x
image
_K_
მთლიანად ტატუირებული ექიმი ამტკიცებს, რომ სტერეოტიპების დამსხვრევა შესაძლებელია
imageსარა გრეი ექიმი და მომავალი ქირურგი-ორთოპედია. მან ადელაიდას უნივერსიტეტი დაამთავრა ავსტრალიაში და ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტატუირებული ქალი მედიცინის ისტორიაში. ის ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში არა მარტო სხეულზე ტატუების რაოდენობით, არამედ საზოგადოებაში უკვდავყოფილი ცრურწმენებისა და სტერეოტიპების დამსხვრევით. ასე რომ, ექიმობასთან ერთად ის საზოგადოებას ასწავლის, რომ ტატუები პროფესიონალიზმს ხელს სულაც არ უშლის.


Bright Side-მა ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო სარა გრეისგან. სტატიაში მას უკეთ გაგაცნობთ.







რას ფიქრობენ სხვა პროფესიონალები სარას გარეგნობაზე?

image

სარამ ინტერვიუერს უთხრა, რომ კოლეგები მას საკმაოდ თბილად, გაშლილი ხელებით შეხვდნენ და ასეთი დამოკიდებულება შეინარჩუნეს კიდეც. ის "ფერადია" (სწორედ ასე უწოდებს საკუთარ თავს) და სხვებიც ისეთად იღებენ, როგორიც არის.



არც ისე დიდი ხნის წინ სარას გასაუბრება ჰქონდა და ქირურგის სამსახურიც მიიღო. "აშკარაა, მათ ჩემს გარეგნობას უფლება არ მისცეს, დაებრკოლებინა ჩემი პოტენციალი", - ამბობს ის.

image






გარეგნობის გამო მან ბევრი განსხვავებული გამოცდილება მიიღო.image

ასეთი მხატვრული სხეულის გამო, სარას ნეგატიურზე მეტი პოზიტიური ისტორია გადახდენია თავს. თუმცა, უხერხული სიტუაციებიც შემთხვევია. მაგალითად, ერთხელ, როცა ავსტრალიის ერთ-ერთ რესტორანში იყო წვეულებაზე, მასაც და მის მეუღლესაც სთხოვეს, ადგილი დაეტოვებინათ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ საზოგადოებაში გარეგნობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები ჯერ კიდევ არსებობს.


თუმცა, ექიმს სასიამოვნო შემთხვევებიც ბევრი ჰქონია. თავისი ნიჭის წყალობით, სარამ გახსნა სტუდია, სადაც ტატუებს აკეთებს. გარდა ამისა, მან 2017 გაიმარჯვა შეჯიბრში და "ავსტრალიის მის მელნის" ტიტული მოიპოვა. ასევე, რა თქმა უნდა, სარა ყოველდღიურად არაერთი ადამიანისგან იღებს დახმარებას და პოზიტივს.

image






პატარა რჩევა მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ გარეგნობის გამო მიზანს ვერ მიაღწევს

image

როგორც სარამ თქვა, "თუ რაღაც ძალიან გინდა და მის მისაღებად იმუშავებ, აუცილებლად მიიღებ. რაც უფრო მეტი ადამიანი ეცდება საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების დამსხვრევას, მით უფრო მალე შეიცვლება ხალხის აზრი მათ შესახებ მომავალში".


ის მართალია! სხვების აზრის შესაცვლელად ადამიანებმა უნდა იმუშაონ და დაამტკიცონ, რომ რაც განსხვავებულია, ცუდი სულაც არ არის.

image






"თუ კარგის თქმას არ აპირებ, მაშინ საერთოდ ნურაფერს იტყვი"!

image

ხელოვნება, სხვადასხვა ფორმით, ყოველთვის იყო ამ სამყაროს ნაწილი. თუმცა, საზოგადოება მას ყოველთვის პოზიტიურად არ აღიქვამდა სუბიექტურობის, უცნაურობის ან განსხვავებულობის გამო. სარასნაირი ხელოვანი ადამიანებისთვის კრეატიულობა საკუთარი თავის გამოხატვის ფორმაა, რომლის განსჯის უფლებაც სხვებს არ აქვთ!





ბონუსი: კვლევის მიხედვით, ტატუსთან დაკავშირებული ტაბუ რეალურია.

წარსულში ტატუები კრიმინალთან ან გარკვეულ სოციალურ სტატუსთან ასოცირდებოდა. ხშირად, ის დღესაც ხელს უშლის ადამიანს სამსახურის მიღებაში ან სხვების მიერ სერიოზულად აღქმაში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ, ტატუსთან დაკავშირებული სტიგმა საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 სტერეოტიპი, რომელიც თანამედროვე სამყაროში ნელ-ნელა ქრება

image


2. ცნობილები, რომლებიც ფულს იახტებსა და ბრილიანტებზე კი არა, მსოფლიოს გადარჩენაზე ხარჯავენ

image


3. 15 ფოტო წარსულიდან ისტორიის ბნელი მხარის შესახებ

image

0
183
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0