x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როცა ცოლი ანჩხლია-ფსიქოლოგის რჩევები
image


ოჯახურ ურთიერთობებს ძალიან ხშირად ბზარი უჩნდება ერთ-ერთი პარტნიორის ქცევის გამო.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ისტერიული პარტნიორი.

ანჩხლი ცოლი ქმრის ნერვებს ნამდვილ გამოცდას უწყობს, რომლის ატანაც უმეტესობას არ შეუძლია.


მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგებს მამაკაცებისთვის აქვთ რჩევები- რა უნდა გააკეთოთ, თუკი ისტერიას ბოლოს არ უჩანს; როგორ მოიქცეთ, რომ შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე და მოიპოვოთ ბედნიერება პირად ცხოვრებაში.


1-უპირველესი რჩევა.არ დაქორწინდე ანჩხლ ქალზე-ადვილი სათქმელია არა?ამიტომ სჯობს ქალთან, რომლის ცოლადაც მოყვანას აპირებთ დიდი ხნის ურთიერთობა გქონდეთ, ან თუნდაც დიდი ხნის ნაცნობობა გაკავშირებდეთ, რადგან ხანმოკლე ურთიერთობის დროს ძალზე საეჭვოა ქალმა ქორწინებამდე გამოაჩინოს "ბრჭყალები", ანუ ნამდვილი სახე.

image
2-ნუ მიიყვან საქმეს თვითდინებამდე-ფსიქოლოგების აზრით ძირითადად ანჩხლ ქალებს ახასიათებთ მუდმივად შიში, დაუცველობა, ის თავისთავად არ გაივლის. პირდაპირ ჰკითხეთ: "რა გაშინებს?" და ალბათ ბევრი რამ ნათელი გახდება.

image

3-ნუ გექნება "გაქვავებული სახე"-თუ სიმშვიდეს ინარჩუნებთ, ანჩხლი ქალი გულგრილობად აღიქვამს ამას, ამიტომ მიიღეთ ისეთი სახე, რომ მას თანაუგრძნობთ და უსმენთ.

image

4-დაფიქრდი მანიპულაციასთან ხომ არ გაქვს საქმე?-სიაჩხლე, უკონტროლო ემოციები, სკანდალი, გამორჩენა- ანგარების მიზნით - ითვლება მანიპულაციად, დაფიქრდით, ღირს ცხოვრება მანიპულატორთან?

image

5-შენ თავშიც გაერკვიე-იქნებ მოგწონს ანჩხლი ქალები?-მამაკაცებს ზოგჯერ აღაგზნებს ნევროზული ურთიერთობები, მაგალითად ისტერიული ქალი როცა ამტვრევს ჭურჭელს . ეს თუ მართლა ასეა -ეს არაჯანსაღია და შენ თვითონ ხარ ფსიქოლოგთან მისასვლელი.

image

6-თქვენი საქციელიც გაანალიზეთ- პირობა დადეთ, რომ ყვავილებს აჩუქებდით, რემონტს გააკეთებდით, თეატრში წაიყვანდით, მაგრამ არ შეასრულეთ, მაშინ ეს იმედგაცრუებაა მისი მხრიდან. დაფიქსირდით, დროა გამოასწოროთ ეს ყველაფერი.

image

7-წაიყვანეთ ცოლი კარგ სპეციალისტთან-დროა ვიცოდეთ: ფსიქოლოგი თანამედროვე ცხოვრების განუყრელი კომპონენტია. ხშირად, კომპეტენტურ ფსიქოთერაპიას შეუძლია გააუმჯობესოს და გააადვილოს ცხოვრება.

image


image

თითქოს თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ერთ დღესაც მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა-ცოლი უეცრად გაცივდა და მან სექსის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა, ფსიქოლოგები 7 ძირითად მიზეზს გამოყოფენ, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით. 1-სექსუალური ლტოლვის დაბალი მაჩვენებელი-ქალების 10-15%-ს საერთოდ არ აინტერესებს სექსი, აქტიური შესაძლოა იყოს ქო...


ფსიქოლოგები მიიჩნევენ, გოგონა ამ პოზაში თავდაცვით პოზიციას იკავებს, მას განმარტოებით ყოფნა სურს და აჩვენებს ადამიანებს, რომ მას არ შეეხონ და არ შეაწუხონ. ფსიქოლოგები მამაკაცებს ურჩევენ, ასეთ გოგოს სიახლოვეს არ გაეკაროს, მისგან სახეიროს ვერაფერს მიიღებენ. კიდევ ერთი რამ, რასაც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, არის ის, რომ ასეთ ქალებს შეიძლება ითქვას, მოსაწყენი ცხოვრე...

მანიპულაცია ეს არის მოცემულობა, რომელიც არსებობს და საკმაოდ ხშირად ვხვდებით ცხოვრებაში, მაგალითად ცრემლის გარეშე რომ ტირის ჭირვეული ბავშვი, ან კიდევ როცა ტელეკრანიდან მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი შეკერილი მიმიკებით აცხადებს:"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ..."ვიცით, რომ ბავშვს არც არაფერი აწუხებს, ხოლო პოლიტიკოსის თანაგრძობა ყალბია, თუმცა არსებობენ ცხოვრებაში ფსიქოლოგიური მანიპულაცი...


ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს ეყოლება ნაცნობი, რომელსაც ადვილად სწყინს ელემენტარული წვრილმანი და იბუტება. კარგი, შეიძლება ეს იყოს ნაცნობი, ვისთან ურთიერთობაც არცთუ მნიშვნელოვანია, მაგრამ რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომელთანაც ძალზე ახლო ურთიერთობა გვაქვს?ასეთი შეიძლება იყოს: ახლო ნათესავი, მეგობარი, თანა...


0
342
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0