x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფსიქოლოგიური მანიპულატორი

image

მანიპულაცია ეს არის მოცემულობა, რომელიც არსებობს და საკმაოდ ხშირად ვხვდებით ცხოვრებაში, მაგალითად ცრემლის გარეშე რომ ტირის ჭირვეული ბავშვი, ან კიდევ როცა ტელეკრანიდან მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი შეკერილი მიმიკებით აცხადებს:"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ..."ვიცით, რომ ბავშვს არც არაფერი აწუხებს, ხოლო პოლიტიკოსის თანაგრძობა ყალბია, თუმცა არსებობენ ცხოვრებაში ფსიქოლოგიური მანიპულაციის დიდოსტატები, რომლებთანაც ურთიერთობა არაა სასურველი და უფრო მეტიც, არც თუ იშვიათად სახიფათოც.



ფსიქოლოგები მანიპულაციას სხვადასხვაგვარად უდგებიან, თუმცა ერთ რამეში თანხმდებიან, მანიპულატორის მიზანია დაამყაროს პიროვნებაზე კონტროლი და მისგან საბოლოოდ მიიღოს სარგებელი, არ აგერიოთ მანიპულაცია "ზეგავლენაზე" ან "მიმბაძველობაზე", ეს სულ სხვადასხვა მცნებებია.



გამოიყოფა ფსიქოლოგიური მანიპულაციის შემდეგი ფორმები




1) პარტნიორისადმი დამოკიდებულება, როგორც იარაღი მიზნების მისაღწევად, რომლის ინტერესებიც არ არის გათვალისწინებული;


2) სურვილი განკარგოს და ჰქონდეს შეუზღუდავი ცალმხრივი უპირატესობა;


3) პარტნიორის მიმართ მარტივი ცალმხრივი დამოკიდებულება, მის მიმართ სტერეოტიპული წარმოდგენის არსებობა;

4) ღია იმპერატიული ზემოქმედება (შეასრულოს და შთააგონოს მისავე წინადადებით თუნდაც ძალადობრივი ქმედება)


4) პარტნიორის მიმართ ურთიერთობა, როგორ "განსაკუთრებული სახის ნივთი" მისი ინტერესების იგნორირებით


5) სურვილი, ჰქონდეს ცალმხრივი უპირატესობა,


6) ფარული გავლენა, რომელიც არ არის პირდაპირი, მაგრამ დამახასიათებელია არაპირდაპირი ზეწოლით (პროვოკაცია, მოტყუება, ინტრიგა)



მანიპულატორები ჩვეულებრივად საკმაოდ დიდ დროს უთმობენ მსხვერპლის ხასიათის და გრძნობების შესწავლას.


ფსიქოლოგ ჰარიედ ბრეიკერის თანახმად მანიპულატორები საკუთარი მსხვერპლის შემდეგ გრძნობებზე(ღილაკებზე)ურტყამენ იმათ“ ვისაც აღენიშნებათ:


  • ჟინიანი ლტოლვა

  • გარშემომყოფებთა აღიარების და კეთილგანწყობილებისადმი მიდრეკილება

  • ეპოტოფობია(Emotophobia)-უარყოფითი ემოციების მიმართ შიში

  • უკმარისობა დამოუკიდებლად თქვას- არა

  • განზოგადოებული თვითშემეცნება(პიროვნების ბუნდოვანი მსოფლმხედველობა)

  • საკუთარი ძალების დაბალი შეფასება

0
404
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0