შოუბიზნესი პატარა უკანალი, დიდი მკერდი: ნახეთ, რა კომპლექსები აწუხებთ ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავებს 2019, 7 დეკემბერი, 20:29 ალბათ დამეთანხმებით, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი მეტ- ნაკლებად ყველა ადამიანს აწუხებს, ნუ თითქმის ყველას, რომლებიც როგორც წესი, არა მხოლოდ სხეულის ფორმებზე, არამედ ცხვირის, ყურების, თვალებისა და ტუჩების მოცულობაზეც ვრცელდება. თუმცა, ქალი საკუთარ ფიზიკურ ნაკლოვანებებს ოსტატურად - მაკიაჟის, ტანსაცმლისა და თმის შესაფერისი ვარცხნილობის საშუალებით წარმატებით ნიღბავს. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თვით ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებსაც კი, რომელთა უმრავლესობას უკვე წლებია ვეთაყვანებით არაერთი კომპლექსი აწუხებს. ვინ იფიქრებდა ერთი შეხედვით, ამ იდეალურ ადამიანებს გარეგნობასთან დაკავშირებული რაიმე "პრობლემა" თუ ექნებოდა. მაშ ასე, მოდით ვნახოთ ცნობილი სელებრითების ყველაზე უცნაური კომპლექსები, რომელთა შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცის.სკარლეტ იოჰანსონი: ფეხებისკარლეტ იოჰანსონს საკუთარი ფეხები არასდროს მოსწონდა: მსახიობის აზრით, ისინი მეტისმეტად მოკლე და მსუქანია. "ჰოლივუდში, ყველა ისეთი გამხდარია, მათთან შედარებით თავს ყოველთვის სრულად ვთვლიდი, განსაკუთრებით კი ფეხების გამო!" - აღიარა სკარლეტმა ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა, ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა იქვე დაამატა, რომ დროთა განმავლობაში, მან საკუთარ "ნაკლთან " ერთად ცხოვრება ისწავლა.ჯენიფერ ლოურენსი: სხეულიცოტა ხნის წინ, ჯენიფერ ლოურენსმა ჟურნალ "Harper`s Bazaar"- თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ნორმალურ სხეულზე" ოცნებობს. მსახიობის აზრით, ის ზედმეტად სრულია: "ძალიან მინდოდა ნორმალური სხეული მქონოდა. ისეთი არა, როგორიც ახლა მაქვს. ამიტომ ყოველდღე პილატესს ვვარჯიშობ და ვცდილობ ჯანსაღი საკვებით ვიკვებო, რათა უფრო "ნორმალური" გავხდე. ყოველ შემთხვევაში, ის, რომ ჩემს თავს მსოფლიოში ყველაზე მსუქნად არ მივიჩნევ ეს უკვე კარგია".კამერონ დიასი: პატარა მკერდიკამერონ დიასი პატარა ზომის მკერდს ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკიდან განიცდიდა. "პერიოდულად მკერდს ვიმოწმებ - სასწაული ხომ არ მოხდა და შემთხვევით ხომ არ გამეზარდა ზომაში? თუმცა, უკეთესობისკენ ცვლილებას სამწუხაროდ ვერ ვამჩნევ ... "- იხუმრა მსახიობმა ერთხელ ერთ– ერთ ინტერვიუში.ლილი ალენი: მრგვალი თეძოებიმომღერალი ლილი ალენი თვლის, რომ მან თავისი მრგვალი თეძოები გარეშე თვალისგან უნდა დამალოს. ერთხელ, ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ისიც კი აღიარა, რომ "ყველა ჯინსი მხოლოდ გამხდარი გოგონებისთვის არის შექმნილი, თავად კი იძულებულია მრგვალი თეძოების გამო, მხოლოდ კაბები და ქვედაბოლოები ატაროს."ვიქტორია ბექჰემი: ღიმილიალბათ, არაერთხელ შეგიმჩნევიათ რომ ვიქტორია ბექჰემი თითქმის არასდროს იღიმის, და იცით რატომ? ცნობილი დიზაინერი და ჯგუფ "spice girls"-ის ყოფილი წევრი დარწმუნებულია რომ მას ღიმილი სასტიკად არ უხდება, ამიტომაც ის ფოტოებზე ყოველთვის სერიოზული ქალის იმიჯის მორგებას ცდილობს.პენელოპა კრუზი: პატარა უკანალიმაშინ როდესაც, ზოგიერთი გოგონა უკანალისა და თეძოების ზომის შემცირებაზე ოცნებობს, პენელოპა კრუზი პირიქით, თავისი "მეხუთე წერტილით" სასტიკად უკმაყოფილოა. პედრო ალმადოვარის მუზა თვლის, რომ ის, მას ძალიან პატარა აქვს! "ბავშვობაში ბალეტით ვიყავი დაკავებული, ამიტომ ჩემი უკანალი ახლა საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა, უკეთესი იქნებოდა, ის ზომაში ცოტათი დიდი რომ ყოფილიყო" - განაცხადა ერთხელ პენელოპამ. მსახიობმა გულწრფელად ისიც კი აღიარა, თუ როგორ იყენებდა ქვედაბოლოს ქვეშ საკუთარი გმირისთვის უფრო მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად, სპეციალურ, მისამაგრებელ უკანალს ალმადოვარის 2006 წელს გადაღებულ ფილმში "დაბრუნება".შაკირა: სხეულიიცოდით, რომ შაკირას საკუთარი გარეგნობა სასტიკად აკომპლექსებს? ალბათ, მუსიკოსის ეს აღიარება ბევრისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება: "ზოგიერთ ჩემს ვიდეო რგოლში ძალიან თავისუფლად და თავდაჯერებულად გამოვიყურები. სინამდვილეში, კი ჩემი სხეული საერთოდ არ მომწონს, რისი მოშიშვლებაც შემიძლია ეს მხოლოდ და მხოლოდ მუცელია, " - განაცხადა კოლუმბიელმა სუპერვარსკვლავმა.ნიკოლ კიდმანი: ქალური ფორმების არქონაგრძელი და მოხდენილი ფეხების მქონე ნიკოლ კიდმანმა ბევრი ფიქრისა თუ ძებნის შემდეგ საკუთარ თავში ერთი - არასრულფასოვნების კომპლექსი მაინც აღმოაჩინა. კერძოდ კი, ჰოლივუდის ოსკაროსანი ვარსკვლავი არც მეტი, არც ნაკლები ქალური ფორმების არქონას უჩივის: "ვფიქრობ, რომ მამაკაცური აღნაგობა მაქვს. მერჩივნა უფრო მრგვალი ფორმები მქონოდა, ისინი სხეულს უფრო სასურველს ხდიან"- განუცხადა მსახიობმა ჟურნალისტს ერთ-ერთ ინტერვიუში.სინდი კროუფორდი: "მოწყენილი" მკერდითქვენ წარმოიდგინეთ და, 90-იანების სუპერმოდელ სინდი კროუფორდსაც კი კომპლექსები აწუხებს! "მე არასდროს მომწონდა ჩემი მკერდი, " - განაცხადა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მოდელმა, - ახალგაზრდობაში ის ძალიან პატარად მეჩვენებოდა, ახლა, კი უკვე ორი მშობიარობის შემდეგ, მან ფორმა თითქმის სრულიად დაკარგა და მოეშვა. სწორედ ამიტომ, ვცდილობ დეკოლტე არასდროს ვატარო - რადგან ვფიქრობ, რომ ეს არც თუ ესთეტიური სანახავი იქნება". თუმცა, დამეთანხმებით, რომ ამ ულამაზეს ქალბატონს სანერვიულო ნამდვილად არაფერი აქვს, წლების მატებასთან ერთად ის კვლავ შესაშურ ფორმაშია.კეიტ აპტონი: დიდი მკერდიგოგონათა კომპლექსების ჩამონათვალში მკერდი პირველ ადგილზე აღმოჩნდა! აი, მაგალითად, ცნობილ მოდელს, კეიტ აპტონს კი პირიქით, საკუთარი ბუნებრივი "ღირსებები" მოცულობაში საერთოდ არ აკმაყოფილებს და ბევრად უფრო მოკრძალებულ ზომაზე ოცნებობს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მამაკაცი მისი ბიუსტით აღფრთოვანებულებია. "პატარა მკერდზე ყოველდღე ვოცნებობ, მენატრება ბიუსტჰალტერის გარეშე, თხელ თასმებზე მოკლე ტოპების ტარება. ვფიქრობ, რომ პირველი ზომის მკერდით ცხოვრება გაცილებით უფრო ადვილია!" - განაცხადა ამერიკელმა მოდელმა.1623 შეფასება არ არის |