საზოგადოებრივი ნიკოლოზ რაჭველი - ჭადრაკის ევროპის ოფიციალური ჰიმნის შემქმნელი 2019, 2 დეკემბერი, 14:53 ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის (მემანიშვილი) მიერ დაწერილი მუსიკა ჭადრაკის ევროპის საბჭომ 2017 წელს დაამტკიცა ჭადრაკის ოფიციალურ ჰიმნად ევროპაში. ამის შესახებ ნიკოლოზ რაჭველმა საკუთარ გვერდზე 2019 წლის 1 დეკემბერსაც დაწერა სოციალურ ქსელში და განაცხადა: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰიმნის დაწერა მომიწევდა... 2017 წელს ჭადრაკის ევროპის საბჭომ ჩემი მუსიკა დაამტკიცა სპორტის ამ ისტორიული სახეობის ოფიციალურ ჰიმნად. დღეს კი ჩემ თვალწინ ამ მუსიკის შესრულებისას მონაკოში ფეხზე იდგნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები, მათ შორის, იუდიტ პოლგარი, გარი კასპაროვი, ჩვენი უდიდესი ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, ჩემპიონები, დიდოსტატები, არბიტრები, მონაკოს სამეფო ოჯახის, მთავრობისა და შემოქმედებითი საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები. რა მაგარი შეგრძნება ყოფილა... დიდი მადლობა ჩემო უძვირფასესო ზურა და თეა, ასეთი რამ რომ განმაცდევინეთ (მიმართავს ბატონ ზურა აზმაიფარაშვილს და ქალბატონ თეა ყიფშიძეს). დანარჩენს მერე მოვყვები. მონტე-კარლოში ჭადრაკის ევროპის დაჯილდოების პირველი ცერემონია ახლახან დასრულდა. მე კი ვცდილობ სამახსოვრო ფოტოები გადავიღო ბავშვობის კუმირებთან. მამაჩემი, რომელიც ჭადრაკის უდიდესი ქომაგი იყო, ვიდრე მყავდა (13 წლის ასაკამდე), მოასწრო, ჩემშიც ჩაენერგა იგივე დამოკიდებულება. ამიტომ დღეს ის ყველაზე ბედნიერი და ამაყი იქნებოდა ჩემით..." (იხ. წყარო).
კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწილი მეორე)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე242 1-ს მოსწონს
|