x
image
beko777
Mediator image
ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის სულისშემძვრელი ღია წერილი ქართველ თინეიჯერებს
image14-17 წლის თინეიჯერებს მოგმართავთ

არ აქვს მნიშვნელობა რა გქვია ლუკა ხარ, ნათია, აჩი, ნინი, ანდრეა, თიკა, ნატა, ლექსო, ციცი თუ ნუგო.... ყველას მოგმართავთ ბავშვებო, ვისაც რაღაც მოულოდნელი პრობლემის გამო, - აი ეგრე, უცებ, უბრალოდ, არაფრის გამო და თუნდაც რაიმეს გამო უიმედობა დაგეუფლათ, გული გაგიტყდათ, არიცით რა ქნათ, გეშინიათ ვინმესი ან რამესი, ვერავის ვერ უყვებით თქვენს ამბავს, პრობლემას, ან გეხათრებათ ან გერიდებათ.....

რა მიზეზიც არ უნდა გქონდეთ ბიჭებო, გოგოებო, ჩემი პატარა ქართველებო რააა მიზეზიც არ უნდა გქონდეთ-თქო, აუცილებლად დაელაპარაკეთ დედას, მამას, ბაბუას, ბებიას, ბიძას, დეიდას... აუცილებლად დაელაპარაკეთ ვინმეს მთავარია ელაპარაკეთ! მოუყევით ვინმეს და თუ აქაც პრობლემაა, იქნებ მათიც გერიდება, იქნებ უმამოდაც იზრდები, იქნებ... იქნებ... იცოდე, რომ მე... დიახ - მე შენს გვერდით ვარ! პირადად მე მომწერე, მე მითხარი, მე დამელაპარაკე, მე ვიქნები შენი ძმაკაცი! მე ვიქნები შენი მამა! მე ვიქნები შენი ახლობელი... უბრალოდ დამელაპარაკე და მე დაგეხმარები, ოღონდ - არასოდეს არ გაიფიქრო, რომ თავი მოიკლა! არასოდე, ა-რა-სო-დეს არ გაიფიქრო, რომ თავი მოიკლა!!!

მე რომ შენი ტოლი, ან შენზე ცოტათი დიდი ვიყავი აფხაზეთის ომში (სოხუმში) წავედი, გავიპარე და იცი რატომ? განა იმიტომ, რომ ან ტყვიის არ მეშინოდა, ან რუსის, ან აფხაზის ან სიკვდილის?... მეშინოდა, ძალიან მეშინოდა, მაგრამ იცი რატომ ვიყავი მაინც მაგრად და ამაყად? - იმიტომ, რომ გვერდით უცხო ხალხი მედგა, უცხო ბიჭები, ჩემზე ასაკით გაცილებით უფროსები, ისინი მიცავდნენ, ისინი მეხმარებოდნენ ბრძოლის დროს, მათთან ერთად სროლის დროსაც კი, არაფრის არ მეშინოდა და ყველა ერთად იცი რისთვის ვომობდით მაშინ? იმისთვის, რომ - შენ გეცხოვრა კარგად, ლაღად, ბედნიერად და თუ რამე პრობლემა გაგიჩნდებოდა.... ჩვენი იმედი გქონოდა, ხოდა.... ახლაც გქონდეს ჩვენი იმედი!


გქონდეს ჩვენი იმედი და თუ გერიდება პრობლემაზე ვინმესთან საუბარი... ჩემი არ მოგერიდოს, მე მომწერე, ჩემთან მოდი, მე დაგიდგები გვერდით, მე დაგეხმარები.... სადაც გინდა გამოგყვები, ვისთანაც გინდა მიგეგზავნები, ყველგან გამოგყვები! ყველგან სადაც არ უნდა იყოს - საჩხუბრადაც, სალაპარაკოდაც, მადლობის გადასახდელადაც და ბოდიშის მოსახდელადაც... ოღონდ თავის მოკვლაზე არ იფიქრო! მე მომწერე! მე დაგეხმარები! მე დაგიდგები გვერდით და დაიმახსოვრე - იმედი ბოლოს კი არა, არასოდეს არ კვდება! შენ მე გყავარ!!!

P.S. ვისაც გინდა გააზიარეთ, ვისაც გინდათ წაიღეთ ეს სტატუსი და წააკითხეთ საქართველოს ბავშვებს....

image

2
5708
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
5708
  
2019, 20 დეკემბერი, 14:48
გაგახაროს ღმერთმა ტყუილად არ მიყვარს შენი სტატიები :) წარმატებები, გულიანო და გონიერო ადამიანო!
2019, 19 დეკემბერი, 13:21
კაცის ნათქვამია, ღმერთმა დაგლოცოთ.
შეესმინოთ თინეიჯერებს თქვენი სიტყვები, იგივე რჩევას მივცემდი მოზარდებს, იციან გვერდში დავდგომივარ და მომავალშიც დავუდგები.
მიმაქვს თქვენი ნებართვით...
0 1 2