "კირიბ" ცხვარს ნიშნავს. კირბები იყო კოლხთა წიგნები, ცხვრის ტყავებზე ჩანაწერი, საგზაო სვეტებზე გაკრული სანაოსნო ცნობებით (კარლ რიტერი, აკ. ურუშაძე, მიხ. შენგელია და სხვ.).



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
179
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0