საზოგადოებრივი გალაქტიკების ტიპები 2019, 16 დეკემბერი, 3:20 ჩვენ უკვე განვიხილეთ გალაქტიკების ტიპები მორგანისა და ჰაბლის სქემების მიხედვით. მორგანისა და ჰაბლის და განსაკუთრებით ჰაბლის სქემები უმთავრესია და სწორედ ის გამოიყენება დომინანტურად თანამედროვე კოსმოლოგიასა და ასტრონომიაში, მაგრამ ახლა განვიხილოთ გალაქტიკების ტიპები სხვა სქემების მიხედვითაც, რაც უკეთ დაგვანახებს გალაქტიკების საინტერესო მახასიათებლებს და მეტ მრავალფეროვნებას. გალაქტიკები გიგანტური, მბრუნავი, ვარსკვლავების, გაზისა და მტვრის გროვებია. ამ კომპონენტებს შორის არსებობს შესამჩნევი ცარიელი სივრცეები. საზოგადოდ, მათ სხვადასხვა ფორმა აქვთ ელიფსური, სპირალური და ა.შ. ჩვენი მზე მდებარეობს დაახლოებით 200 მილიარდი ვარსკვლავისგან შემდგარი გალაქტიკის - "ირმის ნახტომის" (იგივე "რძის გზის") აპირალურ მკლავზე. ირმის ნახტომის გავლისთვის სინათლეს 100 ათასი წელიწადი სჭირდება. ჩვენ მიერ დაკვირვებად სამყაროში 2 ტრილიონზე მეტი გალაქტიკაა. ჩვენთვის დღევანდელ დღემდე ცნობილი უდიდესი გალაქტიკა არის სუპერგიგანტური ელიფსური გალაქტიკა IC 1101 - ის დაახლოებით შეიცავს 100 ტრილიონ ვარსკვლავს, რომლებიც მრავალმილიარდწლიან კოსმოსურ მოგზაურობაში იმყოფებიან ულტრამასიური შავი ხვრელის (ასევე იხ. შავი ხვრელების ისტორია) გარშემო, რომელიც ამ უზარმაზარი გალაქტიკის ცენტრშია განთავსებული და იწონის 40-დან 100 მილიარდამდე მზის წონას. ჩვენთვის ცნობილი უმცირესი გალაქტიკა კი არის სეგუე 2, რომელიც მხოლოდ 1000 ვარსკვლავისგან შედგება და ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი ჯუჯა თანამგზავრი გალაქტიკაა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჩვენი უდიდესი სამყაროც კი არაა ყველაფერი და ძალიან დიდი ალბათობით არსებობს კიდევ უამრავი სხვა სამყარო - პარალელური სამყაროები. ჩვენი გალაქტიკა წარმოიქმნა ჯერ კიდევ 13.5 მილიარდი წლის წინ. უძველესმა გალაქტიკებმა კი ჩამოყალიბება დაიწყეს ჩვენი სამყაროს წარმოქმნიდან 200 მილიონი წლის შემდეგ - დაახლოებით 13.6 მილიარდი წლის წინ. მხოლოდ ჩვენი გალაქტიკის - დევის ნამუხლარის წონა შეადგენს 600 მილიარდი მზის მასას, ხოლო მზის წონა დაახლოებით 2 ნონილიონი (10^30) კილოგრამია. (ინფორმაციისთვის, ნებისმიერი ნივთიერების ნახევარი გრამი შედგება მინიმუმ 1 სექსტილიონი ატომისგან. 1 სექსტილიონი = 10^21 - მილიარდჯერ ტრილიონი; ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი რამ ამ სამყაროში, რაც იწონის 0.5 გრამს, შედგება ყველაზე ცოტა - მილიარდჯერ ტრილიონი ატომისგან. ატომები კი თავად საკმაოდ რთული შედგენილობის და სტრუქტურის მქონე, სამყაროს სამშენებლო "აგურებია"). აი, ამდენად დიდია სამყარო როგორც მაკრო, ასევე მიკრო დონეზე. 1. უჩვეულო გალაქტიკები (Peculiar Galaxies) - უჩვეულო გალაქტიკები იყოფა ორ ტიპად: ურთიერთმოქმედი უჩვეულო გალაქტიკები (interacting, coliding galaxies) და აქტიური გალაქტიკური ბირთვის მქონე უჩვეულო გალაქტიკები (active galactic nuclei). ურთიერთმოქმედი ანუ შეჯახებადი გალაქტიკები, რომელთა გრავიტაციული ველი ერთმანეთს გადაკვეთს, რაც საბოლოოდ შესაძლოა დასრულდეს მათი შეჯახებით და შერწყმით. გალაქტიკა სახელად UGC6093, არის დაჯგუფებული და სახელდებული, როგორც აქტიური გალაქტიკა, რაც ნიშნავს, რომ ის ფლობს აცტიურ გალაქტიკურ ბირთვს. 2. სიდი გალაქტიკები (cD Galaxies) - ისინი ერთიანდებიან მორგანის შკალის ტიპ-D გიგანტურ ელიფსურ გალაქტიკებში და არიან ამ გალაქტიკის ქვეტიპი. პერსევსი A. 3. სეიფერტის გალაქტიკები (Seyfert Galaxies) - სეიფერტის გალაქტიკები არის აქტიური გალაქტიკების ორი ყველაზე გავრცელებული ჯგუფიდან ერთ-ერთი. მათ აქვთ კვაზარის მსგავსი ბირთვი, ძალიან კაშკაშა, ელექტრომაგნიტური რადიაციის წყაროს წარმოადგენს. ისინი ჩვენთვის ცნობილი 2 ტრილიონზე მეტი გალაქტიკის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ. სეიფერტის გალაქტიკის ნიმუშია მაგალითად გალაქტიკა სახელად NGC 6814 და ის რენტგენის გამოსხივების საკმაოდ დიდ რაოდენობასაც გამოყოფს. მეორე მაგალითია NGC 1097 - სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის წონაც 100 მილიონი მზის მასის ტოლია. ეს შავი ხვრელი გამოყოფს ძალიან დიდი რაოდენობის რადიაციას, ვინაიდან მასში დიდი რაოდენობის მატერია შთაინთქმება. მის გარშემო კი მრავალი ვარსკვლავი ბრუნავს. 4. კვაზარები (Quasars - Q) - ეს არის შემოკლებული ფორმა ობიექტისა, რომელსაც ჰქვია - კვაზივარსკვლავური რადიოწყარო. ეს არის კლასი გარეგალაქტიკური ობიექტებისა, რომელიც გამოირჩევა გამოხატულად მაღალი ნათებით, ზოგიერთი კვაზარი იმდენად ძლიერად ანათებს, როგორც 10 ტრილიონი მზის მსგავსი ვარსკვლავი ერთად, მაგრამ დედამიწიდან დაკვირვების სიშორის გამო, აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი შესაძლოა ვერ განარჩიონ ასტრონომებმა კვაზარი ჩვეულებრივი ვარსკვლავისგან, იმდენად მცირე კუთხური ზომა აქვთ. ერთი თეორიის მიხედვით კვაზარი არის განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი გალაქტიკა, რომელშიც ზემასიური შავი ხვრელი შთანთქავს ახლომდებარე მატერიას, ხოლო მეორე თეორიის მიხედვით, კვაზარი არა საწყისი ეტაპი, არამედ გალაქტიკის ევოლუციის ბოლო ეტაპია. 5. ბლაზარები (Blazars) - ეს არის აქტიური გალაქტიკური ბირთვირომელიც შედგება იონიზებური მატერიისგან, რომელიც გადაადგილდება სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სისწრაფით. ის მაღალი სიხშირით გამოასხივებს ელექტრომაგნიტურ რადიაციას და ძალიან კაშკაშებენ. 6. ჯუჯა გალაქტიკები (Dwarf Galaxies) - გალაქტიკათა უმრავლესობა ჩვენს სამყაროში არის ჯუჯა.ასე ეძახიან იმიტომ, რომ ეს გალაქტიკები შედარებით უფრო მცირე ზომისაა და ნაკლებ ვარსკვლავს შეიცავს, დახლოებით 100-ჯერ უფრო მცირე მასის არიან, ვიდრე ჩვენი გალაქტიკა - დევის ნამუხლარი, იგივე ირმის ნახტომი (შეიცავს 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავს), ანუ ჯუჯა გალაქტიკები საშუალოდ შეიცავენ 100 მილიონიდან რამდენიმე მილიარდამდე ვარსკვლავს. მათი დიამეტრი კი დაახლოებით 10 პარსექია. ჩვენს გალაქტიკას, დევის ნამუხლარს, ასეთი როგორც მინიმუმ 12 თანამგზავრი გალაქტიკა ჰყავს. მეცნიერთა განცხადებით კიდევ 300-დან 500-მდე ასეთი თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკა ჰყავს ჩვენს გალაქტიკას და ისინი მომავალში იქნებიან აღმოჩენილნი. არსებობს ჯუჯა გალაქტიკების ქვესახეობები, ესენია: ჯუჯა ელიფსური გალაქტიკები (Dwarf eliptical galaxy - dE), ჯუჯა სფერული გალაქტიკები (Dwarf spheroidal galaxy - dSph), ჯუჯა უჩვეულო გალაქტიკები (Dwarf Irregular galaxy - dIrr), ჯუჯა სპირალური გალაქტიკები (Dwarf spiral galaxy), მეგელანური ტიპის ჯუჯა გალაქტიკები (Magellanic type dwarf), ლურჯი დაპრესილი, დაწნეხილი ჯუჯა გალაქტიკები (Blue compact dwarf galaxies - BCD), ულტრა-დაწნეხილი ჯუჯა გალაქტიკები Ultra-compact dwarf galaxies (UCD). 7. ვარსკვლავფეთქებადი, ვარსკვლავთწარმომქმნელი გალაქტიკები (starburst galaxies) - ეს არის გალაქტიკების ტიპი, სადაც აღინიშნება გამორჩეულად დიდი აქტივობა ვარსკვლავწარმოქმნის მხრივ. აღინიშნება უამრავი სუპერნოვული აფეთქება. შედარებისთვის, დევის ნამუხლარის, იგივე ირმის ნახტომის ან რძის გზის გალაქტიკის ვარსკვლავთწარმოქმნის სიხშირე გახლავთ მხოლოდ 3 მზის მასა წელიწადში. ვარსკვლავფეთქებად გალაქტიკებში კი ეს სიხშირე 100-ჯერ და ზოგჯერ მეტჯერ ჭარბობს ჩვენი გალაქტიკის მონაცემს. ვარსკვლავფეთქებადი გალაქტიკები იყოფა შემდეგ ქვეტიპებად: ლურჯი, დაწნეხილი გალაქტიკები (Blue compact galaxies - BCG), ლურჯი, დაწნეხილი ჯუჯა გალაქტიკები (blue compact dwarf galaxies), მწვანე ბარდისებრი გალაქტიკები (Green Pea galaxies - GP), მოკაშკაშე ინფრაწითელი გალაქტიკები (Luminous infrared galaxies -LIRG) ზე-მოკაშკაშე ინფრაწითელი გალაქტიკები (Ultra-luminous infrared galaxies - ULIRG). ჰიპერ-მოკაშკაშე ინფრაწითელი გალაქტიკები (Hyperluminous infrared galaxies - HLIRG). ვულფ-რეიეთის გალაქტიკები (Wolf-Rayet galaxies - WR). 8. რადიო გალაქტიკები (Radio galaxies) - ეს გალაქტიკები გამოასხივებენ დიდი რაოდენობის რადიოტალღებს. ეს გამოწვეულია მათში არსებული დიდი რაოდენობის გალაქტიკათშორისი ღრუბლით, რაც შეიძლება იყოს მსხვილი მასშტაბის რადიოტალღების ან რენტგენული გამოსხივების წყარო. 9. რენტგენ-სხივური გალაქტიკები (X-ray galaxies) - ეს არის გალაქტიკები, რომელიც დიდი რაოდენობით გამოასხივებს რენტგენის სხივებს. 10. ლინზისებრი, ბროლისებრი გალაქტიკა (Lenticular galaxy) - ამ სახის გალაქტიკები ჰაბლის სქემაში აღინიშნება ასოებით (SO). ეს არის გარდამავალი, შუალედური ფორმა, რომელსაც გააჩნია როგორც სპირალური, ასევე ელიფსური გალაქტიკების თვისებები. ამ გალაქტიკებს ან საერთოდ არ აქვთ, ან არასრულფასოვნად გამოკვეთილი მკლავები გააჩნიათ. არსებობს ასევე დახურული ლინზისებრი გალაქტიკები და მათ ჰაბლის კლასიფიკაციით მიიღეს დასახელება (SB0). 11. რგოლისებრი გალაქტიკა, იგივე ჰოაგის ობიექტი (Ring Galaxy; Hoag's Object) - ის 1950 წელს აღმოაჩინა არტურ ალენ ჰოაგმა და ამ რგოლისებრ გალაქტიკას მისი სახელი ეწოდა. ეს არის უჩვეულო ფორმის გალაქტიკა, ასეთები პროცენტულად საკმაოდ ცოტაა ჩვენს სამყაროში. ის შეიცავს დაახლოებით 8 მილიარდ ვარსკვლავს და რადიუსით 100 ათასი სინათლის წლისაა (ეს ნიშნავს, რომ სინათლეს მისი ერთი კიდიდან მეორემდე გასავლელად იმხელა მანძილის დაფარვა მოუწევს, რომ ეს მოგზაურობა 100 ათასი წლის განმავლობაში გაგრძელდება). წყარო: Galaxy types. Principal schemes of classification. Encyclopedia Britannica. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწილი მეორე)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (მეორე ნაწილი)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე458 1-ს მოსწონს |
Interacting or colliding galaxies whose gravitational field crosses each other, which may eventually end in their collision and merging.
2. CD Galaxies - They are grouped together in the Morgan scale type-D giant elliptical galaxies and are a sub-type of this galaxy. Perseus A.
3. Seyfert Galaxies - Seyfert Galaxies are one of the two most common groups of active galaxies. They have a quasar-like nucleus, a very bright, source of electromagnetic radiation. They make up about 10% of the more than 2 trillion galaxies known to us. An example of a Seifert galaxy is a galaxy called NGC 6814, which emits a large amount of X-ray radiation. A second example is NGC 1097 - a supermassive black hole weighing 100 million solar masses. This black hole emits a very large amount of radiation because it absorbs a large amount of matter. Many stars revolve around him.
5. Blazars - This is an active galactic nucleus composed of ionized matter that travels at a speed close to the speed of light. It emits high frequency radiation of electromagnetic radiation and is very bright.
6. dwarf galaxies (Dwarf Galaxies) - Most galaxies are in our world is called juja.ase because these galaxies are relatively smaller in size and less stars, about 100 times smaller in mass than our galaxy - namukhlari Davis, the same deer Leap (contains 200 to 400 billion stars), i.e. dwarf galaxies contain an average of 100 million to several billion stars . Their diameter is about 10 parsecs. Our galaxy, Devi's artifact, has at least 12 such satellite galaxies. Scientists say 300 to 500 more of these satellites are dwarf galaxies in our galaxy, and they will be discovered in the future. There are subspecies of dwarf galaxies, including:
Dwarf elliptical galaxy (dE),
Dwarf spheroidal galaxy (dSph),
Dwarf Irregular galaxy (dIrr),
Dwarf spiral galaxy,
Magellanic type dwarf galaxies,
Blue compact dwarf galaxies (BCD),
Ultra-compressed dwarf galaxies Ultra-compact dwarf galaxies (UCD).
Blue, compact galaxies (Blue compact galaxies - BCG ),
Blue, compact dwarf galaxies,
Green Pea galaxies (GP),
Luminous infrared galaxies (LIRG)
Ultra-luminous infrared galaxies (ULIRG).
Hyperluminous infrared galaxies (HLIRG).
Wolf-Rayet galaxies (WR).
8. Radio galaxies - These galaxies emit a large number of radio waves. This is caused by the large number of intergalactic clouds in them, which can be a source of large-scale radio waves or X-rays.
9. X-ray galaxies (X-ray galaxies) - This is the galaxies, which is a large number of x-rays Arise.
10. Lenticular galaxy - These types of galaxies are denoted by letters (SO) in the Hubble diagram . It is a transitional, intermediate form that has the properties of both spiral and elliptical galaxies. These galaxies either have none at all, or have incompletely pointed arms. There are also closed lens galaxies and they are named after the Hubble Classification (SB0).
11. The Ring Galaxy , the same object as Hoag's (Ring Galaxy; Hoag's Object) was discovered in 1950 by Arthur Allen Hoag and the ring galaxy was named after him. This is an unusually shaped galaxy, the percentage of which is quite small in our universe. It contains about 8 billion stars and has a radius of 100,000 light-years (this means that light will have to cover a great distance to travel from one end to the other, a journey that will last 100,000 years).