x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კურეტები - ახალშობილი ზევსის მფარველები
კურეტები - ახალშობილი ზევსის მფარველები


კურეტები (Kouretes) იყვნენ რეა-კიბელას ქურუმები, პირველად მიწის დემონები, დაახლოებით იგივე, რაც კორიბანტები (კიბელეს და რეას შეერთების შემდეგ). კურეტები თან დაჰყვებოდნენ რეას მოხერხებული (დაფარული) ადგილის შესარჩევად, სადაც ზევსი უნდა შობილიყო და შეურჩიეს ასეთი ადგილი იდაზე, კუნძულ კრეტაზე, დიქტეს მღვიმეში. კურეტებ იცავდნენ ყრმა ზევსს საფრთხისაგან და აჟღარუნებდნენ იარაღს, რომ ბავშვის ტირილი მამამისს, კრონოსს არ გაეგონა და ახალშობილი არ შთაენთქა. შემდეგ კურეტებისგან იშვა რეა-კიბელეს ქურუმთა მოდგმა. ლაბრადევსი (ზევსი), პანამოროსი, პალაქსოსი.


კურეტები - ახალშობილი ზევსის მფარველები

მიწის მასაზრდოებელი კურეტები ძლიერ დაკავშირებულნი არიან ზევსთან, რომელიც კრეტაზე მარად ხთონიურ - ადგილობრივ ღმერთად დარჩა. კურეტთა უძველესი ტომი, ქ. პლევრონში (ეტოლიაში, დას. საბერძნეთი) მცხოვრებნი, რომელთაც კალიდონის ტახის თავს სისხლისმღვრელი ბრძოლა მოაყოლეს კალიდონელებთან. დაამარცხა მელეაგრემ, რომელიც ამ შეტაკებაში დაიღუპა. ეს რისხვა კალიდონს ოქროსტახტიანმა არტემიდემ დაატეხა, რადგან მოსავლისათვის მსხვერპლი დააკლეს (ჰომ. ილ. 9, 529; აპოლოდ. 1, 1, 6-7; 2, 1, 3; 3, 3, 1).



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


კურეტები - ახალშობილი ზევსის მფარველები


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0