საზოგადოება "ჩემს უახლოეს მეგობარზე უნდა დავწერო...საშინლად ვარ" 2019, 2 დეკემბერი, 14:35 "ჩემს უახლოეს მეგობარზე უნდა დავწერო...ძალიან წარმატებული კლუბის მენეჯერი იყო ათ წელზე მეტი, მგონი 15-იც კი. ეს საბილიარდო კლუბი ქალაქის ცენტრში იყო, მიწისქვეშა სივრცეში. საზოგადოებრივ ადგილებში სიგარეტის მოწევა რომ აიკრძალა, მაშინ დაიწყო პრობლემები... იწვალა ამ საბილიარდომ, იწვალა და გაკოტრდა... ამ ჩემმა მეგობარმა იყიდა მანქანა სატაქსაოდ. მერსედესი, მრგვალფარებიანი. მისდა სამწუხაროდ, ლურჯი. რა იცოდა... არავისთვის არაფერი უთხოვია, მით უმეტეს, მთავრობისთვის... სანამ რამეს ვიზამ, ამით შევინახავ ოჯახსო. მერე ტაქსების "რეფორმის" გამო მხოლოდ აპლიკაციით მუშაობდა და გაუნახევრდა შემოსავალი, პრაქტიკულად ტყუილად ვმუშაობო... 695 1-ს მოსწონს
|