x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ბეღელა - ქართული მითოლოგია
ბეღელა - ქართული მითოლოგია


1. ბეღელა იყო დევთა მეუფე, ერთ-ერთი უმთავრესი დევი ფშავ-ხევსურულ მითოლოგიაში. როცა კოპალამ გერგეტისხელა დევთა ტომი გაწყვიტა, ბეღელა, ოქრო-ვერცხლითა და იარაღით დატვირთული ეახლა და მორიგე ღმერთთან შუამავლობა სთხოვა, რომ იქნებ სთხოვო, შენისთანა ძალა მეც მომანიჭოსო, მაგრამ კოპალამ კალის ჯვარი უჩვენა, ზეცის ცეცხლმა იელვა, დევს მოედო როგორც ჩალას და "დევთა მეუფის დიდისა, ფერფლიღა დარჩა ტიალი" (ვაჟა, "კოპალა"). ამ ფერფლიდან გაჩნდნენ შავი ჭიები, უწმინდური ტყეს მოედო, იას გაშლა არ დააცადა, ფესვი შეუჭამა ბალახს. პოეტური აზროვნების ამ ნიმუშში ჯვარიც ბოროტთან ბრძოლის ძველი, წარმართული სიმბოლიკაა.


ბეღელა


2. ბეღელა ასევე ქართულ მითოლოგიაში ჰქვია დევ ქალს. დევის ცოლს. მის ქმარს მუზა ერქვა. ეს ოჯახი ცხოვრობდა ხაშრის ხეობაში, სადაც მათი ციხის ნანგრევებს ფშავლები დღესაც უჩვენებენ. ადგილს "ბეღელთანა" უწოდეს. მუზა-დევი კოპალამ მოკლა. მითი საინტერესოა იმით, რომ ინდურ მითოლოგიაშიც დევი ხშირად ქალია.



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.







კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (მეორე ნაწილი)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
219
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0